მონტენეგროში მრევლი კორონავირუსით გარდაცვლილი ეპისკოპოსის ცხედარს ეამბორა
ფოტო: Risto Bozovic / AP Photo / Picture Alliance
მონტენეგროს ყოველდღიური გაზეთის, Vijesti-ის ცნობით, ეპისკოპოს ამფილოიე რადოვიჩის დაკრძალვაზე, პოდგორიცას სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მრევლმა უსაფრთხოების წესები "უხეშად უგულებელყო".
სასულიერო პირი კორონავირუსით ოქტომბრის დასაწყისში დაინფიცირდა. აგვისტოს არჩევნებში მან მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, რათა ახალი მთავრობა შექმნილიყო პრეზიდენტ მილო დიუკანოვიჩის თანამდებობიდან გადასაყენებლად. დიუკანოვიჩი პროდასავლურ სოციალისტების დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.
ნევენკა პავლიჩიჩმა — იმ საავადმყოფოს დირექტორმა, სადაც ამფილოიე მკურნალობდა — დაჟინებით მოითხოვა ხელისუფლებისგან, დაკრძალვაზე არ ყოფილიყო თავახდილი კუბო, რადგან ეს "დაავადების გავრცელების რისკს" შეიცავდა. ექიმებმაც განაცხადეს, რომ საჭირო იყო გარდაცვლილი სასულიერო პირის სასახლე დაკრძალვაზე მოსული მრევლისთვის თავდახურული ყოფილიყო.
გაფრთხილებებისდა მიუხედავად, მგლოვიარე მრევლი ცხედარს უპირბადოდ, დისტანციის დაცვის გარეშე მიუახლოვდა და რამდენიმე მათგანი ეპისკოპოსის შუბლსაც კი ეამბორა.
ეპისკოპოს ამფილოიეს თავახდილი კუბოს გარშემო ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი.
ფოტო: Risto Bozovic / AP Photo / Picture Alliance
მონტენეგროს პრემიერმინისტრ ზდრავკო კრივოკაპიჩის თქმით, ეპისკოპოსი ამფილოიე "ქვეყნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადამიანი იყო".
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა სულ რაღაც 620 ათასია, მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა, ვირუსის მასობრივ გავრცელებას ებრძვის. აპრილში სერბი მიტროპოლიტი დააკავეს, რომელიც შეზღუდვებისდა მიუხედავად წირვას ატარებდა. აღსანიშნავია, რომ მონტენეგროში მცხოვრები ადამიანების მესამედი სერბია.
ეპისკოპოსი ამფილოიე, რომლის ხედვებით ანტიდასავლური და პრორუსული იყო, მონტენეგროს 2006 წლის რეფერენდუმში სერბეთის შემადგენლობაში დარჩენას უჭერდა მხარს. ბოლო წლებში კი იგი დიუკანოვიჩისგან ახალ რეგულაციას მოითხოვდა, რომელიც რელიგიურ საკუთრებას დააკანონებდა.
მაისში, როცა პოდგორიცას მახლობლად მდებარე მონასტერში მომლოცველები იყვნენ შეკრებილნი, ამფილოიემ მე-17 საუკუნეში მცხოვრები წმინდა ვასილიე ოსტროსკი სასწაულმოქმედის თაყვანისცემის რიტუალს "ღვთიური ვაქცინა" უწოდა.
"კარგი იქნება, თუკი თანამედროვე მეცნიერები ვაქცინას შექმნიან... თუმცა მანამდე, იგი უკვე ნაპოვნია... ეს არის ვაქცინა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა", — განაცხადა ეპისკოპოსმა მსახურებისას.
ამფილოიე ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე და სხვა მღვდელმსახურებთან ერთად, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მიუხედავად, ატარებდა ლიტურგიას. ეპისკოპოსი კარანტინის წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციებსაც უძღვებოდა.
მონტენეგროში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 18 714 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 313-ს შეადგენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები