ბაქრაძის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამ ვიზიტით აშშ-მ თქვა, რომ ჩვენთან არიან
ფოტო: პრემიერმინისტრის პრესსამსახური
"საქართველოს ამერიკა დაუდგა გვერდით ამ ვიზიტით და თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთად და ჩვენ ამ განვითარებების ფონზე ვაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას", — ასე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის ფონზე, ცალსახაა, რომ საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის უზრუნველყოფაში.
"ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები ცალსახად ჩანს, რომ უკავშირდება საქართველოს როლს, რომელიც შეუძლია მან ითამაშოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. აშშ-სთვის ჩვენ ვართ მტკიცე, ერთგული პარტნიორი სწორედ კავკასიის რეგიონში, სადაც განვითარებული მოვლენებიდან მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი სტაბილური განვითარებისთვის", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ის თბილისში 24 საათზე ნაკლები იყო და უკვე წავიდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა. ასევე, პომპეო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ცნობილია, რომ NGO-ებთან საუბრის ძირითადი თემა სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო.
შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ პომპეომ თავისი წარმომადგენელი დატოვა, რომელიც ოპოზიციის წევრებს შეხვდა.
პომპეოს ვიზიტს წინ უძღოდა ყარაბაღის საკითხზე სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმება, რის შემდეგაც ყარაბაღში რუსული ჯარები შევიდა.
გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე:
- არჩევნები, დარღვევები, რეფორმები და ბოიკოტი — პომპეოს ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი
- სასამართლო სისტემა, ე.წ. კლანი და ბიძინა ივანიშვილი — რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები მაიკ პომპეოს
- ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია — აშშ-ის საელჩო პომპეოსა და NGO-ების შეხვედრაზე
- პომპეომ და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით — საელჩო
- გახარიასთან შეხვედრისას პომპეომ ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა — საელჩო
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები