ფეისბუქზე ამტკიცებენ, რომ "გამარჯობათ" სწორია და თურმე, ტყუილში გვიცხოვრია
გამარჯობათ. კარგად მოთავსდით, ამბავმა, რომელსაც ამ სტატიაში წაიკითხავთ, შეიძლება თქვენი მსოფლმხედველობა მთლიანად ამოატრიალოს.
გულწრფელად გეტყვით, უამრავჯერ მიგრძნია უხერხულობა, როცა საკუთარი ნათქვამი "გამარჯობათ" მომისმენია. ამის მიზეზი კი ტვინში გამჯდარი ფრაზა — "გამარჯობა და არა გამარჯობათ" — იყო, რომელიც, ალბათ, ერთ ჩვეულებრივ შეცდომების გამსწორებელს ეკუთვნის, ასეთები კი ქართული ენის საგუშაგოზე მრავლად გვყავს. ამავე ფრაზის სახელობის ქართული გვერდი წლების წინ ფეისბუქზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულიც კი იყო.
თუმცა, ასეთმა შეცდომებმა ის გვასწავლა, რომ როცა ქართული გრამატიკის საშუალო სტატისტიკური მცოდნე ხარ, ჯობს თავი ზედმეტ ცოდნაზე არ გამოიდო. სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პოპულარულ ჯგუფში გამოითქვა აზრი, რომ "გამარჯობათ" სულაც არ იყო შეცდომა.
"ვისაც ჯერ არ ურწმუნია ჭეშმარიტი ღმერთი, მე თქვენს მოსაქცევად მოვედი... 'გამარჯობათ' სწორი ფორმაა!" — დაწერა ნათია მანიამ და თან დასამოწმებლად ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის სქრინი მოიშველია.
მოგვიანებით განხილვამ On.ge-ის გვერდზე გადაინაცვლა და დაბნეულობაც გამოიწვია. მომხრეების არგუმენტი ძველ ლექსიკონებში შესული "გამარჯობათ" იყო, მოწინააღმდეგეები კი ამბობდნენ, რომ, რადგან "გამარჯობა" ზმნა არაა, "თ" ვერ დაემატებოდა.
სინამდვილეში, ორივე მხარე მართალია, თუმცა დასარწმუნებლად ფილოლოგსა და ენათმეცნიერს, თამარ ვაშაკიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ჩვენი ყველა ეჭვი და გაუგებრობა გაფანტა:
"რა თქმა უნდა, 'გამარჯობა' არ არის ზმნა, შესაბამისად 'თ' არ უნდა ერთვოდეს. ასე რომ, გამარჯობა არის სწორი ფორმა. თუმცა, ოდითგანვე, ქართველები ერთმანეთს ასე ესალმებოდნენ: 'გამარჯობათ თქვენი'. არ არის გამორიცხული, რომ თანხმოვნითი ელემენტი სწორედ აქედან შეუერთდა სიტყვა 'გამარჯობას'. ეს შეიძლება ზოგმა დაიჯეროს, ზოგმა — არა. ყველას თავისი თვალსაზრისი აქვს. ამას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჯერ კიდევ ვარლამ თოფურიასა და ივანე გიგინეიშვილის ლექსიკონში, რომელიც პროფესიონალების შედგენილია, პარალელურ ვარიანტად არის დაშვებული 'გამარჯობათ'. ასე რომ, მათ დაუშვეს".
თამარ ვაშაკიძის თქმით, ეს საკითხი ხშირად იქცა განხილვის თემად და აზრი ათწლეულების განმავლობაში ორად იყოფოდა. ის ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მისალმების ორივე ფორმა სწორია:
"ასე ხდება ხოლმე ორთოგრაფიაში, დაშვებულია მეორე ვარიანტიც. მაგრამ არასწორია იმის თქმა, რომ 'გამარჯობა' არაა სწორი და 'გამარჯობათ' არის".
მისალმებისას, როცა ბევრ ადამიანს ესალმებით, თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ "გამარჯობათ", ეს არაა შეცდომა.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ "გამარჯობათ" არასწორი ფორმა არაა და სიტყვის ამ სახით გამოყენებას მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს შეცდომად არ ჩაუთვლიან. მას ენის განვითარებასა და ცვლილებაზე მაგალითიც მოჰყავს:
"'რამდენი ხანია არ მინახავხარ', რა თქმა უნდა, სწორი ფორმაა, მაგრამ ასევე დავუშვით 'არ მინახიხარ' და მას შეცდომად არ ვთვლით. ზოგი ფორმა პარალელურად არსებობის უფლებას ითხოვს".
ასე რომ, შეიძლება კორონავირუსმა მისალმებისას ჩახუტებისა და ხელის ჩამორთმევის ნორმები შეგვიცვალა, თუმცა სიტყვებს პანდემია ვერაფერს დააკლებს. თუ პირბადეს ატარებთ, შეგიძლიათ დღეიდან ყველას "გამარჯობათ" აფრქვიოთ და ვერც ვერავინ მოგედავებათ, რადგან ფილოლოგები ზურგს გვიმაგრებენ:
"შეცდომის გასწორება ყველას უყვარს, თუმცა, ვინც ამ სიტყვას გაგისწორებთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაქვთ გადამოწმებული".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები