4%-იანი ცდომილება არჩევნების რეალურ შედეგებზე კითხვის ნიშნებს ბადებს — კუბილიუსი
ფოტო: Andrius Kubilius© DELFI / Domantas Pipas
ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ცდომილება 4 პროცენტამდე ადის და რაც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ამის შესახებ კუბილიუსმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"პირველ რიგში, მოვუწოდებ და ვაკეთებ მოთხოვნას, ყველა დარღვევაზე შესაბამისი შესწავლისა. ეს უნდა გაკეთდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომელიც არის პასუხისმგებელი. ეს არის საარჩევნო კომისია, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები — ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. მოვუწოდებ, განიხილონ ყველა საჩივარი, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო წარმოდგენილი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება ავტორიტეტული არასამთავრობოების მიერ, როგორიცაა ISFED. მათი განცხადების ციტირებას მოვახდენ, რომ დაახლოებით, 8 პროცენტი იყო მათ ოქმებში, განსხვავება ბიულეტენის ციფრებს შორის იყო, რამდენი ბიულეტენი იყო და რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ცდომილება 4 პროცენტამდე ადის. 4 პროცენტი საქართველოში პროპორციულ სისტემაში საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ამერიკაში 1 პროცენტიც კი ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის და ძალიან ბევრი დისკუსიები მოსდევს, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს სხვადასხვა შტატებში. საქართველოში თუ 4 პროცენტზეა საუბარი, ეს საკმაოდ დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს არჩევნების რეალურ შედეგებზე", — განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
მისივე თქმით უნდა განიხილონ ყველა საჩივარი და დიალოგის მეშვეობით საუკეთესო გადაწყვეტილება იქნას მიღებული, თუ როგორ დაძლიოს საქართველომ ეს გამოწვევა.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოს. საქართველო გახლავთ საკმაოდ რთულ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტია და მოვუწოდებ მმართველ და ოპოზიციურ პარტიას, მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთონ იმ გამოწვევებს, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დადგა", — აღნიშნა კუბილისმა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. ოპოზიცია, ასევე, ასაჩივრებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს და გადაცდომებზე საუბრობს. ბარიერგადალახულმა რვავე პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ისინი მეორე ტურებში მონაწილეობაზეც უარს ამბობენ, რომელიც 17 ოლქში გაიმართება.
პატრიოტთა ალიანსის გარდა, პარტიები ერთობლივ საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი მოითხოვენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ ქართულ ოცნებაში. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ისინი მზად არიან დიალოგისთვის, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს.
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ქუჩის ნაცვლად პროცესმა მოლაპარაკებების პროცესში გადაინაცვლოს და ამაში საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთონ.
12 ნოემბერს კი ოპოზიცია და ხელისუფლება საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ ელჩთან შეხვედრა განმეორებითაც იგეგმება და ამ ეტაპზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროცესი დაიწყო, ხოლო რა შედეგებს მოიტანს დიალოგი, ამაზე მსჯელობა ნაადრევია. ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ მიუხედავად უკვე გამართული და მომავალში დაგეგმილი შეხვედრისა, შაბათს დაანონსებული აქცია არ გადაიდება და ისევ ჩატარდება.
ამავე თემაზე:
- დიალოგის დაწყება ემსახურება პოზიციების დაახლოებას — თალაკვაძე ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ
- არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს — ბაქრაძე აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ
- ოპოზიცია ისევ ერთიანია, მოთხოვნები უცვლელი — ნათელაშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ
- შეხვედრა უკვე წარმატებაა, მე პირადად, 4 წელია ხელისუფლებასთან არ მისაუბრია — ჯაფარიძე
- შევთანხმდით კონსულტაციების კიდევ ერთ რაუნდზე — თალაკვაძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები