რატომ უჭირთ ადამიანებს პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრების ხალისის შენარჩუნება
ფოტო: Jan Buchczik / The Atlantic
ჩვენ ხშირად ჩვენს ცხოვრებას მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის გასავლელ გზად წარმოვიდგენთ და გვავიწყდება, რომ მისი უმნიშვნელოვანესი, უკანასკნელი საფეხური თავგადასავლის შემდგომი პერიოდია. ჟურნალისტი ართურ ბრუკსი ხსნის, რატომაა ამგვარი თვითაღქმა საფრთხილო.
არსებობს ცხოვრების ისეთი სცენარი, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი, ნებით თუ უნებლიეთ — ვაიდეალებთ. მსგავს სცენარს ბევრ ცნობილ მხატვრულ ნაწარმოებში ვხვდებით ხოლმე. ამასთან, თუ წარმატებული ადამიანების ცხოვრებას გვერდიდან შევხედავთ, მაშინაც აღმოვაჩენთ, რომ მათი უმრავლესობაც თითქოს ამ სცენარს მიჰყვება. ამგვარ სიუჟეტურ განვითარებას ხშირად გმირის მოგზაურობას ან სხვაგვარად, მონომითს უწოდებენ.
მე-19 საუკუნის ანთროპოლოგი ედვარდ ბარნეტ ტაილორი პირველი იყო, ვინც ლიტერატურაში გმირის მოგზაურობის ფენომენი გააანალიზა. თუ მას დავუჯერებთ, მრავალი მაღალმხატვრული სათავგადასავლო ნაწარმოები ბაზისური ფორმულის მიხედვით ვითარდება. ამ ფორმულის მორგება ერთნაირი წარმატებით შეიძლება როგორც მეფე დავითის შესახებ მოთხრობილი ბიბლიური ამბისთვის, ასევე — თანამედროვე ვარსკვლავური ომებისთვისაც. გმირის მოგზაურობის სიუჟეტური ხაზი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში მომავალ გმირს თავგადასავალი უხმობს, რის შედეგადაც მას უღვივდება მოტივაცია, გამოიჩინოს სიმამაცე, გაუმკლავდეს რთულ დავალებას — მაგალითად, შეერკინოს გოლიათს ან იმპერიას. მეორე ნაწილი განსაცდელს წარმოადგენს, რომლის დროსაც გმირის უნარები შეუბრალებლად გამოიცდება და ის პირისპირ დგება ერთი შეხედვით შეუსრულებელ მისიასთან — მაგალითად, იძულებულია, გოლიათი ორთაბრძოლაში დაამარცხოს ან ააფეთქოს "სიკვდილის ვარსკვლავი", Death Star. მესამე ნაწილში გმირი შეუსრულებელ მისიას წარმატებით ასრულებს, იმარჯვებს მეტოქეებზე და შინ ტრიუმფით ბრუნდება.
ფოტო: Alvin Dela Paz
ფსიქოანალიტიკოს კარლ იუნგს სწამდა, რომ წარმატებული ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ამ მონომითის პრიზმიდან ხედავენ. "ვინც დრაკონს არასოდეს შეხვედრია, გმირი ვერ იქნება", — წერდა იუნგი, — "შესაბამისად, მხოლოდ ის იქნება გამარჯვებული, ვინც დრაკონთან შებრძოლებას გარისკავს და მის დამარცხებას შეძლებს... მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია ჭეშმარიტი თვითრწმენის ქონაზე, რადგან ის საკუთარი მეს ბნელ ფსკერს ჩაწვდა და ამ გზით მოიპოვა საკუთარი თავი". იუნგის ეს სიტყვები ამერიკელი ბიზნეს-ტრენერის, ტონი რობინსის სიტყვებს მოგვაგონებს: "გინდა წარმატებული კარიერა გქონდეს? მაშინ შეუდექი გმირის მოგზაურობას — დაისახე მიზნები, იბრძოლე, დაიტანჯე, მსხვერპლად შეეწირე, დაამარცხე და შინ გამარჯვებული დაბრუნდი! მორჩა".
ეს ნარატივი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მიმზიდველი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ და წარმატებასაც მიაღწიეს. მაგრამ რეალობაში პრობლემას ცხოვრების უკანასკნელი წლები წარმოადგენს — ის, თუ რა ხდება ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ — რადგან ამ ნაწილისთვის ადამიანებს არანაირი სცენარი თუ სქემა არ მოეპოვებათ. ამ პერიოდის ჩვენებას მწერლები და კინორეჟისორებიც გაურბიან ხოლმე. მაგალითისთვის, ვარსკვლავური ომების სამყაროში არცერთი ფილმი არ ეძღვნება მთელი დღეები სახლში მჯდომ ლუკ სქაივოქერს, რომელიც იმის გამო ყვირის, რომ ვიღაც მის ოთახის თერმოსტატს შეეხო და მეათასაჯერ უყვება გაქცევაზე მყოფ შვილიშვილებს "სიკვდილის ვარსკვლავის" აფეთქების ამბავს.
რა თქმა უნდა, ზოდი ადამიანი პენსიაზე გასვლის შემდეგ თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ ბევრისთვის — განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მრავალ წარმატებას მიაღწია — ცხოვრების ეს ეტაპი სირთულეებითაა სავსე. ისინი თავს ხშირად უბედურად გრძნობენ, მიზნის არქონა ტანჯავთ, იწყენენ. ზოგი მათგანი ამის გამო ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსაც იღებს — მაგალითად, ანგრევს ოჯახს (სოციოლოგები ამგვარი ტიპის განქორწინებას "ჭაღარა გაყრას" უწოდებენ და მათი თქმით, 1990 წლიდან 2015 წლამდე მსგავს შემთხვევათა რიცხვი გაორმაგდა) ან ისეთ სულელურ ბიზნეს გარიგებებზე მიდიან, როგორებსაც დასაქმებულობის პერიოდში ყურსაც კი არ ათხოვებდნენ. "მას შემდეგ, რაც მუშაობა შევწყვიტე, საკუთარ თავს გავუუცხოვდი", — აღნიშნავს ერთი ამერიკელი პენსიონერი.
გმირის მოგზაურობა განსაკუთრებით სასიამოვნო მაშინაა, როცა მის შუაში ხარ. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ძალები გიმტყუნებს, რადგან ასეთ დროს შენ სცენარის მიღმა იწყებ არსებობის გაგრძელებას. ადამიანები იშვიათად უხვევენ იმ სიუჟეტური ხაზიდან, რომელიც საკუთარ თავს გაუწერეს. სანაცვლოდ, როცა ამ გზაზე სიარული შეუძლებელი ხდება, ისინი გახელებით ცდილობენ მასზე დაბრუნებას, რასაც ხშირად სევდიანი შედეგები მოსდევს.
მსგავს გახელებას გმირის მოგზაურობასთან დაკავშირებული გაუგებრობა იწვევს. ამ მოგზაურობის ის სამი ფაზა, რომელიც ზემოთ განვიხილეთ, კრიტიკული მნიშვნელობის დამატებით ფაზას საჭიროებს. წიგნის, ათასსახოვანი გმირი, ავტორი, ჯოზეფ კემპბელი აღნიშნავს, რომ ბევრი დიადი მითი იმ განსაცდელის შესახებ გვაწვდის ცნობას, რომელიც ბრძოლაში მოპოვებული ტრიუმფის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს. კემპბელი ამას "დაბრუნების ზღურბლის გადაკვეთას" უწოდებს. "დაბრუნებისას გმირმა თავისი თავგადასავალი სისრულეში რომ მოიყვანოს, სამყაროსთან შეგუების ეტაპს უნდა გადაურჩეს", — წერს კემპბელი, — "გმირს მისიის შესრულება სულიერი კმაყოფილებით ავსებს, ამიტომაც მოგზაურობიდან დაბრუნებისას პირველ პრობლემას ისეთი რეალობის მიღება წარმოადგენს, რომელიც ყოფითი სიხარულითა და მწუხარებით, ბანალურობებითა და მანკიერებებითაა სავსე". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გმირის მოგზაურობის ჭეშმარიტი დასასრული სახლში შებიჯება და იმის აღმოჩენაა, რომ ახლა შერკინება არა გარე მტერთან, არამედ საკუთარ დემონებთან მოგიწევს. ესაა უკანასკნელი და ამასთან ყველაზე რთული ბრძოლა და მასში წარმატების მოპოვება ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად გაიმარჯვე.
ჯოზეფ კემპბელი.
ფოტო: Joseph Campbell Foundation
განვიხილოთ მეფე დავითის მაგალითი. ის კლავს ლომს, იმარჯვებს გოლიათთან ბრძოლაში, ამარცხებს ისრაელის მტრებს და თორმეტ ტომს ერთ ერად აერთიანებს. ყმაწვილობაში რიგითი მწყემსი, საბოლოოდ თავისი ერის სახელოვანი მმართველი ხდება — დავითის თავგადასავალი გმირის მოგზაურობის ნათელი მაგალითია. თუმცა ამბავი აქ არ მთავრდება, ის სამუელის მეორე წიგნში გრძელდება და სახელოვანი მეფე დავითის გამარჯვების შემდგომ პერიოდს აღწერს, როცა ის, ძირითადად, სასახლეში იმყოფება და მის ხელთ აურებელი თავისუფალი დროა. ერთ დღესაც, როცა ჩაძინებულს გამოეღვიძება, სასახლის სახურავზე სასეირნოდ ავა, საიდანაც მეზობლის ლამაზ ცოლ ბერსაბეს ბანაობის დროს ჰკიდებს თვალს. დავითი ქალთან უკანონო ურთიერთობას იწყებს და მას აორსულებს კიდეც. იმის შიშით, რომ მისი ეს უკადრისი საქციელი გამჟღავნდება, მეფე ბერსაბეს ქმარს ომში დასაღუპად აგზავნის.
ანტიკური ხანის ისრაელის დიდებული მმართველი, რომელიც უბადლო სიმამაცითა და დისციპლინის ქონითაა ცნობილი, ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ ტრივიალური ვნების ტყვეობაში ექცევა. მას ჰეროიზმი ისეთ მზაკვრობაში გადასდის, როგორიც ბრძოლის ველზე კი არ იჩენს თავს, არამედ — კემპბელის სიტყვები რომ მოვიშველიოთ — სწორედაც "ბანალურობებითა და მანკიერებებით სავსე ცხოვრებაში". ყოველდღიურ ცხოვრებაში დამარცხებით დავითმა ყველაზე რთული ფაზის ბრძოლა წააგო: მან საკუთარი თავი ვერ დაიმორჩილა.
ჟან-ლეონ ჟერომის ბერსაბე (1889 წელი).
გაცილებით მცირე მასშტაბზე, წარმატებული ადამიანები ზოგჯერ დავითის მსგავსად მოქმედებენ ხოლმე. ისინი ცხოვრების ბოლო წლებში სხვებს აზარალებენ და საგულდაგულოდ მოპოვებულ რეპუტაციას იმის გამო ინადგურებენ, რომ პირად ინტერესებთან, სურვილებთან და სისუსტეებთან ორთაბრძოლაში მარცხდებიან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დირექტორი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საქმეებს ძველებურად ვეღარ უძღვება, იქამდე ინარჩუნებს კომპანიაზე კონტროლს, სანამ მმართველი საბჭოს წევრები იძულებით არ დაატოვებინებენ თანამდებობას; ან ეს შეიძლება იყოს თუნდაც ოთხმოც წელს გადაცილებული პოლიტიკოსი, რომელიც იმის მაგივრად, რომ თავისი შემცვლელის გამოზრდაზე იზრუნოს, ხელახლა იყრის კენჭს და მარცხს იწვნევს.
მართალია, ცოტა ადამიანს შეუძლია, ბოლომდე პირნათლად მიჰყვეს გმირის მოგზაურობის სცენარს, მაგრამ ეს ფორმულა ჩვენი მიზნების გააზრებისთვის ხელსაყრელ საფეხურებს ყველას გვთავაზობს. მის თანახმად, პირველ რიგში უნდა გვქონდეს რაიმეს მიღწევის სურვილი და მისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მეორე რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენი მიზნები ფასეულია, მათკენ სწრაფვის პროცესი მტკივნეული იქნება და ტანჯვას გვერდს ვერ ავუქცევთ. და მესამე რიგში — თუ მიზნებს მივაღწევთ, გამარჯვებით უნდა დავტკბეთ.
მაგრამ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ მეოთხე ფაზა — საკუთარ თავთან შერკინება. თუ თქვენი ცხოვრების ყველაზე აქტიურ ფაზაში არ გადგებით გვერდზე, მაშინ თქვენს გამარჯვებებს გემო გაუვათ, თქვენი უნარები დაბლაგვდება და ცხოვრებისეული პრობლემებიც თავს შეგახსენებენ. თუ მხოლოდ წარსულის დიდებას ჩაებღაუჭებით ან მის გაქრობას ირაციონალური აგრესიით უპასუხებთ, თქვენ მიერ მოპოვებული გამარჯვებები ფასს დაკარგავს და თქვენი მოგზაურობაც წარუმატებელი იქნება.
თუ ახლა ამ მოგზურობის ჯერ კიდევ შუაში იმყოფებით, გონივრული იქნება, ახლავე დაიწყოთ იმ გეგმის შემუშავება, რომელიც ბოლო ფაზაში ძალას შეგანარჩუნებინებთ. თქვენი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდისთვის მიზნად სხვებზე ზრუნვა, თქვენი ოჯახისა და მეგობრების სიყვარული და იმ ადამიანებისთვის სამაგალითო მოდელად ყოფნა დაისახეთ, რომლებიც მოგზაურობის პირველ, მეორე ან მესამე ფაზაში იქნებიან. იგრძნობთ თუ არა თავს ბედნიერად პენსიაზე გასვლის შემდეგ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სცენარს შეურჩევთ საკუთარ ცხოვრებას.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები