BIAFF 2020-ის ინდუსტრიული პლატფორმა, ალტერნატიული ტალღა ონლაინ ფორმატში ჩატარდა
ფოტო: BIAFF
BIAFF (ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი) — კინოფესტივალი, რომელიც ტრადიციულად სექტემბერში ტარდება, COVID-19 პანდემიის გამო ოქტომბერის მეორე ნახევარში გადაიდო. თუმცა, პანდემიურის სიტაუციის კიდევ უფრო გაუარესების გამო, BIAFF-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა კინოფესტივალი ციფრულ ფორმატში გადასულიყო.
ინდუსტრიული პლატფორმა ალტერნატიული ტალღა 29 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბერამდე პერიოდში ჩატარდა კომბინირებულ ფორმატში. იგი მოიცავდა ფიზიკურ სივრცეს (Terminal Towers — საკონფერნეციო დარბაზი თბილისში) სადაც პლატფორმის მონაწილეები შეიკრიბნენ, ხოლო, მოწვეული ექსპერტები/ტრენრები (ქართველი და უცხოელები) ონლაინ რეჟიმში ჩაერთვნენ.
ალტერნატიული ტალღის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება უცხოელი და ადგილობრივი გამოცდილი კინოინდუსტრიის სპეციალისტების დახმარებით. ალტერნატიული ტალღა, ძირითადად, ფოკუსირებულია ქართული კინოპროექტებზე, მაგრამ, რამდენიმე წლის წინ დაიწყო შავი ზღვის რეგიონის (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი და ა.შ.) პროექტების ჩართვაც.
ინდუსტრიული პლატფორმა, ალტერნატიული ტალღა უკვე ექვსი წელია ტარდება BEAFF-ზე. პროექტს კოორდინაციას უწევენ ქართველი პროდუსერები, ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი. ალტერნატიული ტალღა ფესტივალის მნიშვნელოვან ნაწილია, რადგან იგი ქმნის ეფექტურ პლატფორმას ქართველი და საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, შესაძლებლობას აძლევს ქართველ კინემატოგრაფისტებს მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა საერთაშორისო ექსპერტებისგან ახალი კინოპროექტების შემუშავებაში. მოგვიანებით, შერჩეული პროექტები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ინდუსტრიულ პლატფორმებზე (მაგ. სტამბულის კინოფესტივალი).
BIAFF ალტერნატიული ტალღა 2020 წლის გამოშვებისათვის შერჩეული იყო შემდეგი პროექტები:
- ბექა (სცენარის ავტორი და რეჟისორი ვანო ბურდული);
- ჰამაკი (რეჟისორი ლევან თუთბერიძე, სცენარის ავტორი — ირაკლი სოლომონაშვილი);
- მეათე მოწმე (სცენარის ავტორი და რეჟისორი გიგა ლიკლიკაძე);
- გამოღვიძება (სცენარის ავტორი და რეჟისორი თენგიზ ასიტაშვილი);
- ცივი ღრუბლები (სცენარის ავტორი და რეჟისორი კახა კიკაბიძე);
- კარგი ბიჭები (სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი თავართქილაძე);
- უწყვეტი გზა (სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი);
- სიჩუმის ქაოსი (სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინა შაბურიშვილი);
- BRULE LE SANG (სცენარის ავტორები აკაკი ფოფხაძე და ფლორენ ჰილი, რეჟისორი — აკაკი ფოფხაძე).
მოწვეული ექსპერტები:
- ნიკოს პანაიოტოპოლოსი (საბერძნეთი);
- ლორან დანილო (საფრანგეთი);
- თამარ ტატიშვილი (საქართველო);
- გულინ უსტუნი (თურქეთი);
- გელა ბაბლუანი (საქართველო).
მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ალტერნატიული ტალღა წარმატებით ჩატარდა და მონაწილეებმა საინტერესო კონსულტაციები მიიღეს რამდენიმე მიმართულებებით — სცენარის განვითარება, დაფინანსების სტრატეგია, საერთაშორისო ფონდები, კოპროდუქცია, პროექტის განვითარება, საერთაშორისო ფესტივალები/ინდუსტრიული პლატფორმები, დისტრიბუცია და ა.შ.
სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის (MEETINGS ON THE BRIDGE) დირექტორის, გულინ უსტუნის მიერ ალტერნატიულ ტალღაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ქართული პროექტი, სიჩუმის ქაოსი (სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინა შაბურიშვილი) შეირჩა სტამბულის ინდუსტრიული პლატფორმაში მონაწილეობისთვის, რომელიც 2021 წლს აპრილში გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები