გალდავა: რატომ არ იყენებს მთავრობა თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტლებს?
ფოტო: ლელო
ლელოს ლიდერებმა ლანა გალდავამ და ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართეს და ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს. პარტიაში აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია საველე ჰოსპიტლების მოწყობა, რათა ქვეყანაში გართულებული სიტუაცია ადვილად სამართავი გახდეს.
ლანა გალდავას თმით, სახელმწიფო უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, მათ შორის, იმ საველე ჰოსპიტლებს, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ დასაწყობებულია თავდაცვის სამინისტროში.
"ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ლელო საქართველოსთვის და საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები შემდეგი მიმართულებებით:
- საერთო პროფილის საავადმყოფოების განსატვირთად და სხვა პაციენტების დაავადებისგან დასაცავად, რატომ არ გამოიყენება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგი პერიოდიდან არსებული და სხვა წლებში შევსებული უმაღლესი ხარისხის საველე ჰოსპიტლები დამატებითი სპეციალური სივრცეებით, სადაც დეზინფექციას გაივლიან საველე ჰოსპიტლებში მყოფ დაავადებულებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები;
- კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლაში რატომ არ არიან ჩართულები სამხედრო ექიმები, სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი;
- საჭიროებისამებრ, რატომ არ გამოიყენება ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების რესურსი.
ასევე, ვითხოვთ განმარტებას, რატომ არ იქნა მოწვეული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც მოახდენდა პანდემიის და მისგან გამოწვეული ზიანის შეფასებას, ანალიზს და პროგნოზირებას, რაც სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია. კრიზისული ვითარების ეფექტურად მართვის მიზნით, რატომ არ ფუნქციონირებს ეროვნული სიტუაციური ოთახი?
რაც შეეხება მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ის არის აღმასრულებელი საქმიანობის რგოლი, ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კი საჭიროებს პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლების მქონე უწყებების ჩართულობას", — აცხადებს ლანა გალდავა.
ლელოს ჯანდაცვის ჯგუფის წევრის, ვატო სურგულაძის თქმით, საველე ჰოსპიტალი, რომლის გახსნაზეც ერთი თვეა საუბარი მიმდინარეობს, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო უკვე გახსნილი უნდა იყოს და პაციენტებს იღებდეს.
"ერთი თვეა დგას საკითხი გაიშალოს თუ არა საველე ჰოსპიტლები. სამწუხაროდ გვაქვს ის დრო და ვითარება, რომ აუცილებლად უნდა გაიშალოს საველე ჰოსპიტლები. ამის გეგმა, თუ სად, როგორ და რამდენ საწოლზე გაიშლება უკვე დაწერილი უნდა იყოს. შესაძლებელია სამხედრო ჰოსპიტალის გაკეთება, ან შეძენაც, ჩვენი მეზობელი თურქეთიდან რომელიც პრობლემა არ არის. როდესაც საუბრობენ რომ საწოლი ადგილები არ გვყოფნის არ მესმის, რადგან მისი მართვა პრაქტიკულად არ ხდება. სამინისტრომ უნდა იცოდეს სად და როდის განთავისუფლდება ადგილები, რომ ნაკადები მართოს. ეს კი არ ხდება. სიტუაცია მიდის იქითკენ, რომ საველე ჰოსპიტლების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება არსებული სიტუაციის მართვა ისე, რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის ზარალი, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანების სიცოცხლით გამოწვეული დანაკარგი", — განაცხადა სურგულაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები