გიორგი პაპავა: კომიკურია, რომ სესხების გალარება ეკონომიკის სწრაფ ზრდად საღდება
ფოტო: GDS / კადრი ვიდეოდან
ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ტელეკომპანია კავკასიას ეთერში მთავრობის მიერ ამოქმედებული საბანკო სესხების გალარების პროგრამა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ცვლილება ეკონომიკური ზრდისა და ლარის გამყარებისკენ არაა მიმართული:
"იმ სიტუაციაში, როდესაც ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურებულია და არ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა რაღაცები მოიგონეს, რომ შეაჩერონ ლარის გაუფასურება და წაახალისონ ეკონომიკური ზრდა, გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების ზრდით. კომიკურია, რომ ეს ცვლილებები საღდება, როგორც ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი. ამას არაფერი საერთო არ აქვს ეკონომიკურ ზრდასთან.
ამ ცვლილებით [სესხების გალარებით] რასაც მიაღწევს, იქნება 27 ათასით ნაკლები მსესხებელი, ვისაც სავალუტო რისკი ექნება. ეს ფინანსურ სტაბილურობაზე მოკლევადიან პერიოდში დადებით გავლენას მოახდენს, უხეშად რომ ვთქვათ, ისინი აღარ ინერვიულებენ და უფრო ადვილად შეძლებენ სესხის დაფარვას და აღარ იქნებიან ფინანსური რისკის ქვეშ".
პაპავა აქცენტს აკეთებს იმ ადამიანების მდგომარეობაზეც, ვისაც მომავალში განსხვავებულ პირობებში მოუწევს სესხის აღება:
"თუმცა, ყველა ის ადამიანი, ვისაც აქამდე შეეძლო თეორიულად უკეთეს პირობებში სესხის აღება, ვიდრე ახლა შეძლებს, მათი მდგომარეობა იქნება ამ ცვლილებით გამოწვეული.
ვიღაცა სესხს რომ ვეღარ აიღებს, რადგან ლარში საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი ექნება და დოლარში სესხის აღებასთან წვდომა აღარ ექნება, ესაა ამ რეფორმის ფასი. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რომ თანხებს ვეღარ მოიძიებს, რომ თავისი საქმიანობა გააგრძელოს, ესაა რეალური ფასი ამ ცვლილების".
მთავრობამ სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო. კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. რაც შეეხება კურსს, სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2,7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2,5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
აღნიშნულ სუბსიდიაზე საუბრისას, რომელიც 65 მილიონ ლარს შეადგენს, პაპავა დასძენს, რომ ამ ხარჯის გაცემა ქვეყნისთვის მასშტაბური სარგებლის მომტანი არ იქნება.
სესხების გალარება ნებაყოფლობითი და ერთჯერადი პროექტია, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები