მექსიკა ესპანური დაპყრობების გამო კათოლიკური ეკლესიისგან ბოდიშს ითხოვს
ფოტო: Andres Manuel / Twitter
ამერიკის ისტორია კოლონიალური კონფლიქტებითაა სავსე და მექსიკა ამის გამონაკლისი არ არის.
ხუთასი წლის წინ ესპანელმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა აცტეკების იმპერიის წინააღმდეგ ბრუტალური კამპანია აწარმოა, დაიპყრო დიდებული ქალაქი ტენოჩტიტლანი და რეგიონის ადგილობრივი მოსახლეების უდიდესი ნაწილი დაიმონა. მე-16 საუკუნის მიწურულისთვის მექსიკის ადგილობრივი მოსახლეობა 22 მილიონიდან 2 მილიონზე ჩამოვიდა — ამაში ყველაზე დიდი წვლილი ისეთ ევროპულ დაავადებებს ჰქონდა, როგორებიცაა ყვავილი, წითურა და ყბაყურა.
Yucatan Times-ის ცნობით, მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა პაპ ფრანცისკეს წერილი მისწერა, რომელშიც ის მას ესპანური კონკისტის დროს ადგილობრივი მოსახლეობის ჩაგვრაში კათოლიკური ეკლესიის როლისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს — როგორც ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის 2019 წლის ბლოგში ჯესიკა ფრანკოვიჩმა დაწერა, კორტესმა და მისმა ხალხმა ადგილობრივი ტაძრები გაანადგურა და ისინი კათოლიკური ეკლესიებით ჩაანაცვლა; მისიონერები აგრეთვე აცტეკ ბავშვებს იტაცებდნენ და მათ ქრისტიანობის მიღებას აიძულებდნენ.
ლოპეს-ობრადორის წერილი ითხოვს "გულწრფელ დაპირებას, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რწმენებისა და კულტურების მიმართ აღარასდროს განხორციელდება შეურაცხმყოფელი აქტები".
წერილი აგრეთვე ვატიკანისგან ითხოვს, რომ მის ბიბლიოთეკაში დაცული ადგილობრივი დოკუმენტები დროებით დაუბრუნდეთ. The Guardian-ის ცნობით, მოთხოვნილ ნაშრომებს შორისაა სამი უძველესი კოდექსი და ტენოჩტიტლანის რუკები.
ერთ-ერთი ფერადი გვერდი ბორჯიას კოდექსიდან, რომელიც მექსიკის პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილ არტეფაქტებს შორისაა.
ფოტო: Wikimedia Commons
მოთხოვნილი სამი წიგნიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ბორჯიას კოდექსი — მე-16 საუკუნის ბეჭდური მანუსკრიპტი, რომელშიც შესულია კალენდრები, რომლებიც მიზნად ისახავდა იყო წარმატებული ქორწინებების, საომარი კამპანიებისა და ინდივიდუალური ბედისწერების წინასწარ განსაზღვრას. ტექსტი, რომელიც ესპანურ დაპყრობებამდეა დაწერილი, გამოირჩევა თავისი ფერადი ილუსტრაციებითა და ნაუატლის ადგილობრივი ენის გამოყენებით.
ტენოჩტიტლანის დაცემის შემდეგ ესპანელმა კოლონიზატორებმა დაწერილი ნამუშევრები, ქანდაკებები, ოქროს ზოდები და ადგილობრივთა სხვა ძვირფასეულობები წაიღეს. ბევრი წინარეესპანური მანუსკრიპტი მოგვიანებით განადგურდა; ბორჯიას კოდექსსაც კი წლების განმავლობაში არაერთი ზიანი მიეყენა და მისი ზოგი ილუსტრაცია ახლა გაურჩევადია.
წინა წელს ლოპეს-ობრადორმა მსგავსი მოთხოვნით მიმართა პაპ ფრანცისკესა და ესპანეთი მეფე ფელიპე VI-ს.
"ესპანეთის მეფესა და პაპს წერილი მივწერე, რათა მომხდარი სისასტიკე აღიარონ და ადგილობრივ ხალხს ბოდიში მოუხადონ იმის დარღვევისთვის, რასაც დღეს ადამიანის უფლებებს ვუწოდებთ", — თქვა პრეზიდენტმა 2019 წელს ტვიტერზე დადებულ ვიდეოში.
ესპანეთის მთავრობამ ლოპეს-ობრადორის მოთხოვნა მყისიერად უარყო და განაცხადა, რომ "მექსიკის მიწაზე 500 წლის წინ ესპანელების ჩასვლა თანამედროვე გადმოსახედიდან არ უნდა განისაჯოს".
მართალია, ფრანცისკეს ესპანური დაპყრობების დროს კათოლიკური ეკლესიის ჩართულობის გამო ოფიციალური ბოდიში ჯერ არ მოუხდია, თუმცა პაპმა 2016 წელს მექსიკაში ვიზიტის დროს ადგილობრივი ხალხის ტანჯვა აღიარა.
"ბევრი თვალსაზრისით, სისტემურად და ორგანიზებულად, თქვენს ხალხს არასწორად გაუგეს და ისინი საზოგადოებიდან გარიყეს. ზოგისთვის თქვენი ღირებულებები, კულტურა და ტრადიციები უფრო დაბლა მდგომი იყო. სხვებმა, ძალაუფლებით, ფულითა და საბაზრო ტენდენციებით მოწამლულებმა, თქვენი მიწები მოიპარეს ან წაბილწეს", — განაცხადა ფრანცისკემ ათასობით ადამიანის თვალწინ.
ლოპეს-ობრადორის თხოვნამ საკამათო განხილვა წამოჭრა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მას შემდეგ, რაც 2019 წელს პრეზიდენტმა წერილი გაგზავნა, პერუელმა ესპანელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ თქვა, რომ ლოპეს-ობრადორის მოთხოვნები შეუსაბამო იყო იმ სისტემურ დისკრიმინაციასა და სიღარიბესთან, რომელთანაც მექსიკის თანამედროვე ადგილობრივ ხალხს უწევდა გამკლავება.
"მექსიკის პრეზიდენტმა წერილის ადრესატი არასწორად მიუთითა. ის მას საკუთარი თავისთვის უნდა მიეწერა და აეხსნა, მექსიკას, რომელიც დასავლეთის სამყაროს 500 წლის წინ შეუერთდა და დამოუკიდებელი ერის რანგში სრული სუვერენიტეტით უკვე 200 წელია ტკბება, ჯერ კიდევ რატომ ჰყავს მილიონობით მარგინალიზებული, ღარიბი, გაუნათლებელი და ექსპლოატირებული ადგილობრივი ადამიანი", — თქვა ვარგას ლიოსამ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები