თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი პირველად იცხოვრებს თეთრ სახლში
ფოტო: Delaware Humane Association
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თეთრ სახლში რამდენიმე უპრედეცედენტო ცვლილება განხორციელდება — ვიცე-პრეზიდენტად პირველად აირჩა ქალი, რომელიც ამავდროულად პირველი შავკანიანი და სამხრეთაზიული წარმოშობის პირია, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა. პირველი ლედი, დოქტორი ჯილ ბაიდენი, ასევე პირველია, რომელიც სრულ განაკვეთზე განაგრძობს მუშაობას. კამალა ჰარისის ქმარი, დაგლას ემოფი, აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის პირველი ებრაელი პარტნიორია.
თუმცა იანვრიდან მხოლოდ ადამიანების პირველობები როდი განაწილდება — თეთრ სახლში ბინას პირველად დაიდებს თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი.
მომავალი პრეზიდენტი და პირველი ლედი ახალ საცხოვრებელში ორ გერმანულ ნაგაზთან ერთად გადავლენ — ჩემპთან, რომელიც ბაიდენების ოჯახს საშენიდან 2008 წელს შეუერთდა და მეიჯორი, რომელიც წყვილმა Delaware Humane Association-დან აიყვანა 2018 წელს.
მეიჯორი თავშესაფარში ჯერ კიდევ ლეკვობისას, ხუთ და-ძმასთან ერთად მოხვდა. პატარებს, რომელთა ორგანიზმში ტოქსინები აღმოჩნდა, უმკურნალეს და მოგვიანებით, მსურველებზე გააჩუქეს.
პრეზიდენტმა მეიჯორის შესახებ შვილისგან, ეშლი ბაიდენისგან, შეიტყო, რომელმაც მამას ფეისბუქპოსტი გაუგზავნა. პოსტში თავშესაფარი იუწყებოდა, რომ პატარებისთვის მზრუნველ პატრონებს ეძებდნენ. ჯოს ბევრი აღარ უყოყმანია და ცოტა ხანში მეიჯორი ბაიდენების ოჯახის წევრი გახდა.
თუმცაღა მეიჯორი თეთრი სახლის პირველი თავშესაფრიდან აყვანილი ბინადარი გახდება, იგი პრეზიდენტის მიერ გადარჩენილი პირველი ცხოველი არ იქნება. ეს ტიტული იუკის ეკუთვნის — მიუსაფარ ძაღლს, რომელიც პრეზიდენტმა ლინდონ ბ. ჯონსონმა და მისმა შვილმა 1966 წელს, მადლიერების დღეზე იპოვეს ტეხასის გაზგასამართი სადგურის მახლობლად.
ჩემპი და მეიჯორი თეთრ სახლში შინაური ცხოველების ყოლის ხანგრძლივ ტრადიციას აღადგენენ.
ტრამპს ძაღლები არ ჰყავდა — იგი ასეთი პირველი პრეზიდენტი იყო უილიამ მაკქინლის შემდეგ რომელიც თანამდებობას 1897 წლიდან მის მოკვლამდე, 1901 წლამდე იკავებდა. თუმცა, მაკქინლის სხვა შინაური ცხოველები ჰყავდა — მამლები, კნუტები და თუთიყუში, სახელად ვაშინგტონ პოსტი.
2019 წელს, ვაშინგტონ პოსტი (გაზეთი, თუთუყუში არა) იტყობინებოდა, რომ ტრამპმა ახსნა, რატომ არ ჰყავდა ძაღლი. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ამგვარად იგი "ყალბი" გამოჩნდება, და თან, ამისთვის მეტად დაკავებული იყო.
"სიმართლე გითხრათ, უარს არ ვიტყოდი, ძაღლი მყოლოდა, თუმცა დრო საერთოდ არ მაქვს", — განაცხადა ტრამპმა, — "ან როგორი შესახედავი ვიქნები თეთრი სახლის გაზონზე ძაღლით მოსეირნე?"
სასხვათაშორისოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპმა და მეიჯორმა ბაიდენის კამპანიაში თავიანთი წვლილი შეიტანეს — დემოკრატი კანდიდატის არაერთი მხარდამჭერი აღტაცებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ თეთრ სახლში ცხოველები ბრუნდებიან.
"დავაბრუნოთ ძაღლები თეთრ სახლში", — დაწერა ბაიდენმა ტვიტერზე პირველ ნოემბერს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები