ეს არჩევნები ელემენტალურადაც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას — კაპანაძე
ფოტო: ევროპული საქართველ
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ცესკოს გამოქვეყნებულ შედეგებზე საუბრისას ამბობს, რომ ბიულეტენების რაოდენობა არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობაზე გაცილებით მეტია.
"მე დღეს მინდა მოგაწოდოთ სტატისტიკა დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ამოვიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ მიხვდეთ რამდენად შემაშფოთებელი და რამდენად მასშტაბური იყო ის სქემა გაყალბების.
3847 უბნის ოქმიდან, მაჟორიტარულ ნაწილში, 52%-ში, ანუ, 2007 ოქმში, არ ჯდება რიცხვები. პრაქტიკულად, ყოველი მეორე ოქმი, რომელიც შედგა უბანზე მაჟორიტარულ ნაწილში არის ხარვეზიანი.
ასეთი სტატისტიკა არ ყოფილა არასოდეს აქამდე, თუ არ ჩავთვლით 90-იანების ბოლოს და 2003 წლის არჩევნებს. 2007 ოქმი, რომელშიც რიცხვები არის დარღვეული, არ ემთხვევა და რომელიც საფუძველი უნდა იყოს პირდაპირ მათი გაუქმების. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ისეთი უბნები, სადაც ჩაყრილია უბრალოდ ბიულეტენები, ანუ ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას. ასეთია 125 უბანი, ანუ პრაქტიკულად, 125 უბანი უბრალოდ უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ უფრო მეტმა მისცა ხმა, ვიდრე რეალურად მივიდა არჩევნებზე, რაც ფიზიკურად შეუძლებელია", — აცხადებს კაპანაძე.
მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე დატრიალდა "ბიძინას კარუსელი".
"დანარჩენ 1882 უბანზე არის გატანილი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან და სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით არის დატრიალებული ე.წ ბიძინას კარუსელი. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყოველ მეორე უბანზე, მაჟორიტარულ ნაწილში ტრიალებდა კარუსელი. 440 უბანზე, მინიმუმ 5 კარუსელი ტრიალებდა, რაც ბუნებრივია, ძალიან ამახინჯებს საარჩევნო შედეგებს", — ამბობს კაპანაძე.
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა როგორც მაჟორიტარულ ისე პროპორციულ ნაწილში.
"რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, დისბალანსი არის ყოველ მესამე უბანზე, ანუ 1175 ოქმში 3847-დან. ეს არის ყოველი მესამე, 30% დაახლოებით უბნების. აქედან 969 უბანზე, ძალიან მაღალი ალბათობით არის დატრიალებული კარუსელი, ანუ 969 უბანზე ბიულეტენები აკლია — ცარიელი კონვერტები არის ჩაყრილი ურნებში.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ კარუსელში შეიძლება მონაწილეობდეს 10-დან 30-მდე ადამიანი, შეგვიძლია დავუშვათ, რომ დაახლოებით 40 000-დან 100 000 ადამიანამდე იყო ჩართული ამ კარუსელში. [...] მათ მისცეს ბიულეტენები, რომლებიც წინასწარ იყო შემოხაზული, უნდა ჩაეგდოთ ეს ბიულეტენი ურნაში და გარეთ გამოეტანათ სხვა ცარიელი ბიულეტენი", — განაცხადა სერგი.
მისი თქმით, ეს არჩევნები ელემენტალურადაც არ ასახავს ქართველო ხალხის ნებას.
"რომ შევაჯამო, ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ მასშტაბი გაყალბების იყო ძალიან დიდი. გამომდინარე იქედან, რომ დასკვნა, რომელიც გამოაქვეყნა ISFED-მა, რომ 4%-იანი აცდენაა ოფიციალურად გამოქვეყნებულ რიცხვებსა და რეალურად ოქმებს შორის. ამას თუ დავუმატებთ ეხლა მე რაც ვთქვი და განსაკუთრებით, თუ დავუმატებთ და გავითვალისწინებთ "ბიძინას კარუსელების" შედეგად რამდენი ადამიანი იქნა გაკონტროლებული და როგორი ტიპის ზეწოლა იყო მათზე და როგორ ხდებოდა კარუსელებით ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არჩევნები უბრალოდ, ელემენტალურადაც კი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას", — განაცხადა კაპანაძემ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები