რა განსხვავებაა არჩევნების შედეგებსა და NDI-ისთვის გაცემულ პასუხებს შორის
ფოტო: On.ge
NDI-ის კვლევის მიხედვით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გამოკითხულთა 74 პროცენტმა მიიღო. თუმცა, რეალურად არჩევნებზე ამომრჩეველთა 51.63 პროცენტი მივიდა.
რეალურ შედეგსა და გამოკითხული მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ პასუხებს შორის განსხვავება ჩანს მეორე ტურის შემთხვევაშიც. გამოკითხული მოქალაქეების 46 პროცენტი ამბობს, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდნენ, 24 კი ამბობს, რომ მათ უბანში მეორე ტური არ ჩატარებულა. ცესკოს მონაცემებით, 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნებზე აქტივობა 36,81 პროცენტი იყო.
თუ NDI-ს მიერ გამოკითხული მოქალაქეების იმ ნაწილს შევადარებთ, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რეალურ შედეგსა და გამოკითხულებს შორის ზღვარი უფრო გაიზრდება. ამ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე დადებითი პასუხი გაცემული ექნება 59,74 პროცენტს.
რაც შეეხება იმავე კითხვაზე - მიიღეთ თუ არა მონაწილეობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში? - პასუხს ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა: „დიახ“ პასუხი ახალციხეში გამოკითხულთა ყველაზე მეტმა წილმა (77%) გასცა, შემდეგ ადგილზეა თბილისი (71%), თითქმის ერთმანეთის მსგავსი შედეგია ქუთაისში (67%), ზუგდიდსა (68%) და ბათუმში (66%).
რაც შეეხება მეორე ტურში არჩევნებში მისვლასთან დაკავშირებულ კითხვას ქალაქების მიხედვით. თითქმის უცვლელი დარჩა ახალციხის (74%) მონაცემები, დანარჩენ შემთხვევებში კი შემცირდა - თბილისი (47%), ქუთაისი (53%), ზუგდიდი (52%), ბათუმი (48%).
არჩევნებზე მისვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, გამოკითხულებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიების მიხედვით თუ შევადარებთ, გამოდის, რომ არჩევნების პირველ ტურში ქართული ოცნების მხარდამჭერების 86 პროცენტი და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების 75 პროცენტი მივიდა. მეორე ტურის შემთხვევაში ქართული ოცნების მხარდამჭერების 54 პროცენტი და ნაციონალური მოძრაობის 37 პროცენტი. ორივე პარტიის შემთხვევაში გამოკითხულთა თითქმის ერთი და იგივე რაოდენობა (29;31) ამბობდა, რომ მათ უბანში მეორე ტური არ ჩატარდა.
გამოკითხულთა ასაკის გათვალისწინებით, არჩევნების პირველ ტურში 18-დან 36-წლამდე მოქალაქეების 62 პროცენტი ამბობს, რომ არჩევნებზე მივიდა. იგივე პასუხი 36-დან 55-წლამდე გამოკითხულთა 75 პროცენტმა და 56 წლის და მეტი გამოკითხულთა 86 პროცენტმა გასცა.
NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები CRRC-იმ ჩაატარა. ორგანიზაციის დირექტორი, კობა თურმანიძე იმ მიზეზებს ხსნის, როს გამოც შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული კვლევის შედეგებსა და არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობებს შორის განსხვავება. მისი თქმით, როდესაც ადამიანებს ეკითხებიან ისეთ ქცევაზე, რომელზეც არსებობს საზოგადოების ჩამოყალიბებული აზრი რა არის სწორი და რა არასწორი, პასუხობს იმას, რაც უმრავლესობისთვის მისაღებია.
„მგონია, რომ ეს შეიძლება ეხებოდეს სხვა რამდენიმე კითხვას კიდევ. თუ ისეთი კითხვებია სადაც არსებობს ე.წ. სწორი და არასწორი პასუხები ადამიანები ცდილობენ სწორი პასუხები გვიპასუხონ. არსებობს ხერხები, რითაც შეგვიძლია ეს გამოვრიცხოთ. ამ კვლევაში ეს არ იყო გამოყენებული, რადგან არ ვაპირებდით რამის გამოცნობას. საინტერესოა, რომ პოსტფაქტუმ ადამიანები ამბობენ - მე ეს გავაკეთე, როცა არ გაუკეთებიათ,“ - განმარტავს CRRC-ის დირექტორი, რომელის თქმითაც, კვლევის სხვა კითხვაში მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას დადებით ქცევად აფასებენ.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,8 პროცენტია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები