"ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ" — ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, რა პასუხი აქვს სისტემას
ფოტო: Barcroft Media / Getty Images
"ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში" — წერდა გუშინ Facebook-ზე მარი კაკაურიძე, რომელსაც მალევე ორივე მშობელი გარდაეცვალა.
მარის ინფორმაციით, როცა მამა შეუძლოდ გახდა, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს, სამი დღის შემდეგ კი გამოწერეს, რადგან კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. მისივე თქმით, სწორედ ამ კლინიკაში გაუკეთეს გადასხმა დედას, მაგრამ რადგან ის უკეთ იყო, სახლში PCR ტესტის გარეშე გაწერეს.
მარი წერდა, რომ მეორე დღეს დედა შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარებამ კლინიკა უნიქალმედში გადაიყვანა.
"იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა", — აღნიშნავდა მარი გუშინ, 5 ნოემბერს.
ცუდად გახდა მამაც, მაგრამ, მარის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ორი საათის განმავლობაში არ მივიდა, ამიტომ თავად გადაწყვიტა კლინიკა გორმედში გადაყვანა.
"გზაში გამიხდა უფრო ცუდად, ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით. მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები, 1 საათი დაახლოებით, დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია 2 დღეა და არაფერია! 1505-მა 112-ს მიმართეო, 112-მა — ექიმები აგვარებენო, ექიმმა — შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი", — წერდა მარი.
ამ პოსტიდან რამდენიმე საათში ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. ის ჯანდაცვის სამინისტროსგან მშობლების გადარჩენას ითხოვდა და წერდა, რომ დედ-მამამ მკურნალობა პირველი სიმპტომის გამოჩენისთანავე დაიწყო და ამ მდგომარეობამდე ტესტის არასწორი პასუხის გამო მივიდნენ.
უკვე დღეს მარი კაკაურიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მისი ორივე მშობელი გარდაიცვალა.
კლინიკა ბომონდის ინფორმაციით, მარის მამამ მათ 30 ოქტომბერს ცხელებითა და რესპირატორული ჩივილებით მიმართა, გაუკეთდა PCR კვლევა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაყოვნდა ცხელების ცენტრში. კლინიკაში ამბობენ, რომ კაცს უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, გაუკეთდა გულ-მკერდის რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები. პაციენტის გაწერას კი ბომონდში იმით ხსნიან, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"რადგან PCR კვლევით პაციენტს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, მან 3 ნოემბერს, დილით, კლინიკა დატოვა და მიეცა რეკომენდაცია მკურნალობა გაეგრძელებინა შესაბამისი პროფილის ექიმთან. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე კლინიკა მხოლოდ კოვიდდადებით პაციენტებს იღებს, სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტების მიღება და დაყოვნება არ შეუძლია", — აღნიშნავენ ბომონდში.
On.ge დაუკავშირდა კლინიკა გორმედსაც, სადაც პაციენტი გარდაიცვალა. მათი მტკიცებით, შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მამამისს სათანადო მკურნალობას არ უტარებდნენ, უსაფუძვლოა. კლინიკაში ამბობენ, რომ კაცი მათთან 3 ნოემბერს შეიყვანეს და უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა საერთაშორისოდ აღიარებული და დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად. ამასთან, მათივე ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულს თანმხლები ქრონიკული და მწვავე დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის ორივე ფილტვის პნევმოია.
"გუშინ დაფიქსირებული გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოსდა, პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, შეურაცხმყოფელია იმ სამედიცინო პერსონალის მიმართ, ვინც 24-საათიან რეჟიმში, გმირულად იბრძვის თითოეული კოვიდინფიცირებული პაციენტის გადარჩენისა თუ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის", — წერია განცხადებაში.
გორმედში იმასაც ამბობენ, რომ "კორონავირუსი არის დაავადება, რომელსაც ქრონიკულ პაციენტებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების ძალზედ მაღალი მაჩვენებლი აქვს". მათი განცხადებით, მთელი მსოფლიოს მაგალითზე ჩანს, რომ ყოველდღიურად მატულობს კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების სტატისტიკა.
On.ge დაუკავშირდა უნიქალ მედსაც, სადაც მარი კაკაურიძის დედა გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, შოთა მარუაშვილის განცხადებით, პაციენტი, ერთი დღის განმავლობაში არა დერეფანში, არამედ ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სანამ PCR ტესტით კორონავირუსი დაუდასტრდებოდა.
"თავიდანვე მძიმე პაციენტი იყო, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. პირველადი დახმარება უტარდებოდა და პისიარ ტესტის პასუხს ველოდებოდით. დადებითი პასუხის შემდეგ, გადავიყვანეთ შესაბამის განყოფილებაში. როდის გარდაიცვალა, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით", — განაცხადა შოთა მარუაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა ფაქტზე ჯანდაცვის სექტორი იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა, ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც უკვე რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, მხოლოდ ექიმებს პასუხისმგებლობის აღება გაუჭირდებათ.
"კონკრეტულ შემთხვევებს ვიცნობ, რა თქმა უნდა. აქ მნიშვნელოვანი არის დროულობა და ეფექტურობა. ის, რომ არ დაუდასტურდა ვირუსი და რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა, არ მეტყველებს იმაზე, რომ რამე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნებისმიერ დღესა და წუთს ვდგავართ დაინფიცირების რისკის წინაშე", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმითვე, ყოველთვის ერიდება ფაქტების დეტალიზაციას, რადგან არ სურს, რომ ბრალეულობა პაციენტის მხარეს გადავიდეს და მისი სურვილია, ჯანდაცვა იყოს კონკრეტულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ყველაფერში დამნაშავე შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები