ფიზიკურად სად ვიქნები, გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, არ მეშინია მათი ციხის — სააკაშვილი
ფოტო: Reuters
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, სად იქნება ფიზიკურად. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეგზიტპოლების შემდეგ, ამავე არხის ეთერშივე ისაუბრა.
"მე ჩემს ქვეყანაში, რომელიც მენატრება უზომოდ, რომელიც მიყვარს უზომოდ, სიცოცხლეზე მეტად, თითქმის 8 წელიწადია არ მიშვებს ვიღაც თავგასული ოლიგარქი; ის, რომ უამრავ ადამიანს აღარ დაედგომება საქართველოში, ის რომ ის ყრის ქვეყნიდან საუკეთესო შვილებს და უნდა, რომ ყველა გაყაროს, რა თქმა უნდა, მე მაწუხებს. ფიზიკურად სად ვიქნები, ამის შესახებ გამოვაცხადებ, ჩემს გეგმებზე, უახლოეს დღეებში. მინდა ვთქვა, რომ მე არ მეშინია არც მათი ციხის, არც პარაშენკოს ციხის შემშინებია და თავის დროზე, როცა გამაგდო უკრაინიდან, დავბრუნდი უკრაინაში", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, მან ასე უპასუხა:
"მე დამარცხებული ივანიშვილის და არც ძველი ივანიშვილის არასდროს მეშინოდა, არასდროს მინდოდა შემექმნა პრობლემა ჩემი ხალხისთვის, მაგრამ განშორება ჩემთვის ჩემს ქვეყანასთან არის ძალიან მძიმე, მაგრამ ჩემი თავი აქ არის მეასე ხარისხოვანი საერთოს და ნებისმიერი ადამიანის თავი. მე არ მაინტერესებს არც ერთ თანამდებობა, მაინტერესებს ერთიანობა და კრიზისის დაძლევა".
მანამდე, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა არ აინტერესებს და უნდა ჩამოყალიბდეს "ეროვნული ერთიანობის მთავრობა" და იქ კონსენსუსური ფიგურები უნდა იყვნენ.
8 საათზე ცნობილი გახდა მთავარი არხის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ენმ-სა და ძალა ერთობაშიას 33% აქვთ, ქართულ ოცნებას კი — 41%.
სხვა შედეგები ასეთია:
- ევროპული საქართველო — 5%
- ლელო — 4%
- პატრიოტთა ალიანსი — 3%
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3%
- გირჩი — 3%
- ალეკო ელისაშვილი და მოქალაქეები — 1%
- ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა — 1%
მთავარმა არხმა ეგზიტპოლები ფრანგულ IPSOS-ს დაუკვეთა.
ეგზიტპოლების შესახებ
არჩევნების დღეს ეგზიტპოლები დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, მედიებმა და ISFED-მა ჩაატარეს. მათი შედეგები 8 საათზე გავრცელდა.
- წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ატარებს.
- მთავარი არხისთვის ეგზიტპოლებს ატარებს ფრანგული კომპანია IPSOS.
- რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation ატარებს.
- ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს.
არჩევნების დღეს ხმებს პარალელურად ითვლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც (ISFED).
ედისონს საქართველოში სხვადასხვა დროს აქვს ეგზიტპოლი ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, IPSOS 2019 წელს ატარებდა კვლევას საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად. Survation და Public Opinion Strategies კი საქართველოში ეგზიტპოლებს პირველად ატარებენ.
- ფორმულას ეგზიტპოლი: უარი პასუხზე — 50%, "ოცნება" — 46%, ენმ და ძალა ერთობაშია — 28%, ევროპელები — 5%
- რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: "ოცნება" — 52, 26%; გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშია — 25, 33%
- იმედის ეგზიტპოლის შედეგები: ქართული ოცნება — 55%, ენმ და ძალა ერთობაშია — 23%
- იმედის ეგზიტპოლი: ევროპულ საქართელოს, ლელოს, პატრიოტთა ალიანსს, სტრატეგია აღმაშენებელსა და გირჩს 3% აქვთ
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები