სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ამბერ ჰერდზე ძალადობდა
ჯონი დეპმა სასამართლო დავა წააგო გამოცემასთან, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა
ფოტო: AP
მსახიობმა ჯონი დეპმა ლონდონის სასამართლოში, სადაც ის გაზეთს Sun ცილისწამებაში ადანაშაულებდა, რადგან სტატიაში მას "ცოლის მცემელი" უწოდეს, დავა წააგო.
მოსამართლემ კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც ტაბლოიდური გამოცემისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას ითხოვდა.
"მოსარჩელემ [ჯონი დეპი] თავისი საჩივარი ვერ დაამტკიცა... ბრალდებულებმა [Sun] კი დაადასტურეს, რომ ის სიტყვები, რაც გაზეთში გამოქვეყნდა, არსებითად სიმართლეს შეესაბამებოდა", — განაცხადა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.
მოსამართლე ნიკოლმა ასევე აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობის 14 ინციდენტიდან 12 შემთხვევაში ამბერ ჰერდი დაზარალებულად მიიჩნია:
"ამბერ ჰერდზე ჯონი დეპის მიერ სავარაუდო ძალადობის უმეტესი შემთხვევა სამოქალაქო სამართლის ნორმებით დასტურდება".
სასამართლოზე ჯონი დეპი თავისი ყოფილი ცოლის ბრალდებებს უარყოფდა და ამბერ ჰერდს "ანგარებიანს", უწოდებდა, თუმცა მოსამართლემ ჯონი დეპის ეს განცხადებაც არ მიიჩნია რეალობასთან შესაბამისად.
"ვაცნობიერებ, რომ განქორწინება კიდევ სხვა მიზეზებითაც იყო განპირობებული, თუმცა მის მიერ 7 მილიონი დოლარის [თანხა, რომელიც ამბერ ჰერდმა განქორწინების შემდეგ მიიღო] საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შეწირვას ძნელად შეიძლება ეწოდოს ანგარება", — თქვა მოსამართლემ.
ჯონი დეპი სასამართლო სხდომაზე დასწრების წინ ლონდონში.
ფოტო: Mark Thomas / i-Images
57 წლის ჯონი დეპმა ბრიტანულ გამოცემას რამდენიმე თვის წინ უჩივლა სტატიისთვის, რომელსაც შემდეგი სათაური ჰქონდა: "როგორ შეიძლება ჯოან როულინგი "გულწრფელად ბედნიერი იყოს" ჯადოსნური ცხოველების ახალ ფილმში ცოლის მცემელი ჯონი დეპის როლზე დამტკიცებით?"
გაზეთმა Sun სასამართლოზე წარმოადგინა არაერთი მტკიცებულება, რომელთა მიხედვითაც, მსახიობისთვის უსაფუძვლოდ არ უწოდებიათ მოძალადე, მათ შორის ამბერ ჰერდის ჩვენებებიც, სადაც ის აღნიშვნას, რომ ჯონი დეპთან თანაცხოვრებისას მის სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრებოდა.
"ზოგიერთი ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ მეშინოდა, არ მოვეკალი: განზრახ თუ უბრალოდ კონტროლის დაკარგვის გამო. ის ცხადად მაგრძნობინებდა, რომ ჩემი მოკვლა შეეძლო, განსაკუთრებით ურთიერთობის ბოლო პერიოდში", — განუცხადა მან სასამართლოს.
როგორც BBC წერს, ბოლო წლების ისედაც არც ისე წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის შემდეგ სასამართლოზე ეს მარცხი ჯონი დეპის კარიერას დიდ ზიანს მიაყენებს: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ყველა ის სამომავლო როლი, რომელზეც მას განიხილავდნენ.
ეს სასამართლო განხილვები, რომლებიც 2020 წლის ივლისში დაიწყო და სამ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო.
The Guarian-ის ინფორმაციით, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება ამბერ ჰერდის ადვოკატებისთვის მოულოდნელი არ იყო და როგორც თავად აცხადებენ, ეს ამბავი ამით არ დასრულებულა:
"ძალიან მალე აშშ-ის სასამართლოში ჩვენ გაცილებით მეტ მტკიცებულებას წარვადგენთ, რათა სამართლიანობა აღვადგინოთ და ამბერ ჰერდის სიტყვის გამოხატვის უფლება დავიცვათ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები