გახარიასგან ივანიშვილის მთავრობა ერთი წელია ცდილობს, წარმატებული მენეჯერის სახე შექმნას — ბოკერია
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილი ერთი წელია ცდილობს გახარიასგან შექმნას წარმატებული მენეჯერის სახე, თუმცა როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ყველა მნიშვნელოვან მომენტში გახარიამ მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებების საზიანო გადაწყვეტილება მიიღო.
ბოკერიას თქმით, როგორც ივანიშვილის და გახარია, ისე ენმ-ის ლიდერები, სააკაშვილი და ვაშაძე თავს არიდებენ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ყველა ლიდერი მზადაა რომ შედგეს პოლიტიკური დებატები ენმ-ის ოცნებისა და ევროპული საქართველოს ლიდერებს შორის.
"გუშინ ფოთში გახარია ჩამოვიდა და ივანიშვილის რეჟიმის რვაწლიანი მმართველობის ბოლოს საზეიმოდ განაცხადა, რომ შემდეგი ოთხი წელი ფოთის და სამეგრელოს აღმშენებლობის პერიოდი იქნება. ამ პოლიტიკური კლოუნისგან ივანიშვილის მთავრობა ერთი წელია ცდილობს წარმატებული მენეჯერის სახე შექმნას. იმის მაგივრად მეორე ტალღისთვის მომზადებულიყვნენ, კოვიდპანდემიის დროს სწორედ ამაში დაიხარჯა უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი.
არადა გახარიამ მისი მოკლე პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ყველა კრიტიკულ ვითარებაში ან არაკომპეტენტურობა და გულგრილობა გამოავლინა ან პირდაპირ კრიმინალური ქმედება ჩაიდინა. პანკისის ოპერაცია რომელიც პოლიციის მანქანების დაწვით დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელობისას იქ შექმნილი კლიმატი და განსაკუთრებით მასწავლებლებზე და დირექტორებზე სამარცხვინო ზეწოლა, რისი მაგალითიც ია კერზაიას ტრაგედიაა, სხვადასხვა დროს პროპუტინური ფაშისტური ჯგუფების ოპონენტებზე მიქსევის სამარცხვინო პრაქტიკა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე სრული უმოქმედობა და ამ თემის უტიფრად უგულებელყოფა, მათი არდასჯა ვინც ხორავას ქუჩის საქმეზე დამნაშავეებს შეგნებულად ხელი დააფარა, გავრილოვის ქვეყანაში შემოშვება და 20 ივნისის ღამის დარბევა — ყველა ამ ეპიზოდში ივანიშვილის რეჟიმმა და კერძოდ გახარიამ ყველაფერი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების საზიანოდ გააკეთა.
ივანიშვილის ეს კლოუნი დღეს კვლავ პრემიერობის კანდიდატია, ისე რომ არცერთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა არ მიუღია. დებატებზე უარს ამბობს გახარია და მისი უფროსიც, ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი. სხვათა შორის დებატებში მონაწილეობას თავიდან ირიდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც — არც პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი და არც პარტიის თავმჯდომარე ვაშაძე დებატებში მონაწილეობას არ იღებენ.
ევროპული საქართველო და მისი ყველა ლიდერი ახლაც მზად ვართ რომ ასეთ დებატები შედგეს "ოცნების", ენმ-ს და ევროპული საქართველოს ლიდერებს შორის", — განაცხადა ბოკერიამ
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები