არის ეჭვი, რომ I და II ინსტანციებში მოსამართლეთა გადაადგილებები არჩევნებთანაა დაკავშირებული — GDI-ს კვლევა
ფოტო: everything possible / Shutterstock
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა გადაადგილებები არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელდა პალატების, კოლეგიების, ვიწრო სპეციალიზაციების ისეთი მოსამართლეებით დასაკომპლექტებლად, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ მიკერძოებულ გადაწყვეტილებას.
GDI-ში აცხადებენ, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში, პალატებსა თუ ვიწრო სპეციალიზაციებში გადავიდნენ წარმოადგენენ ან დაკავშირებული არიან სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან. ორგანიზაციაში, ასევე, აღნიშნავენ, რომ მათი უმრავლესობის სამოსამართლეო კარიერა მრავალ გახმაურებულ საქმეს ითვლის, მათ შორის, 3 წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეებიც არიან, რომელთა დამოუკიდებლობის ხარისხი გარკვეული თვალსაზრისით ნაკლები შეიძლება იყოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან შედარებით.
GDI-ს კვლევა მიზნად ისახავს 2019-2020 წლებში, წინასაარჩევნოდ, პირველ და მეორე ინსტანციისსასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში, კოლეგიებსა და საარჩევნო დავების ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების გადაადგილებაზე დაკვირვებასა და მათი მოძრაობის ტენდენციების გამოვლენას. მათივე თქმით, კვლევაში ყურადღება გამახვილებულია პირველი ინსტანციის სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა მორიგეობის სიის შედგენისა და მისი შემადგენლობის საკითხზეც. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ სასამართლოში არ არის განსაზღვრული სპეციალიზაციები, ასეთ სასამართლოებში მოსამართლეთა გადაადგილებას მოცემული კვლევა არ მოიცავს.
კვლევის მიხედვით, უკონკურსოდ მოსამართლეთა გადაადგილება სასამართლოებში, პალატებში, კოლეგიებში განსაკუთრებით 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით იყო გახშირებული. ორგანიზაციის თქმით, ეს პროცესი არჩევნებამდე 3 თვით ადრე დასრულდა, რაც ეჭვს აჩენს, რომ ამ პერიოდში მოსამართლეთა გადაადგილება, შესაძლოა, სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდა. მათივე თქმით, ეს პროცესი 1 წლით ადრე, შესაძლოა, "კვალის დაფარვის" მიზნით დაიწყო, რათა შემდგომში მოსამართლეთა გადაადგილების დაკავშირება არჩევნების პერიოდთან მაქსიმალურად აერიდებინათ.
GDI-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ უკონკურსოდ მოსამართლეთა გადაადგილებები ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში, კოლეგიებში 3 ყველაზე სტრატეგიულ და გადატვირთულ სასამართლოში შეინიშნებოდა, კერძოდ, თბილისის და ქუთაისი სააპელაციო სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორგანიზაციის თქმით, ამ გადაადგილების რეალური მიზეზი, მაღალი ალბათობით, სწორედ არჩევნებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან ყველაზე მეტი საარჩევნო დავა, როგორც წესი, ძირითადად ამ სასამართლოებში შედის, შესაბამისად მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისათვის მნიშვნელოვანი იყო ამ სასამართლოებში ლოიალური მოსამართლეების გადაყვანა.
ორგანიზაციის განცხადებით, იმ მოსამართლეთა უმრავლესობა, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში/კოლეგიებშუ გადავიდნენ, სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული პირები არიან, გარდა ამისა თითქმის ყველა მათგანის სახელი გახმაურებელ საქმეებს უკავშირდება, რაც არჩევნების კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები