ბენფორდის კანონი და არჩევნების შედეგები
ფოტო: On.ge
როგორ დავადგინოთ მანიპულაცია ციფრების სიხშირის დათვლით
ფიდბექის საფუძველზე სტატია რამდენჯერმე გადამუშავდა.
სტატიის პირველი ნაწილი პოპულარულ ენაზე მოყოლილ ფაქტებსა და ინფორმაციას შეიცავს. მეორე ნაწილში მოყვანილია დასაბუთებული სტატისტიკური ანალიზი.
ციფრები და რიცხვები
საყოფაცხოვრებო მეტყველებაში ხშირად ვურევთ ხოლმე ერთმანეთში სიტყვებს "ციფრი" და "რიცხვი". რიცხვები უსასრულოა, ციფრი კი, სულ 10 ცალი გვაქვს და ამ ფაქტს ჩვენს ანატომიას და არაბებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც ათობითი სისტემა მოიგონეს.
რიცხვი ბუნებრივ სიდიდეს აღწერს. მისი ციფრული ჩანაწერი კი, როგორც მაგალითად, "1825", ადამიანის მიერ გამოგონილი რამ გახლავთ.
ციფრების სიხშირე
ნებისმიერი სიდიდე რომ გავზომოთ, იგი ციფრების სახით უნდა ჩავწეროთ და მაგალითად, ბოლო ციფრის სიხშირეს (მისი ამოსვლის ალბათობას) დავაკვირდეთ. ვნახავთ, რომ ერთნაირად ხშირად გვხვდება ციფრი 1-ც, 9-ც და 5-იც. ბოლო ციფრის ალბათობა მართლაც ერთი მეათედია, პირველი ციფრის ალბათობა კი ე.წ. ბენფორდის კანონს ემორჩილება.
დიდად არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ბენფორდის კანონი ხშირად გამოიყენება სხვადასხვაგვარი მანიპულაციის დასადგენად. მაგალითად, ადრე ქვითრებზე გადაკეთებული თანხებისა და ნომრების დასადგენად გამოიყენებოდა. ბოლო დროს, ბევრს საუბრობენ ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგების ბენფორდის კანონთან თანხვედრა/აცდენაზე.
აბა, ჩვენთან რა ხდება?
ავიღე ჩვენი მონაცემები უბნების მიხედვით, და დავთვალე N41-სთვის მიცემული ხმების რაოდენობების პირველი ციფრების სიხშირეები.
მეგონა ბენფორდიდან ოდნავ წაძვრებს მივიღებდი, რაც მანიპულაციაზე გარკვეული მინიშნება იქნებოდა მეთქი.
შედეგმა ძალიან გამაოგნა!
1-იანის ალბათობა მოსალოდნელზე მთელი 10%-ით დაბალია, მაშინ როდესაც 2-იანის ალბათობა 15%-ით მეტია მოსალოდნელზე.
ასეთი მასიური გადახრა (10–15%), განსაკუთრებით რიცხვ 1-ში, რომელიც ყველაზე ადვილად გადაკეთებადია, ციფრების გადაჯღაბნის შესახებ ეჭვს ბადებს.
ბენფორდის კანონი ყოველთვის არ მუშაობს
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ბევრმა გამოთქვა შემდეგი ლეგიტიმური მოსაზრება:
სავარაუდოდ, გარკვეული ზომის უბნები უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ზომის უბნები, ამიტომ მაგალითად, თუ უბანზე დაახლოებით 400 ამომრჩეველი გამოცხადდა და 48%-მა "ოცნებას" მისცა ხმა, ეს ორას-რაღაცა ხმა გამოდის და სავარაუდოდ, 2-იანების ჭარბობის მიზეზი ეგ შეიძლება იყოსო. 1-იანების სიმცირეც მსგავსად შეიძლება აიხსნას.
მეც თავში დამიჯდა ეს აზრი და უბნის ზომასა და პირველ ადგილზე დამჯდარ პირველ ციფრს შორის კავშირის დასადგენად დეტალური სტატისტიკური ანალიზი ჩავატარე.
უბნები სხვადასხვა ზომისაა, რამდენიმე ადამიანიდან 1 080 ამომრჩევლამდე. დაახლოებით ერთნაირი ზომის უბნები შეგვიძლია დავაჯგუფოთ და დავთვალოთ, თითოეული ჯგუფისთვის რამდენი შედეგი (ანუ 41-სთვის მიცემული ხმების რაოდენობა) იწყება ციფრი 1-ით. ამას ვუწოდოთ 1-იანის სიხშირის განაწილება უბნის ზომის მიხედვით.
სვეტის x კოორდინატი უბნის ზომას გვიჩვენებს. სვეტის სიმაღლე იმ უბნების რაოდენობას, სადაც პირველ ადგილზე 1-იანი დაჯდა.
სვეტების სიმაღლე მზარდ უბნის ზომასთან ერთად იკლებს, რაც ბუნებრივია. ვთქვათ, უბანზე 416 ამომრჩეველია და 48%-მა მისცა ხმა 41 ნომერს. ამ შემთხვევაში, მიცემული ხმების რაოდენობა იქნება 199 და ეს უბანი ამ სვეტში მოხვდება. ერთი კაცით მეტმაც რომ მისცეს ხმა, ხმების რაოდენობა უკვე 200 გახდება და ეს უბანი ამ გრაფიკზე აღარ მოხვდება.
ცხადია ქართულ ოცნებას ყველა უბანზე ზუსტად 48% არ მიუღია. ყველაფერი იყო — თითქმის 0%-იდან, თითქმის 100%-მდე, მაგრამ უმრავლეს უბნებში ხმების რაოდენობა 48%-ის გარშემო ტრიალებდა.
ახლა ვაკეთებთ ამ განაწილების ე.წ. gaussian fit-ს და ვახდენთ მოსალოდნელი შედეგების სიმულაციას ამ განაწილებით. ამ სიმულაციაშიც ოცნება ზუსტად იგივე შედეგზე გავიდოდა, ოღონდ რომელ უბანში რა რიცხვი დაჯდებოდა, უკვე ცესკოს თანამშრომელი კი არ წერს, არამედ ბუნებრივი განაწილება განსაზღვრავს.
ახლა ისევ პირველ ციფრს დავუბრუნდეთ და ვნახოთ, როგორი იქნებოდა 1,2,3,4 და ა.შ., 9-მდე ციფრების განაწილება უბნების ზომების მიხედვით (მწვანე), ანუ ის ციფრების განაწილება რაც წესით უნდა დამჯდარიყო უბნის ზომის გათვალისწინებით! მერე შევადაროთ ცესკოს არსებულ რეალობას (ლურჯი).
ციფრების სიხშირეები — უბნის ზომის გათვალისწინებით:
აცდენები გრაფიკულადაც ჩანს. მაგალითად, დაჯდა ბევრად მეტი 2-ები, ვიდრე ამას ბუნებრივი განაწილება მოგვცემდა.
აცდენები არამარტო გრაფიკულად, არამედ რიცხვებითაც არის დადასტურებული (იხ. კოდი) Kolmogorov–Smirnov ტესტის საშუალებით.
კიდევ მეტი სკეპტიკოსებისთვის
კრიტიკოსები იტყვიან, რომ ჩვენი თანაბარი განაწილება შეიძლება არ ემთხვეოდეს რეალობას. მაგალითად, შეიძლება რეგიონებში, სადაც პატარა უბნებია, 41-ს უფრო მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა.
მართლაც, ტერიტორიული და უბნების ზომების ჭრილში რომ ვნახოთ მიცემული ხმების პროცენტული რაოდენობა, არაჰომოგენურ სურათს დავინახავთ. იხილეთ წითელი ისრებით აღნიშნული ლაქები. მაგრამ ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად, შეგვიძლია ამოვჭრათ ჰომოგენური ქვესიმრავლე და მასში მხოლოდ 1-ებისა და 2-ების განაწილებას დავაკვირდეთ. (ამ გრაფიკზე x ღერძი ტერიტორიულ განაწილებას შეესაბამება.)
1-ები და 2-ები ჰომოგენურ ქვესიმრავლეში
ეს ქვესიმრავლე ჰომოგენურია, ანუ არანაირი კორელაცია უბნის ზომასა და ამომრჩევლის პარტიულ გემოვნებას შორის არ შეიმჩნევა. ანუ ალბათობა, 416-კაციან უბანში პირველ ციფრად 2-იანი დაჯდება თუ 1-იანი, ერთნაირია. დავაკვირდეთ 1-იანების და 2-იანების სიმულირებულ და არსებულ განაწილებას მხოლოდ ამ სიმრავლეში.
ირკვევა, რომ მხოლოდ ამ სიმრავლეში, თითქოს უხილავი ხელი ჩაერიაო, დაჯდა იმაზე ნაკლები 1-იანით დაწყებული შედეგი და მეტი 2-იანით დაწყებული, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მრუდები როგორაა წაძრული 1-იანისა მარცხნივ და ორიანისა კიდევ მარჯვნივ, თვითონაც შეამჩნევდით. მარტო ამ ქვესიმრავლეში, ამ "ანომალიით" გამოწვეულმა განსხვავებამ 124 ათასი ხმა შეადგინა, რაც ჯამურ შედეგს 3.2%-ით შეცვლიდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები