ოპოზიციური, სახელისუფლებო და კრემლისტური მედიები — ვის აკრიტიკებს მედიაკრიტიკა და ვის არა
ფოტო: მითების დეტექტორი
მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალ მითების დეტექტორის ცნობით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოცემა, მედიაკრიტიკა, წინასაარჩევნო პერიოდშიც ყველაზე დიდ დროს იმ მედია საშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ. მათი ინფორმაციით, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის გამოცემები მარეგულირებლის ობიექტივში სიმბოლურად ექცეოდნენ, ხოლო ანტიდასავლური და კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის პლატფორმები მათ დღის წესრიგში საერთოდ არც ფიგურირებდნენ.
მითების დეტექტორმა mediacritic.ge-ს ვებგვერდზე 2020 წლის 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნებული 90 სტატია გააანალიზა, საიდანაც 81 სტატია კონკრეტული მედია საშუალებების ან ოპოზიციური მედიის კრიტიკას ეთმობა. 81 სტატიიდან 76 შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი არხები არიან:
- მთავარი არხი — 62 სტატია;
- TV პირველი — 27 სტატია;
- ფორმულა — 11 სტატია.
როგორც ანგარიშში წერია, რუსთავი 2-ის მიმართ კრიტიკული 2 სტატიიდან ერთი ძირითადად 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს, სანამ ტელეკომპანიის შემადგენლობა და გენერალური დირექტორი შეიცვლებოდა და მას ამჟამინდელი მთავარი არხის მენეჯმენტი მართავდა.
მონიტორინგის პერიოდში იმედი მედიაკრიტიკის მასალებში 5-ჯერ არის ნახსენები, მათ შორის მხოლოდ ერთია უშუალოდ ტელეკომპანიის მასალის კრიტიკა, დანარჩენ სტატიებში კი იმედი სხვა ტელეკომპანიებთან ერთად არის მოხსენიებული, იმედის შესახებ გამოქვეყნებული 2 სტატია იმედისა და მთავარი არხის და სხვა კრიტიკული მედიის შეპირისპირებას ეძღვნება.
ფოტო: მითების დეტექტორი
მითების დეტექტორის თანახმად, გარდა ამისა, 3 მასალა კონკრეტული მედიასაშუალების დასახელების გარეშეც კრიტიკულ მედიას ეხება, ხოლო, 2 მასალაში, რომლებიც მედიის წარმომადგენლების მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფასა და კომენტარებისთვის დევნას შეეხება, კონკრეტული ტელევიზიები დასახელებული არ არის, თუმცა კადრები TV პირველის გადაცემებიდან არის გამოყენებული.
ფოტო: მითების დეტექტორი
მათივე ცნობით, ერთადერთი ონლაინ მედია, რომელიც მედიაკრიტიკის კრიტიკის ობიექტი გახდა რადიო თავისუფლებაა.
მითების დეტექტორის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში არ გამოქვეყნებულა არც ერთი მასალა TV ობიექტივის შესახებ, რომელიც კრემლისტურ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული მედიასაშუალებაა და რომლის სარედაქციო პოლიტიკა ხშირად ამ პარტიის პოზიციის იდენტურია.
მაგალითად, მონიტორინგის პერიოდში TV ობიექტივმა გამოაქვეყნა კონსპირაციული ფილმი, სათაურით უკრაინული თაღლითობა, იმპიჩმენტი, ბაიდენის ნაღდი ფული, მასობრივი მკვლელობა (The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder).
ფოტო: მითების დეტექტორი
ფილმი, რომელიც ერთდროულად პატრიოტთა ალიანსის პარტიულმა და ამ პარტიასთან დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდებმა გააზიარეს, უკრაინაში მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ კრემლის ცნობილ კონსპირაციას ავითარებს, რომლის შესახებაც EUvs Disinfo არაერთგზის წერდა.
ფოტო: მითების დეტექტორი
მითების დეტექტორის თანახმად, მათ მიერ გავრცელებული ვიდეოს გადამოწმების შემდეგ ფეისბუქზე TV ობიექტივის მასალა ყალბად მონიშნა.
ფოტო: მითების დეტექტორი
მათივე ცნობით, მედიაკრიტიკის ობიექტივში არც სხვა ანტიდასავლური და ქსენოფობიური მედია ექცევა, მაგალითად, გაზეთი ასავალ-დასავალი, რომლის ერთ-ერთი ავტორი ამავდროულად ულტრანაციონალისტური პოლიტიკური გაერთიანება ქართული მარშის სახელით 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობდა და რომელიც როგორც ქვემოთ მოცემულ მაგალითში ჩანს, უფლებრივ საკითხებსა და შესაბამისს კანონმდებლობას ხშირად დასავლეთის მიერ თავსმოხვეულად და ჰომოსექსუალობის "ლეგიტიმაციად" განიხილავს.
მითების დეტექტორში აღნიშნავენ, რომ არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა ცხადყოფს, რომ როგორც TV ობიექტივი, ასევე, გაზეთი ასავალ-დასავალი თურქოფობიის, ჰომოფობიის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობენ ხელს.
მედიაკრიტიკა თავის პლატფორმას, აგრეთე, უთმობს სახელისუფლებო ექსპერტებს, რომლებიც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებზე მედიის განვითარების ფონდის კვლევას მაკარტიზმს ადარებენ.
წინა მონიტორინგის მსგავსად, მედიაკრიტიკის პოსტები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ არხებს ეხება, ხშირად დასპონსორებულია. დასპონსორებული 18 პოსტიდან ყველა მათგანი მთავარი არხის TV პირველის ან ფორმულას კრიტიკა ეხება. აქედან ერთი მასალა — ლარის გამყარების რეცეპტი —დარეკლამებული იყო ორჯერ. 17-დან 14 სტატიაში გაკრიტიკებულია მთავარი არხი, 5-ში TV-პირველი, 1-ში ფორმულა და 1-ში იმედი მთავარ არხთან ერთად.
ფეისბუქის მონაცემებით, 5 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე მედიაკრიტიკას ფეისბუქში $507 დოლარი აქვს დახარჯული.
ფოტო: მითების დეტექტორი
ფოტო: მითების დეტექტო
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები