8 საბჭოთა ანეკდოტი, რომელიც საუკეთესოდ აღწერს, "რა ქვეყანა დაანგრიეს"
2017 წელს, CIA-მ გაასაჯაროვა 13-მილიონგვერდიანი დეკლასიფიცირებული დოკუმენტები, რომელთა შორისაც 1980 წლიდან შენახული საბჭოთა ხუმრობებიც აღმოჩნდა. მათ ამერიკის დაზვერვის თანამშრომლები ცივი ომის დროს იყენებდნენ მტრის ფსიქოლოგიის შესასწავლად.
თავდაპირველად ისინი რუსულ მედიაში გამოჩნდა. 2-გვერდიან დოკუმენტში, სახელად "საბჭოთა ხუმრობები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილეებისთვის", 11 საბჭოური ანეკდოტი შედიოდა, რომელიც საბჭოთა ლიდერებს ეძღვნებოდა, ან კომუნიზმის ყოველდღიურობას ასახავდა.
გაგაცნობთ CIA-ს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან 8 საბჭოთა ანეკდოტს, რომელიც აუცილებლად გათქმევინებთ: "რა ქვეყანა დაგვინგრიეს".
1. ამერიკელი ეუბნება რუსს, რომ შტატებში ისეთი თავისუფლებაა, მას შეუძლია თეთრი სახლის წინ დადგეს და იყვიროს: "ჯანდაბაში წასულხარ, რონალდ რეიგანო!" რუსი პასუხობს: "დიდი ამბავი, მეც შემიძლია კრემლის წინ დავდგე და ვიყვირო 'ჯანდაბაში წასულხარ, რონალდ რეიგანო!'"
ფოტო: Retronaut
მართლაც, იუმორი საბჭოთა კავშირში სიმართლის თქმის ერთადერთი გზა იყო. თუმცა ამასაც დიდი გამბედაობა სჭირდებოდა, რადგან 1935 წლის მარტში გამოცემული დირექტივით, პოლიტიკური ხუმრობის გაჟღერება სახელმწიფო საიდუმლოების გაცემას უტოლდებოდა.
2. კაცი პატარა შვილთან და ცოლთან ერთად მანქანით მიდის. მილიციელი აჩერებს და სთხოვს, რომ ალკოტესტში ჩაჰბეროს. ტესტის შემდეგ ეუბნება: "ხედავ? მთვრალი ხარ!" კაცი აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ ტესტი გაფუჭებულია, შემდეგ კი სთავაზობს, რომ მისი ცოლიც შეამოწმოს, რომელიც ასევე არაფხიზელი აღმოჩნდება. ამის შემდეგ ის მილიციელს მოსთხოვს, მის პატარა შვილსაც ჩაუტაროს ტესტი, რომლის პასუხიც ასევე მთვრალს აჩვენებს. მილიციელი მხრებს იჩეჩავს და აღიარებს, რომ ტესტი ნამდვილად გაფუჭებულია და ოჯახს უშვებს. ცოტა ხნის შემდეგ, ქმარი ცოლს ეუბნება:
"ხომ გითხარი, ნამდვილად არაფერი დაშავდებოდა, ბავშვსაც თუ დავალევინებდით 5 გრამ არაყს".
ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილი, ნინა ხრუშჩოვა, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია, ამბობს, რომ ამ ანეკდოტებიდან ბევრი მოუსმენია ბავშვობაში.
"საბჭოთა კავშირში წვეულებებზე ანეკდოტების მოყოლა ყველას უყვარდა. სამზარეულოში საუბრისას ბევრ მსგავს ხუმრობას მოისმენდით. და, რომ იცოდეთ, თითქმის ყველა ეს ხუმრობა პოლიტიკური იყო, რადგან საბჭოთა რუსეთში ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდებოდა".
3. კაცი სასმელის რიგში თანამშრომლებთან ერთად დგას. უცებ ბრაზდება და ამხანაგს ეუბნება: "საკმარისია! შემინახე ადგილი, გორბაჩოვის მოსაკლავად მივდივარ!" ორი საათის შემდეგ ბრუნდება და რიგში ადგილის დაბრუნებას ითხოვს. ამხანაგი ეკითხება: "რა ქენი, მოკალი?" "არა", — პასუხობს ის, — "იქ უფრო გრძელი რიგი იყო".
"სტალინის ეპოქაში პოლიტიკური ანეკდოტების საჯაროდ მოყოლა წარმოუდგენელი იყო. ამის გამო ადამიანებს კლავდნენ. გორბაჩოვის დროს კი სიტუაცია შემსუბუქდა, ლიდერებიც კი ხუმრობდნენ", — დასძენს ხრუშჩოვა.
CIA-ის მიერ გამოქვეყნებული დეკლასიფიცირებული დოკუმენტის ეს ნაწილიც სწორედ გორბაჩოვის მმართველობისას არის შექმნილი.
4. ჩუქჩას ეკითხებიან, რას იზამდა, საბჭოთა კავშირის საზღვრები რომ გახსნილიყო.
"ყველაზე მაღალ ხეზე ავძვრებოდი", — პასუხობს ის.
კითხვაზე, რატომ, ამბობს:
"გაქცეული ხალხის გროვას რომ არ გავეთელე!"
შემდეგ ეკითხებიან, რას იზამდა, თუ ამერიკის საზღვრები გაიხსნებოდა, რაზე პასუხიც ასევე ყველაზე მაღალ ხეზე აძრომაა. იგივე კითხვაზე, თუ რატომ მოიქცეოდა ასე, ჩუქჩა პასუხობს:
"ის პირველი შეშლილი რომ დამენახა, ვინც აქ შემოვიდოდა!"
"როდესაც თავისუფალ გარემოში ცხოვრობ, არ გიწევს ხუმრობების გამოგონება მასთან საბრძოლველად. როცა ჩაკეტილ სივრცეში ხარ, შენ რეჟიმს ამ გზით უპირისპირდები", — ამბობს ხრუშჩოვა.
ნინა ხრუშჩოვა
ფოტო: Foreign Policy Association
5. არხანგელსკში მოსმენილი ხუმრობის მიხედვით, კაცი რეკავს 'კაგებეს' სათაო ოფისში, სადაც დიდი ხანძარი იყო.
"ვერაფრით დაგეხმარებით, 'კაგებე' დაიწვა!", — პასუხობენ.
5 წუთის შემდეგ ის ისევ რეკავს და ისევ პასუხობენ, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დამწვარია. მესამე ზარის შემდეგ, ოპერატორი მის ხმას ცნობს და ეუბნება:
"რატომ რეკავ ამდენჯერ? ცოტა ხნის წინ გითხარი!"
კაცი პასუხობს:
"ვიცი, ვიცი, უბრალოდ ამის მოსმენა ისეთი საამურია..."
ფოტო: MICHAEL GEORGE HADDAD
6. ბებია მიდის აღმასრულებელ კომიტეტში კითხვის დასასმელად, თუმცა როცა იქ მიაღწევს, მისვლის მიზეზი აღარ ახსოვს.
"პენსიაზე ხომ არ გინდოდათ რამის თქმა?" — ეკითხება თანამშრომელი.
"არა, თვეში ოცი რუბლი მაქვს, ეგ არაფერი", — პასუხობს ის.
"იქნებ ბინის პრობლემა გაქვს?"
"არა, რას ამბობ, ერთოთახიან პატარა ბინაში სამი კაცი ვცხოვრობთ".
უცებ ახსენდება:
"კომუნიზმი ვინ გამოიგონა? კომუნისტებმა თუ მეცნიერებმა?"
"რა თქმა უნდა კომუნისტებმა", — პასუხობენ.
"ასეც ვიცოდი!", — ამბობს ბებია — "მეცნიერებს რომ გამოეგონებინათ, ჯერ ძაღლებზე გამოცდიდნენ!"
ფოტო: Shutterstock
7. ყოველკვირეულ საშინაო დავალებაში ბიჭი წერს:
"ჩემმა კატამ გუშინ 7 კნუტი გააჩინა. ყველა მათგანი კომუნისტია!"
ერთი კვირის შემდეგ, იმავე მოსწავლის დავალებაში წერია:
"ჩემი კატის შვიდივე კნუტი კაპიტალისტია!"
მასწავლებელი ახსენებს, რომ წინა კვირაში მისი კნუტები კომუნისტები იყვნენ.
"კი, მაგრამ მათ უკვე გაახილეს თვალები", — პასუხობს ბიჭი.
CIA-ის ძველი თანამშრომელი, პიტერ კლემენტი ამბობდა, რომ ცენტრალური დაზვერვის ოფისში ამ ანეკდოტებზე ბევრს ხალისობდნენ. მისი სიტყვებით, საუკეთესო საბჭოთა ანეკდოტების სიას მოსკოვში მდებარე აშშ-ს საელჩო აგზავნიდა ამერიკაში და ის საახალწლოდ ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად ითვლებოდა.
8. მატარებელი, რომელსაც ლენინი, სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი და გორბაჩოვი გადაჰყავს, მოულოდნელად, ჩერდება, რადგან რელსები წყდება. თითოეული ლიდერი პრობლემის გადაჭრის მისთვის დამახასიათებელ გზას მიმართავს.
ლენინი შეკრებს მატარებლის თანამშრომლებს, კილომეტრებით დაშორებული სოფლებიდან მოჰყავს გლეხები და მისი მეთვალყურეობის ქვეშ რელსების აგებას ავალებს.
პრობლემა არ იჭრება და სტალინი მატარებლის თანამშრომლებს სათითაოდ ესვრის.
ხრუშჩოვი დაჭრილ თანამშრომლებს მკურნალობს და შემდეგ უბრძანებს, რომ უკან დატოვებული რელსები მოხსნან და წინ გადმოიტანონ.
ბრეჟნევი ფარდებს წევს, შემდეგ წინ და უკან იხრება და თავს ისე აჩვენებს, თითქოს მატარებელი სვლას განაგრძობს.
გორბაჩოვს კი ლოკომოტივის წინ დემონსტრანტები გამოჰყავს და მათთან ერთად ყვირის: "ძირს რელსები! ძირს რელსები! ძირს რელსები!"
იუმორი ხშირად სატირის სახეს იღებს, რა დროსაც პროტესტის ძლიერი ფორმა ხდება. ეს ანეკდოტები სწორედ იმ რეალობას ასახავენ, რომელშიც იმ დროის ადამიანებს უწევდათ არსებობა. მათ მიერ შექმნილ ხუმრობებში ჩანდა, რომ ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის მოლოდინით აგრძელებდნენ ცხოვრებას. ხალხი ანეკდოტების მოყოლისას "ტოვებდა" არსებულ რეჟიმს, სიცილით გამოხატავდა პროტესტს და ცხოვრებას ასე იმსუბუქებდა.
ეს მხოლოდ ხუმრობაა, ამხანაგო! — იუმორი სტალინის საბჭოთა კავშირში
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები