არ მაინტერესებს პრემიერმინისტრის თანამდებობა, უკრაინის პრემიერობაზე ვთქვი სამჯერ უარი — სააკაშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა არ აინტერესებს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეგზიტპოლების შემდეგ, ამავე არხის ეთერში ისაუბრა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა ორჯერ მეტი ხმები, ვიდრე ყველა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად აღებულმა, მაგრამ ახლა მნიშვნელობა არ აქვს ხმების და ზომა-წონის გაზომვას. ახლა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანას. მე საერთოდ არ მაინტერესებს ასეთი თანამდებობა, უკრაინის პრემიერმინისტრობაზე ვთქვი სამჯერ უარი. ახლა ღიად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არ მაინტერესებს არც პრემიერმინისტრის თანამდებობა", — თქვა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მისი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს "ეროვნული ერთიანობის მთავრობა" და იქ კონსენსუსური ფიგურები უნდა იყვნენ.
"ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე ვაცხადებ, მიხეილ სააკაშვილი, რომ არ მივისწრაფვი არც ერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არც ერთი თანამდებობა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და მოვახერხოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება", — თქვა სააკაშვილმა.
8 საათზე ცნობილი გახდა მთავარი არხის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ენმ-სა და ძალა ერთობაშიას 33% აქვთ, ქართულ ოცნებას კი — 41%.
სხვა შედეგები ასეთია:
- ევროპული საქართველო — 5%
- ლელო — 4%
- პატრიოტთა ალიანსი — 3%
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3%
- გირჩი — 3%
- ალეკო ელისაშვილი და მოქალაქეები — 1%
- ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა — 1%
მთავარმა არხმა ეგზიტპოლები ფრანგულ IPSOS-ს დაუკვეთა.
ეგზიტპოლების შესახებ
არჩევნების დღეს ეგზიტპოლები დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, მედიებმა და ISFED-მა ჩაატარეს. მათი შედეგები 8 საათზე გავრცელდა.
- წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ატარებს.
- მთავარი არხისთვის ეგზიტპოლებს ატარებს ფრანგული კომპანია IPSOS.
- რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation ატარებს.
- ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს.
არჩევნების დღეს ხმებს პარალელურად ითვლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც (ISFED).
ედისონს საქართველოში სხვადასხვა დროს აქვს ეგზიტპოლი ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, IPSOS 2019 წელს ატარებდა კვლევას საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად. Survation და Public Opinion Strategies კი საქართველოში ეგზიტპოლებს პირველად ატარებენ.
- ფორმულას ეგზიტპოლი: უარი პასუხზე — 50%, "ოცნება" — 46%, ენმ და ძალა ერთობაშია — 28%, ევროპელები — 5%
- რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: "ოცნება" — 52, 26%; გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშია — 25, 33%
- იმედის ეგზიტპოლის შედეგები: ქართული ოცნება — 55%, ენმ და ძალა ერთობაშია — 23%
- იმედის ეგზიტპოლი: ევროპულ საქართელოს, ლელოს, პატრიოტთა ალიანსს, სტრატეგია აღმაშენებელსა და გირჩს 3% აქვთ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები