საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებულ ეგზიტპოლებზე ზეიმი არასერიოზულია — უგულავა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/გიგი უგულავა
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ "საკუთარი ტელევიზიებით" გამოცხადებლ ეგზიტპოლებზე ზეიმი "აბსოლუტურად არასერიოზულია". მისივე თქმით, არასერიოზული იყო, ასევე, ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. უგულავას განცხადებით, იგი "ხაშლამასავით ჩამოატარეს ორი წუთი და გააქანეს".
"გავიგეთ, რომ ბატონ ივანიშვილს კოვიდის ეშინია. ზუსტად კოვიდის რომ ეშინია საზოგადოებას, ამისთვის სწორედ უნდა წავიდეს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს პანდემიასთან, უმუშევრობასთან და კრიმინალთან ბრძოლა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ ხმას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა გვარგუნა. მოვუწოდებ ყველა კომისიის წვერს და დამკვირვებელს, თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი", — ამბობს უგულავა.
უგულავა, ასევე, ამბობს, რომ მათივე ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიას, დაახლოებით, 10 პროცენტიანი შედეგი აქვს.
"ჯერ ზუგდიდზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მაღალი ალბათობით, ზუგდიდელებმა მე მომანიჭეს ის პრივილეგია, რომ დავამარცხო ქართული ოცნების კანდიდატი მეორე ტურში. ამავე დროს, ხვალიდან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ ვნახეთ, რომ არა აქვს 50 პროცენტი ივანიშვილს. ახლა ყველამ პერსონალური და პირადი ამბიცია გვერდზე უნდა გადავდოთ და რაც გვაკავშირებს საერთო, მიუხედავად განსხვავევებისა, საერთო მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის არჩევნებით ჩამოცილება", — აღნიშნა უგულავამ.
ეგზიტპოლების შესახებ
არჩევნების დღეს ეგზიტპოლები დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, მედიებმა და ISFED-მა ჩაატარეს. მათი შედეგები 8 საათზე გავრცელდა.
- წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ატარებს.
- მთავარი არხისთვის ეგზიტპოლებს ატარებს ფრანგული კომპანია IPSOS.
- რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation ატარებს.
- ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს.
არჩევნების დღეს ხმებს პარალელურად ითვლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც (ISFED).
ედისონს საქართველოში სხვადასხვა დროს აქვს ეგზიტპოლი ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, IPSOS 2019 წელს ატარებდა კვლევას საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად. Survation და Public Opinion Strategies კი საქართველოში ეგზიტპოლებს პირველად ატარებენ.
- ფორმულას ეგზიტპოლი: უარი პასუხზე — 50%, "ოცნება" — 46%, ენმ და ძალა ერთობაშია — 28%, ევროპელები — 5%
- რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: "ოცნება" — 52, 26%; გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშია — 25, 33%
- იმედის ეგზიტპოლის შედეგები: ქართული ოცნება — 55%, ენმ და ძალა ერთობაშია — 23%
- იმედის ეგზიტპოლი: ევროპულ საქართელოს, ლელოს, პატრიოტთა ალიანსს, სტრატეგია აღმაშენებელსა და გირჩს 3% აქვთ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები