ლელოს სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა საარჩევნო დარღვევებზე ბრიფინგი გამართეს
ფოტო: ლელო
ლელოს სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა, თამარ ბელქანიამ, ალექსანდრე ახვლედიანმა და გია ბარამიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრეს და მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდეს.
ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის განმარტებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა დღედ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი მოატყუა და მათი ხმები მიიტაცა.
"გაყალბების კუთხით არც სამეგრელო ყოფილა გამონაკლისი. ოქმებში ბალანსის უზუსტობაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია საოლქო საარჩევნო კომისიას. უმეტეს უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა ადასტურებს უბანზე კარუსელის არსებობას. მაგალითად, 89-ე უბანზე არჩევნებში მონაწილე საერთო ამომრჩეველთა რაოდენობას და ამ უბანზე დათვლილ ხმებს შორის სხვაობა არის 40. ხოლო 72-ე უბანზე სხვაობა 12. ეს და სხვა დარღვევები სახეზე გვაძლევს დანაშაულს, რომელიც აუცილებლად მოიტანს ცუდ ცვლილებებს. ამიტომ აუცილებელია, დღევანდელ აქციაზე გავაპროტესტოთ მათი სიყალბე. ყოველდღიურად ვგრძნობთ, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია ჩვენ იგი უნდა შევცვალოთ", — აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.
"სამეგრელოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ მანამ და უშუალოდ არჩევნების დღეს ყალბდებოდა ხმები", — ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ბელქანიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
"არჩევნების დღეს პირადად ჩემი პრესმდივანი დააშინეს და ეს ევროკავშირის დამკვირვებლებმა თავიანთ რეპორტებში შეიტანეს. ჩხოროწყუში არჩევნებზე ამომრჩეველი მოიყვანა ძებნილმა, როდესაც მთელი საქართველო ეძებს ადამიანს, რომელმაც საქართველოს ბანკიდან გაიტანა თანხა, ის თავისუფლად მიდის არჩევნებზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ეეჭვებოდათ, რომ მათ ხმას არ მისცემდნენ, მოისყიდეს და დააშინეს სამსახურების დაკარგვით. სამეგრელოს რაიონში კი სამსახურის გარეშე დარჩენა შიმშილის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ აქციაზე, რადგან დღეს არის ღირსების აღდგენის დღე", — განაცხადა ბელქანიამ.
სამეგრელოს სხვადასხვა ოლქის მსგავსად, საკუთარ ოლქში არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიამ.
"ჩემი კოლეგების ოლქების მსგავსი იდენტური მდგომარეობა იყო ჩემს ოლქშიც, სადაც ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ის, რაც მოხდა 31 ოქტომბერს, არ იყო არჩევნები. ეს იყო პირდაპირი უკანონობა, რომელიც 30 წლის განმავლობაში არავის არ ჩაუდენია. ჩვენ ეს უკანონობა უნდა დავასრულოთ დღეს 8 ნოემბრის მიტინგით", — განმარტავს ბარამია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები