დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა, არაუფლებამოსილი პირები უბნებზე — TI-ს დასკვნა არჩევნებზე
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების შედეგების შემაჯამებელ დასკვნაში არასამთავრობო საუბრობს არაერთ დარღვევაზე, რომელიც მათი დამკვირვებლების მიერ იქნა აღმოჩენილი.
პირველი, ესაა სადამიკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლა, დამკვირვებლის ცემა და გამოძევება:
"დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი იყო. მათ შორის, რუსთავის #12.20.16 უბანთან ხუთამდე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს. რამდენიმე უბნიდან უსამართლოდ გამოაძევეს ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები. რამდენიმე უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა საჩივრებს", — წერია დასკვნაში.
ასევე, მათ დასკვნაში წერია, რომ დაფიქსირდა კენჭისყრის კაბინეტიდან გამოსული ადამიანების მიერ საკუთარი არჩევანის სხვისთვის დანახვების შემთხვევა.
"დღის განმავლობაში არაერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. რამდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. რამდენიმე შემთხვევაში კომისიის წევრებმა და ამომრჩევლებმა საკუთარ შევსებულ ბიულეტენს გადაუღეს ფოტო. ზოგიერთ უბანზე კენჭისყრის კაბინაში ამომრჩეველს არაუფლებამოსილი პირები მიყვებოდნენ", — წერს TI.
მათივე თქმით, ასევე იყო დარღვევები წილისყრის ჩატარების პროცესში.
"ზოგიერთ უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით", — ნათქვამია დასკვნაში.
ასევე, მათი დაკვირვებით, ბევრ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები.
TI წერს იმასაც, რომ კომისიის წევრებს უბნებზე არ ეკეთათ კორონავირუსიის პანდემიის პრევენციისთვის საჭირო აღჭურვილობა.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა კოვიდინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები. დღის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით კი ბიულეტენების დათვლის დროს ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა პირბადის ტარებაც კი", — აცხადებს TI.
ასევე, დასკვნაში წერია, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე უშვებდნენ კენჭისყრის შენობაში. ორ უბანზე კი ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.
დასკვნაში წერია ისიც, რომ ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაცია ნიუპოსტის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.
"ბევრ უბანზე არ მუშაობდა ან საერთოდ არ იყო ასლის გადამღები აპარატი, რაც პრობლემას უქმნიდა დამკვირვებლებს შემაჯამებელი ოქმების ასლების მოპოვებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამოირჩეოდა ზუგდიდის ოლქი. უბნების უმრავლესობაში საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობა პრობლემებს უქმნიდა საარჩევნო პროცესის ყველა წესის დაცვით წარმართვას. აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა როგორც კენჭისყრის პროცესში, ისე შედეგების შეჯამების დროს", — წერია დასკვნაში.
ასევე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შემაჯამებელ ოქმებში საბოლოო ბალანსის დასმა ბევრ უბანზე, სხვა წინა არჩევნების მსგავსად, პრობლემა იყო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.
ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.
გაიგეთ მეტი არჩევნებზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები