იგორ გიორგაძე ქართულ მედიასაშუალებას სასამართლოში უჩივის
ფოტო: kavkazplus.com
იგორ გიორგაძემ მედიასაშუალება dfwatch-ს სასამართლოში უჩივლა. ის მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ედავება, რომლითაც "დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მოსარჩელეს პატივსა და ღირსებას მიადგა ზიანი". სასამართლოში მისი წარმომდგენელი გაგი მოსიაშვილია.
როგორც მოსიაშვილი On.ge-ს უყვება, მედიასაშუალებამ გიორგაძის შესახებ მცდარი იფნორმაცია გაავრცელა, იმის შესახებ, რომ გიორგაძეს 1995 წელს 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ადვოკატის თქმით, არ არსებობს გიორგაძის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
„ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციის გასწორებას, სწორი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც საზოგადოებას მიაწოდეს არასწორი იფნორმაცია,“ - ამბობს გაგი მოსიაშვილი.
როგორც საქმის ადვოკატი აღნიშნავს, მათ მედიასაშუალებას ინფორმაციის შესწორების მოთხოვნითაც მიმართეს. კომუნიკაციას ადასტურებს dfwatch-ს მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. მისი თქმით, მათ არ გაიზიარეს გიორგაძის მოთხოვნა და მასალა უცვლელი სახით დატოვეს.
„ჩვენ დღეს შესაგებელი შევიტანეთ, იქ გვაქვს დასაბუთება, რატომ არ ვიზიარებთ. მე დეტალებში შესვლას არ ვაპირებ, როცა დაინიშნება პროცესი, იქ ვისაუბრებთ. ერთადერთი მასალის სათაურია, ყველაზე მწვავე საკითხი, სადაც წერია, რომ „საზოგადოების მტერი ნომერი პირველი“ - ინგლისურენოვან საიტზეა ეს სათაური. ეს არის ჩვენი მოსაზრება და ვერ ვხედავ უკან წაღების აუცილებლობას,“ - ამბობს ტუღუში.
მოსარჩელე სარჩელის მოგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე დაყრდნობით აპირებს. ამ მუხლით, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იმ შემთხვევაში, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით.
საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს სხვა ნორმები, რომლებიც ასევე არეგულირებს პირის მიმართ მცდარი ფაქტის გავრცელებით მიყენებული ზიანის შემთხვევებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო პირის მიმართ ცილისწამებისთვის პირს ეკისრება პასუხისმგებლობა თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს, მოსარჩელეს ზიანი მიადგა და ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები