ხმების დათვლა გრძელდება — საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ბაიდენი ლიდერობს
ფოტო: EPA
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლა გრძელდება. ამ ეტაპისთვის ამომრჩევლებისა და კოლეგიის ხმებითაც ჯო ბაიდენი ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენს 69 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე დაუჭირა მხარი, ხოლო დონალდ ტრამპს — 67 მილიონზე მეტმა. ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ რიცხვები შეიცვლება. რაც შეეხება საარჩევნო კოლეგიას, პირველადი მონაცემებით, დემოკრატ კანდიდატს უკვე 224 ხმა აქვს მოპოვებული, ხოლო რესპუბლიკელს — 213.
ბოლო რამდენიმე შტატში ბიულეტენების დათვლა კანდიდატებისთვის გადამწყვეტი იქნება. ახლახან ბაიდენი პირველად დაწინაურდა მიჩიგანის შტატში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გამარჯვების ხაზი სწორედ ამ შტატზე გავა. ამიტომ შეუძლებელია იწინასწარმეტყველო ვინ გახდება პრეზიდენტი.
როდის გავიგებთ გამარჯვებულის ვინაობას, უცნობია. ხმების დათვლის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. გარდა ამისა, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მიმდინარე ხმის დათვლის პროცესი, როგორც "უდიდესი თაღლითობა" შეაფასა.
"ეს სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის. უზენაეს სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ გვინდა, რომ ხმის მიცემა შეწყდეს. ჩვენ არ გვსურს, რომ რაღაც ბიულეტენები დილის ოთხი საათისთვის იპოვონ და ეს ხმები შედეგებს დაუმატონ", — განაცხადა ტრამპმა.
ამ განცხადების გამო დონალდ ტრამპი გააკრიტიკეს როგორც თანაპარტიელებმა, ისე ოპონენტებმა. რამდენიმე რესპუბლიკელმა ტრამპის კომენტარების გამო შეშფოთება გამოთქვა. ნიუ-ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა და ტრამპის მრჩეველმა, კრის კრისტიმ პრეზიდენტის გამოსვლას არასწორი ნაბიჯი უწოდა. ყოფილმა რესპუბლიკელმა სენატორმა პენსილვანიიდან, რიკ სონტორმა აღნიშნა, რომ სიტყვა "თაღლითობის" გამოყენება არასწორია.
დემოკრატმა კონგრესმენმა ალექსანდრია ოკასიო-კორტესიმა ტრამპის განცხადებას უკანონო, საშიში და ავტორიტარული უწოდა.
აშშ არჩევნებთან დაკავშირებულ სიახლეებს LIVE რეჟიმში გაეცანით აქ. ასევე, ადევნეთ თვალი On.ge-ს ინტერაქტიულ რუკას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები