EMC-ის თქმით, კომენდანტის საათის მიუხედავად, შეკრების უფლების შეზღუდვის საფუძვლები არ არსებობს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თქმით, 22-საათიდან 05 საათამდე კომენდანტის საათის შემოღების მიუხედავად, შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს თუნდაც ამ პერიოდში შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე.
EMC-ის მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ადამიანთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების განუხრელად დაცვა და არ დაუშვას 22 საათის შემდგომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენება.
ორგანიზაციის თქმით, პირველ რიგში, პრობლემურია ის ფორმალურ-სამართლებრივი გზა, რომლითაც შეზღუდვები დაწესდა დიდ ქალაქებში. გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს საფუძვლად დაედო "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრამდე მთავრობას ან მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიენიჭა იზოლაციის ან კარტანტინის წესის დადგენის და მის საფუძველზე კონკრეტული შემზღუდავი ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება.[3] ამ ჩანაწერით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა ფართე უფლებამოსილება, საკანონმდებლო ორგანოს გარეშე, დახურული პროცესების შედეგად განსაზღვროს კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევის საფუძვლები და წესი. ამით მთავრობის ხელში სახიფათო და დაუბალანსებელი ძალაუფლება იყრის თავს, რომლის თვითნებურად გამოყენების რისკებიც სათანადოდ არაა დაზღვეული.[4] სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში დააწესა მთავრობამ კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები 9 ნოემბრიდან.
"რაც შეეხება კონკრეტულად შეკრების უფლების შეზღუდვას, არსებული საკანონმდებლო ჩანაწერი მთავრობას ან კონკრეტულ სამინისტროს აძლევს შესაბამისი შეზღუდვების დროებითი დაწესების შესაძლებლობას საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.[5] შესაბამისად, საკარანტინე ღონისძიებების ფარგლებში, კანონმა დასაშვებად მიიჩნია მოქალაქეთა არა ნებისმიერი ტიპის შეკრების შეზღუდვა, არამედ მოსახლეობაში სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნის მქონე თავყრილობების თავიდან აცილება.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, როცა კანონმა საკარანტინე ღონისძიებები განსაზღვრა, პირთა თავშეყრა კონკრეტული მიზნით შეზღუდა. "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონმა მეტნაკლებად დაავიწროვა ამ ღონისძიების შინაარსი. არსებული ჩანაწერით, მთავრობას შეუძლია დროებით შეზღუდოს პირთა თავშეყრა სოციალური ღონისძიების გამოყენების მიზნით. სოციალური თავშეყრის შინაარსი კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდა შემდგომში უშუალოდ მთავრობის დადგენილებით, სადაც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ თავშეყრის მაგალითად სხვა შემთხვევებთან ერთად მოყვანილია ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.[6] პანდემიის პირობებშიც კი, სოციალური მიზნით საჯარო სივრცეში თავშეყრის გაიგივება კონსტიტუციით დაცულ შეკრების თავისუფლებასთან, რომელიც მოსახლეობისთვის წარმომადგენლობით დემოკრატიაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის არსებითად მნიშვნელოვანი ბერკეტია, ამ უფლების გაუმართლებელი დავიწროებაა[7].
კანონდმებლობაში არსებული ჩანაწერი და დამაზუსტებელი მაგალითები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ღონისძიების ეს სახე ზღუდავს უშუალოდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული თავშეყრის სხვადასხვა სახეს, ის არ სცდება სოციალური შეკრების ხასიათს და ერთმნიშვნელოვნად არ აქვს პოლიტიკური შინაარსი. ამ ღონისძიებით სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეზღუდოს ნებისმიერი პოლიტიკური მოტივით ორგანიზებული, პოლიტიკური შინაარსის მქონე საზოგადობერივი შეკრება.
ნიშანდობლივია, რომ ამ სახის რეგულაციის დაწესების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს თავიდანვე არ განუცხადებია, როდესაც ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ დააანონსა.[8] რაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 8 ნოემბრის აქციაზე[9] განვითარებული მოვლენების საფუძველზე, ხელახალი მასშტაბური პროტესტების პრევენციის მიზნით მიიღო.
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული საარჩევნო კონტექსტი. დაანონსებულ შეკრებას ცხადად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოტივი აქვს. საარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებაში ჩარევა, მითუმეტეს, პირდაპირი საფუძვლების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მეტად ინტენსიური და გაუმართლებელი იქნება. საარჩევნო კონტექსტი მხედველობაშია მიღებული თავად მთავრობის N322 დადგენილებითაც, რომლის თანახმად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შემოღებული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე,[10] რაც თავის თავში გულისხმობს მოსახლეობასთან შეხვედრებს, აგიტაციას, პოლიტიკური მიზნებით ადამიანების დიდ რაოდენობასთან კომუნიკაციას. დადგენილების ამ დათქმის გათვალისწინებით, მითუმეტეს ვერ იქნება გამართლებული საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული პროტესტის შეკრების გზით საჯაროდ გამოხატვის გამორიცხვა", — ნათქვამია განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები