მაკდონალდსის კორპორაციამ პრესტიჟული ჯილდო საქართველოს ფილიალის დირექტორს გადასცა
ფოტო: McDonald's
მსოფლიო სარესტორნო ინდუსტრიაში საქართველომ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მაკდონალდსის კორპორაციამ დაასახელა მსოფლიოს მასშტაბით სარესტორნო ქსელების გამარჯვებული მენეჯერები და მათ პრესტიჟული ჯილდო — Ray Kroc Awards (რეი კროკის ჯილდო) გადასცა. აღნიშნული ჯილდო მაკდონალდისის რესტორნების იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტურ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე, ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. მაკდონალდსის ფილოსოფია დირექტორების წახალისება და ბიზნესში მათი როლის ხაზგასმაა. გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით მაკდონალდსის 36 000-ზე მეტი რესტორნის მენეჯერების მხოლოდ 1%-ს შეადგენენ.
რეი კროკის ჯილდოს მფლობელები, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, მაკდონალდსის ქართველი დირექტორები ხდებიან. წელს, მსოფლიოს მასშტაბით დასახელებულ 360 გამარჯვებულს შორის, თბილისის მაკდონალდსის, ვაკის ფილიალის დირექტორი, 28 წლის ბესო მეფარიძე მოხვდა.
"ეს ჯილდო არის იმ შრომის აღიარება, რაც, როგორც საკუთარი თავის პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის, ასევე კომპანიის წინსვლისთვის მაქვს გაწეული. ეს არის ჩემთვის უდიდესი მოტივაცია, არ გავჩერდე და უკეთეს შედეგებს მივაღწიო", — ამბობს ბესო მეფარიძე.
ფოტო: McDonald's
ბესომ მაკდონალდსში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. პირველი კურსის სტუდენტს სწავლისა და დასაქმების შეთავსება სურდა და ამის პირობები შრომით ბაზარზე მაკდონალდსმა შესთავაზა:
"მაშინ ჯერ მხოლოდ სამი ფილიალი იყო და ერთ-ერთში მოვიკითხე ვაკანსია. ძალიან მალევე დავსაქმდი, როგორც გუნდის რიგითი წევრი. სამ თვეში ინსტრუქტორის პოზიციაზე გადამიყვანეს — ახალბედა თანამშრომლებს ვასწავლიდი მაკდონალდსში მუშაობის პრინციპებს, მომდევნო ექვს თვეში უკვე სადგურის მენეჯერი გავხდი. ჩემი სამსახურეობრივ პოზიციებზე დაწინაურება სწრაფად ხდებოდა — ბოლო რამდენიმე წელში, რიგითი თანამშრომლიდან ფილიალის მენეჯერის ასისტენტობამდე მივაღწიე. დღეს კი, ვაკის ფილიალის დირექტორი ვარ და 80-მდე თანამშრომელს ვკურირებ", — გვიყვება ბესო მეფარიძე.
მაკდონალდსი ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. ასევე, ინტენსიური ტრენინგებისა და ცოდნის გადაცემის გზით, თითოეულ დასაქმებულს ეხმარება, შეიძინოს ყოველდღიური მუშაობის უნარ-ჩვევები თანამედროვე სამუშაო სივრცეში. ეს მათ კარიერულ ზრდასა და წინსვლაში უწყობს ხელს.
"მაკდონალდსში სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდა მივედი და ახლა, 28 წლის ასაკში, საერთაშორისო დონის მენეჯერის ცოდნა და უნარები მაქვს. გარდა პროფესიული ცოდნისა, პიროვნული ზრდის ყველანაირი შესაძლებლობა მომეცა და თუ დღეს შემდგარი და რეალიზებული ადამიანი ვარ, ეს არის დამსახურება იმ კომპანიის, რომლებსაც თანამშრომლების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები აქვს და ასევე იმ ადამიანების, ვის გარმოცვაშიც ეს წლები გავატარე", — აცხადებს ბესო.
აღსანიშნავია, რომ რეი კროკის ჯილდო 2018 წელს იმ დროისათვის მაკდონალდსის გლდანის ფილიალის, ახლა კი დიღმის ფილიალის დირექტორმა, სალომე კალაძემ მოიპოვა.
ფოტო: McDonald's
"მაკდონალდსის ძირითადი მოტივია, თანაბრად იზრუნოს ყველა თანამშრომლის განვითარებაზე. მაკდონალდსის კორპორაციის თითოეულ თანამშრომელს აქვს კარიერულ კიბეზე დაწინაურების შესაძლებლობა. კომპანია მუდმივად ზრუნავს, რომ თითოეულ დასაქმებულს ქონდეს სიახლის სწავლისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა და სხვადასხვა ტიპის წახალისება. ასევე, მოქნილი სამუშაო განრიგი, რაც ხელს უწყობს თანამშრომლის სწავლის, პირადი ცხოვრებისა და დასაქმების შეთავსებას", — ამბობს სალომე კალაძე.
ფოტო: McDonald's
რეი კროკის სახელობითი ჯილდო 1994 წელს დაფუძნდა. ყოველწლიურად, Global Ray Kroc Awards აღნიშნავს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების მენეჯერების ათეულებში დაჯილდოების ცერემონიას. როგორც აღინიშნა, ჯილდოს მიზანია აღიაროს მაკდონალდსის დირექტორების როლი მომხმარებლებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდების, სტუმართა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნებისა და დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნისა და განვითარების კუთხით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები