გადაადგილების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ — ლელო
ფოტო: ლელო
ლელო აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება შესახებ. ამის შესახებ, პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
თორნიკე ართქმელაძის თქმით, რეგულაცია არაკონსტიტუციურია, რადგან პანდემიის დროს ადამიანებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, პრეზიდენტის დეკრეტის გაცემის საფუძველზე ეზღუდებათ.
"კანონი რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაციაა მიღებული, მთავრობას არ აძლევს უფლებას შეზღუდოს პირების გადაადგილება, ასევე, არ აძლევს უფლებას შეზღუდოს ადამიანების შეკრება და მანიფესტაცია. აღნიშნული რეგულაცია არის არაპროპორციული და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას", — განაცხადა ართქმელაძემ.
ართქმელაძე ამბობს, რომ მთავრობამ უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. ის მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება.
ლანა გალდავა ამბობს, რომ ეს შეზღუდვა მიმართულია იმ ხალხის ხმების ჩასახშობად, ვინც აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას.
"ეპიდემია ღამის ათი საათის შემდეგ ნამდვილად არ აქტიურდება. ეს პირდაპირ მიმართულია იმ ადამიანების ხმების ჩახშობისკენ, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. მოსახლეობას მოპარეს ხმები და მისი დაბრუნების უფლებასაც ართმევენ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და დავიცავთ ხალხის ხმას", — განაცხადა გალდავამ.
ლელოს კიდევ ერთი ლიდერი, ლევან სამუშია ამბობს, რომ მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციას გვერდი აუარა და ამ ფორმით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
"სამწუხაროდ საქართველოს კონსტიტუციაზე წინ ბიძინა ივანიშვილის ნება დგას. სწორედ ივანიშვილის გამო მიიღეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. კოვიდ პანდემიას მხოლოდ მოკავშირედ იყენებენ.
ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ წინა გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო არის ზეწოლის ქვეშ. სწორედ ივანიშვილის ნების გატარებაა, სასამართლოზე ზეწოლა, მისივე ნების გატარებაა, ადამიანების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა. მთავრობა საერთოდ გავიდა სამართლებრივი სივრციდან და უარყოფენ საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში, კონსტიტუციის ფარგლებში, ხმის და თავისუფლად, როგორც გადაადგილების, ისე ცხოვრების უფლებას დაიბრუნებს", — აცხადებს ლევან სამუშია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.
გაიგეთ მეტი:
- დღეიდან 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდება
- მოქალაქეები გადაუდებელი შემთხვევების დროს ერთჯერადი საშვით ისარგებლებენ — ხოჯევანიშვილი
- აქციის შეზღუდვა ნიშნავს, რომ ივანიშვილის დეკრეტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას — კაპანაძე
- მოძრაობა სირცხვილია 22:00-05:00 საათამდე პარლამენტთან აქციას აანონსებს
- 10 საათი დადგა — რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები არ იშლებიან
- კომენდანტის დაწესება არაკონსტიტუციურია და აღიქმება, როგორც საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა — NGO-ები
- მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის აკრძალვისთვის, არაკონსტიტუციური იქნება — ომბუდსმენი
- ყველა, ვინც რეგულაციას დაარღვევს, იდენტიფიცირდება და 2000 ლარით დაჯარიმდება — შსს
- ყველა გამოწერილი ჯარიმა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და კანონთან — კობახიძე
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები