10 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად შეხვდებით თბილისის კლუბებში
ფოტო: dwphotos / Shutterstock
თბილისში კლუბური ცხოვრება "საკაიფოდ მოიხოდა", ერთი და ორი სეზონის შემდეგ აღარ იხურებიან და ბერლინელი დიჯეებიც ჩამოჰყავთ და იბიცელი "მინიმალშიკებიც".
საკლუბო კულტურის განვითარებამ განაპირობა ის, რომ საცეკვაოდ და სხვა მიზნებისთვის, ივენთებზე მრავალი ტიპის ადამიანები მოძრაობენ, ამიტომ, ელექტრონული მუსიკის გარდა, თბილისში ეკლექტურობის ზეიმებიც იმართება ხოლმე.
პირადად მე კლუბების ხშირი სტუმარი არ ვარ, ამიტომ ჩემი მეგობრები გამოვკითხე, შევაგროვე თბილისური კლუბების სტუმართა სახეები და ცხოველებს მოვარგე. იმიტომ, რომ ცხოველები საყვარლები არიან.
მაშ ასე, თბილისის კლუბის სტუმრები:
1. გასული ბაბულიკები
კვირის დღეებში და იდეურად მგლები არიან, მაგრამ კლუბებში "გადიან" და ხდებიან ჰასკიები. დადიან აქეთ-იქით, ხელზე და კისერზე გოადან ჩამოტანილი ბრასლეტი ან ხის მძივი უკეთიათ, ყველას უღიმიან და პირიქით, ვინმე არაგასულმა ბაბულიკმა თუ გაატრაკა, შეძლება იმათ მოუყომარონ კიდეც. უფრო ვრცლად გასულ ბაბულიკებზე — აქ.
2. ბერლინელები
ყველას, ვისთანაც მიდის საცეკვაოდ ან სალაპარაკოდ, მეორე ან მესამე წინადადებაში აუცილებლად აღუნიშნავს, რომ აი, ბერლინი არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში და აქაურობა ძაან ჩამორჩება იქაურობას. "დრაგები აქ არ იღება და ნორმალური მუსიკა არ იკვრება და ხალხი სულ დაძაბულია და კაროჩე რააააა". და სულ ასე, ამ გერმანული ნაგაზივით მოწყენილები არიან.
3. "საროჩკიანი ბიჭები"
თავშეკავებულად იქცევა, არ სვამს — რადგან საჭესთანაა და ახლავს ორი გოგო. აქედან ერთ-ერთი გოგო, აუცილებლად მუშაობს PR-ში.
4. ბაბულიკი რამე ექსტრავაგანტული აქსესუარით, მაგალითად, მიკი მაუსის აბადოკით ან რამე მსგავსით
ეს ერთგვარი სიგნალია, რომ კაი ტიპია, გახსნილი და თავისუფალი, არ არის გოიმი და შავებში ჩაცმული არ მოძრაობს. თუ ნაცნობი არაგასული და არაექსტრავაგანტული ბაბულიკი შეეჩეხება, "კაი, ვღადაობ, შეჩემა, რა იყოო" - ეტყვის. ის კი პასუხად გაუღიმებს და გაივლის. იგი ამ იხვნისკარტასავით გარდამავალი საფეხურია ბაბულიზმსა და დანარჩენ სამყაროს შორის.
5. წყლის ბოთლიანი ბიჭები, რომლებსაც თვალები სულ დახუჭული აქვთ
თავის პონტში გასულები. თან აშკარაა, რომ ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ და დეჰიდრადირებისგან იცავენ თავს. ისინი ყოველთვის სხვაგან არიან და გარემოს არ აღიქვამენ.
6. ჩექ-ინა ხალხი
დასაჩექინებლად და ფოტოების გადასაღებად მოძრავი ხალხი, რომელიც სადღაც შებოდიალდებიან და ჰგონიათ, რომ კარგ პონტში არიან. ღამეში 2-3 კლუბი თუ მოასწრეს, გეგმა შესრულებულად ითვლება. ბოლო სელფის საწოლიდან დებენ: "მოვედი, ფეხები აღარ მაქვს."
7. ფაქტს რომ ელოდებიან
აი, ჰაჩიკო რომ პატრონს ელოდება, ისე რომ ელოდებიან ფაქტს და მთელმა კლუბმა რომ იცის ამის შესახებ, იმიტომ რომ ტვინს ჭამენ: "აუ, სადაა, ტო, აღარ რეკავს? მერამდენედ დავურეკო მე, ტო!"
8. ყველაფრით უკმაყოფილოები
"აუ, ცუდი მუსიკაა", "აუ, ზვუკი არ ვარგა," და ა.შ. მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი რომ იფარგლებიან და რამე უკმაყოფილო რეპლიკას ისვრიან.
9. თმებს რომ სახეში გირტყამენ, ეგ გოგოები
ძაან თავის პონტში რომ არიან, ზუსტად იციან, რომ თავის ქნევისას თმებს აქეთ იქით ისვრიან და სხვებს სახეში ურტყამენ, მაგრამ ჰკიდიათ, რადგან გასართობად არიან მოსულებიიიიი.
10. პირღია რომ სძინავთ და კლუბის დახურვისას აღვიძებენ
მერე "მნტ, მნტ"-ო პირს აწკლაპუნებენ, თვალებს ისრესენ, ჩუმად იღიმიან და მიდიან.
ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრი ტიპის ადამიანი არსებობს, მაგრამ სხვა ინფორმაციაზე ხელი ჯერ-ჯერობით არ მიმიწვდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა











კომენტარები