ბორჯომში რომპეტროლის ფლაგმანი სადგური გაიხსნა
ფოტო: რომპეტროლი
რომპეტროლ საქართველო ქსელის მასშტაბურ გაფართოებას განაგრძობს — ახალი სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველი ფლაგმანი ავტოგასამართი სადგური გახსნა.
რომპეტროლის ახალი სადგური ბორჯომის შესასვლელში, ვაშლოვანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. საზეიმო ცერემონიას რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი, კომპანიის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფოტო: რომპეტროლი
"კომპანია წარმატებით მიყვება KMG International–ის 5-წლიან სტრატეგიას, რაც საცალო ბაზარზე ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და განვითარებას გულისხმობს. Covid-19-სგან გამოწვეული საყოველთაო კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევძელით არამხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებელთა დაცვა, არამედ გავაგრძელეთ ინვესტირებაც, რაც ცხადია, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. წელს საქართველოში ექვსი ახალი ბენზინგასამართი სადგური გავხსენით და უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი სადგურის გახსნას ვგეგმავთ", — განაცხადა კომპანიის გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.
ფოტო: რომპეტროლი
მიმდინარე წელს რომპეტროლ საქართველოს გახსნილ ახალ სადგურებში, ჯამში 65 ადამიანი, კონკრეტულად ბორჯომის სადგურზე კი 11 ადამიანი დასაქმდა. ახალი ობიექტები აღიჭურვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, TOKHEIM-ის გამშვები სისტემით, რომელიც ცნობილია თავისი დოზირების სიზუსტით და მაღალი ხარისხის კომპლექტაციით. ბენზინგასამართი სადგური ტექნიკური და უსაფრთხოების დაცვის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
"ბორჯომის სადგურის გახსნა ჩვენი მომხმარებლების დიდი სურვილიც იყო და მოხარულები ვართ რომ მათი თხოვნის შესრულება შევძელით. კომპანია მუდმივად მუშაობს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები და მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს. ეს იქნება კომპანიის პირველი ფლაგმანი სადგური, სადაც მოგვიანებით გაიხსნება მარკეტი, კაფე და მოსასვენებელი ტერასა", — აცხადებს რომპეტროლის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეონა შალამბერიძე.
რომპეტროლ საქართველომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60 000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. თანამშრომლებზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში კი სამუშაო ადგილი და ანაზღაურება ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა.
მომავალ წელს კომპანია კვლავ გააგრძელებს მისი ახალი სტრატეგიით ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და სადგურების ძვირადღირებული განახლების პროექტის განხორციელებას. რომპეტროლი საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადასახადების გადამხდელი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 800 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები