გამოცემის პირველივე დღეს ბარაკ ობამას წიგნის 887 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა
ფოტო: AFP Photo
გამოცემის პირველივე დღეს, მხოლოდ 24 საათში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, მემუარები — აღთქმული მიწა — 887 000-იანი ტირაჟით გაიყიდა. გამომცემლის, Penguin Random House-ის ცნობით, რიცხვი ასევე მოიცავს წინასწარ შეკვეთილ ეგზემპლარებსა და სხვადასხვა ფორმატის გამოცემას აშშ-სა და კანადაში.
"მოხარულნი ვართ, გაცნობოთ პირველი დღის გაყიდვები", — ამბობს დევიდ დრეიკი, გამომცემლობის იმპრინტის, Crown-ის, წარმომადგენელი, — "რიცხვი იმ უზარმაზარ აღტაცებას ასახავს, რომელიც მკითხველებს პრეზიდენტ ობამას გამორჩეულად დაწერილი წიგნის მიმართ აქვთ".
წიგნი N1 ბესტსელერად იქცა ონლაინმაღაზია Amazon-ისა და წიგნების უდიდესი მაღაზია Barnes & Noble-ის გვერდებზეც. ამ უკანასკნელის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, გამოცემის პირველ დღეს მაღაზიათა ქსელში 50 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და ფიქრობენ, რომ 10 დღის განმავლობაში რიცხვი ნახევარ მილიონსაც კი გადააჭარბებს.
ფოტო: Mark Hertzberg / ZUMA Wire / REX / Shutterstock
აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი რეკორდულია გამომცემლობისთვის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ობამას წიგნი ყოფილი პრეზიდენტების მიერ თანამედროვე ხანაში დაწერილი წიგნებიდან ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი იქნება.
შედარებისთვის, ბილ კლინტონის დაწერილი ჩემი ცხოვრება, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოცემის პირველ დღეს 4000-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა, ჯორჯ ბუშის გადამწყვეტი წერტილები კი, დაახლოებით, 220-ათასიანით. ამ დრომდე გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა პირველი მათგანისთვის 3,5 მილიონია, მეორესთვის კი 4 მილიონი.
მიუხედავად რეკორდების მუდმივი ცვალებადობისა, პირველ დღეს გაყიდული წიგნების რაოდენობით ჯოან როულინგი კვლავ პირველია — ჰარი პოტერის მეშვიდე, დასკვნითი ნაწილი, რომელიც 2007 წელს გამოიცა, პირველი 24 საათის განმავლობაში 8-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
ობამას 768-გვერდიანი წიგნი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი კვირის თავზე გამოიცა და იგი აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მმართველობისას განხორციელებულ ისეთ საკვანძო საქმეებს შეეხება, როგორიც, მაგალითად, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ობამას განცხადებით, თავად არ დაუგეგმავს წიგნის გამოცემის არჩევნებისთვის დამთხვევა, იგი საკუთარ ტექსტში ტრამპზეც თამამად საუბრობს.
წინასიტყვაობაში, რომელიც 2020 წლის აგვისტოში დაიწერა, ობამა ამბობს, რომ "წიგნი მოცულობაში იმატებდა, რადგან აღმოაჩინა, რომ მეტი სიტყვა იყო საჭირო". ასევე, მისი თქმით, ისეთ პირობებში მოუწია, მუშაობა, რასაც არ ელოდა — ჯერ კორონავირუსის პანდემია, შემდეგ კი მოძრაობა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია". მისი თქმით, წლეულს აშშ-ის დემოკრატია "ბეწვის ხიდზე გადის".
ფოტო: CNN
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, რომელიც ქვეყანას 2009 წლიდან 2017 წლამდე მართავდა, გაპრეზიდენტებამდე გამოცემული აქვს ორი ბესტსელერი — მამაჩემის ოცნებანი (1995) და იმედის კადნიერება (2006).
აღსანიშნავია, რომ მემუარები დაწერილი აქვს ობამას ცოლს და აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამასაც. 2018 წელს გამოცემული Becoming, გამოცემის პირველ დღეს 725-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა, დღესდღეობით კი 2 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნს მალე ვიხილავთ ქართულადაც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები