გადაგვამისამართეს ის სასამართლოში, რომლის გამოც დავტოვე "ოცნება" — კობერიძე ცესკოზე
ფოტო: ლელო
ლელოს ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობასა და გაყალბებაზე ისაუბრეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, მთელი ოპოზიცია ერთი ჩრდილოვანი მმართველის წინააღმდეგ დგას.
"არჩევნები ისნის საოლქო კომისიაში კრიმინალურად დასრულდა. გუშინ, რვა საათზე ჩანიშნული სხდომის შესახებ გავიგეთ ბოლო წუთებში. მაჟორიტარობის კანდიდატები მივედით, რომ დავსწრებოდით ჩვენი საჩივრების განხილვას, მაგრამ, მიუხედავად სურვილისა, არცერთი ჩვენგანი არ დაგვასწრეს განხილვაზე. სხდომიდან გამოუშვეს ჩვენი დამკვირვებლებიც. არა მარტო გამოუშვეს, არამედ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი, მამუკა ნაცვალაძე ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც იმყოფებოდა შენობაში და ჩვენ ამის ვიდეომტკიცებულება გვაქვს. თუმცა, პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა.
ცესკოს ადმინისტრაციამ ისიც კი იკადრა, რომ დროშა ჩამოაგდო, ხოლო, პოლიციამ ფეხქვეშ გათელილი ჩვენი სიმბოლო არ აიღო. ჩვენი პოლიცია დაემსგავსა რუსეთის ომონს. მათთვის რუსული დროშაა სიმბოლო და ქართული არა. ამიტომაც მოგმართავთ, ჩვენ ამ საჩივრების განხილვას გავაგრძელებთ სასამართლოებში. თუმცა, კლანის მიერ მართული სასამართლოს იმედი ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ ამ ინსტაციასაც ამოვწურავთ, პარალელურად, კონსტიტუციის ფარგლებში ვიდგებით ქუჩებში და მივაღწევთ იმას, რომ შეიცვლება ცენტრალური საოლქო კომისია და დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები", — განაცხადა გალდავამ.
ლელოს ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა ლევან კობერიძეც, რომელმაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკას შეადარა.
"როდესაც პარტია იძლევა განკარგულებას, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო, ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს განცხადებაში იყო ხაზგასმული, როგორც ძალიან დიდი პრობლემა, რომ პარტიულ სტრუქტურებს შორის ზღვარი წაშლილია. გუშინ ჩვენ მივიღეთ პარტიული დავალების საფუძველზე სასწრაფო უარი ყველა საჩივარზე და გადაგვამისამართეს მართულ, ჩინჩალაძე-მურუსიძის მართულ სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე ქართული ოცნება, რომელიც დღეს ხალხის ხმებს იტაცებს. ამ ხმების უკან არიან ადამიანები, რომლებსაც უკეთეს საქართველოში ცხოვრება უნდოდათ და ამის უფლება ქართულმა ოცნებამ მათ არ მისცა", — განაცხადა ლევან კობერიძემ.
საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებული მოვლენები შეაფასა ლევან სამუშიამაც.
"წარმოუდგენელი რამ ხდება საოლქო საარჩევნო კომისიებში. არცერთი ჩვენი საჩივარი არ განუხილავთ ყურით მოთრეული მიზეზის გამო, რომელიც არცერთ კანონში არ ჯდება. საქართველოში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ივანიშვილის ჭორვილბაშობას არ დაუშვებს", — განაცხადა სამუშიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები