გარი ვაინერჩუკი — ადამიანი, რომელმაც ყველაზე მაღალი შენობა ააგო
ფოტო: Entrepreneur
"ყველაზე მაღალი შენობის აგების ორი გზა არსებობს — უბრალოდ ყველაზე მაღალი შენობის აგება და მეორე — მომცრო ნაგებობის აღმართვა და დარჩენილი დროის უფრო მაღალი შენობების ნგრევაზე გაფლანგვა", — გარი ვაინერჩუკისთვის მეორე ხერხი არასდროს ყოფილა მოქმედების გზა. სოციალური მედიის მაგნატი, ინტერნეტ პერსონა თუ ანტრეპრენერი, მისი საქმიანობის აღწერისთვის ხშირად გამოიყენება, თუმცა თავს ანტრეპრენერს უწოდებს. ვაინერჩუკი მართლაც არის ადამიანი, რომელიც ახალ ბიზნესებს უყრის საფუძველს და მათ მცირე დროში ყველაზე მაღალშემოსავლიან ორგანიზაციებად გარდაქმნის, როგორც ამბობს ეს მისი ჰობია.
ყველაფერი 1996 წელს დაიწყო, როდესაც ოჯახური ღვინის ბიზნესისთვის ამერიკაში ერთ-ერთი პირველი ონლაინ მაღაზია შექმნა — winelibrary.com. 3 მილიონიანი ბიზნესის კაპიტალი სულ რაღაც 5 წელში 60 მილიონამდე გაიზარდა.
ყველაზე მაღალი შენობის აგება საქმის სიყვარულმა და თავდაუზოგავმა შრომამ გახადა შესაძლებელი. როგორც თვითონ აღნიშნავს კოლეჯის დამთავრების წამიდან არ ახსოვს მომენტი, როდესაც ოპერაციების სპეციალისტი არ ყოფილა — "მე ვარ ბავშვი, რომელმაც კოლეჯის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო. ღამის 6 საათზე ღვინის ბიბლიოთეკაში შევაბიჯე, 2 საათი ვიმუშავე, სახლში წავედი და სწორედ იმ მომენტიდან ამ წამამდე არასდროს ვყოფილვარ ვინმე სხვა, გარდა უფროსი ოპერაციების სპეციალისტისა".
ღვინის ბიბლიოთეკის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია აღარ აკმაყოფილებდა, სიახლეს ეძებდა და "როგორც კი 1%-იანი უკმაყოფილება იგრძნო" ცვლილებებისთვის განეწყო. 2006 წელს, იუთუბ ვიდეოების სერია წამოიწყო სახელწოდებით WineLibraryTV, რაც 2005 წელს დაარსებული იუთუბისთვის სიახლე იყო. 5 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ახალ ვიდეოს სთავაზობდა მიმდევრებს.
ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში გარი ვაინერჩუკი ჯიბიდან ტელეფონს ამოიღებს და ხალხს მიმართავს — ჩვენ რევოლუციის მომსწრენი ვართ. ეს, ჩემო მეგობრებო, სწორედ ეს არის ტელევიზორი”. რევოლუციას სხვებზე უკეთ აუწყო ფეხი და 2009 წელს, ძმასთან ერთად ყველაზე მაღალი ნაგებობის შენება დაიწყო — VaynerMedia ციფრული მომსახურების სააგენტოა, რომელიც დღევანდელი დღის მოთხოვნებს საუკეთესოდ პასუხობს. ორგანიზაციამ რამდენიმე წელში შეძლო 200 მილიონიანი ბრუნვისთვის მიეღწია და 800 თანამშრომლით შემდგარ სარეკლამო გიგანტად ქცეულიყო.
VaynerMedia-ს საქმიანობის სფერო ციფრული რეკლამის ფარგლებს გასცდა და მედია საქმიანობაც მოიცვა — ქალთა ჟურნალი და ცხოვრების სტილის ბრენდი კაცებისთვის.
კაცი, რომელმაც საკუთარი თავისგან ბრენდი შექმნა 5 საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნის ავტორია, რომელთა შორის პირველი — შეძელი! რატომ არის საუკეთესო დრო შენს მისწრაფებაში ფულის დაბანდებისთვის იყო. თვითონ ყოველთვის ამას ცდილობს, საკუთარი მისწრაფებებს ბიზნეს იდეებად გარდაქმნის, ასე შეიქმნა ბიზნეს რჩევების შოუ #ჰკითხეგარივის, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატის არის. შემდეგი ნაბიჯი DailyVee იყო, ვლოგების სერია, რომელშიც ვაინერჩუკი მიმდევრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან საკუთარ ცხოვრებას ჰყვება.
2008 წელს, საჯარო გამოსვლისას ორი საკვანძო სიტყვა გამოყო მოთმინება და ვნება, ორი უმთავრესი ტერმინი, რომელიც ყველაზე მაღალი ნაგებობის საძირკველი შეიძლება გახდეს და ბოლოს ყველაზე მთავარი რჩევა, რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებთ "შეწყვიტეთ იმის კეთება, რაც გძულთ!"
გარი ვაინერჩუკისთვის კითხვების დასმას თიბისის ბიზნეს ფორუმზე დარეგისტრირებით შეძლებთ. ბიზნეს ფორუმი 19 ნოემბერს 15:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათიდან ვაინერჩუკის კითხვა-პასუხის სესია შედგება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები