თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.
კვლევის თანახმად, საქართველოში ეკონომიკის აღდგენა, ტურიზიმსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების გარდა, მოსალოდნელზე სწრაფია. მიუხედავად არატურისტული ეკონომიკის დაგეგმილზე, სავარაუდოდ, უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონული კონფლიქტი, ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს.
საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი. ასევე, საგარეო დაფინანსების არსებული გეგმის პირბებში, სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი საკმარისია, თუმცა ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში ინფლაცია მომდევნო თვეებში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება.
აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებისა და ვირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ქვეყნებში სასტუმროების საშუალო დატვირთულობის დონე შემცირებულია. მსხვილი სასტუმროების გამოკითხვიდან ჩანს, რომ ოქტომბრის დატვირთულობამ საშუალოდ 14% შეადგინა, რაც სექტემბრის მონაცემებთან შედარებით ნაკლებია. არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველა კატეგორიის ოთახის დღიური ფასი წლიურად 33%-ითაა შემცირებული. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით ოთახის შემოსავლის 60%-ით კლებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ტურისტული შემოდინებებისაღდგენას, პროგნოზი კვლავ გაუარესებულია და ეტაპობრივი აღდგენა 2021 წლის მეორე ნახევრიდანაა ნავარაუდევი.
თიბისი კაპიტალი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამურ კლებას ელოდება. კვლევის თანახმად, მოთხოვნა ახალ ბინებზე ძველ ბინებთან შედარებით მეტი იქნება. 2021 წელს აღდგენის პროცესი გაგრძელდება, 2022 წელს კი მოსალოდნელია გაყიდვებმა 2019 წლის ნიშნულს გადააჭარბოს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას ამ დინამიკის გაუმჯობესება შეუძლია.
თიბისი კაპიტალი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კლებასაც ელოდება — ახალ ბინებში 30%-ით, ძველ ბინებში კი — 25%-ით. გაყიდვებთან ერთად მოსალოდნელია ბინების ფასის კლებაც. ბათუმში, ბინებზე მოთხოვნის დაბრუნება ტურიზმის აღდგენასთანაა დაკავშირებული. 2019 წლის გაყიდვების ნიშნულთან დაბრუნება და გადაჭარბება 2022 წელსაა მოსალოდნელი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება. თუმცა, რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ხელფასი წლიურად 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული, მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს.
თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები