სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცესს შესაძლოა ნახევარი წელი დასჭირდეს
ფოტო: AP Photo / Maxim Chernavsky
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს სამშობლოში დაბრუნების შესახებ დოკუმენტები სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურისგან უკვე მიიღო, თუმცა როგორც მისი ადვოკატი აღნიშნავს, სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურას შეიძლება ნახევარი წელი დასჭირდეს. რაც შეეხება უკრაინაში გასამართლებულ რუს სამხედროებს, მათ რუსეთს მას შემდეგ გადასცემენ, რაც ისინი ამაზე თანხმობას განაცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.
- სავჩენკოს ადვოკატი: უკრაინა არ არის ვალდებული სავჩენკოს განაჩენი აღასრულოს
- სავჩენკოს უკრაინის მხარისთვის გადაცემის პროცესი დაწყებულია
- პუტინი და პოროშენკო სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნებაზე შეთანხმდნენ
- უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს სავჩენკოს გათავისუფლების სანაცვლოდ სამხედრო ტყვეს სთავაზობს
- უკრაინაში დაკავებულ რუს სამხედროებს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
თუ რა ბედი ეწევა ნადეჟა სავჩენკოს მას შემდეგ, რაც რუსეთი მას უკრაინას გადასცემს, ამის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს მისი ადვოკატები, ნიკოლაი პოლოზოვი და მარკ ფეიგინი პასუხობენ.
ნიკოლაი პოლოზოვმა განმარტა, რომ 1993 წელს მსჯავრდებულების გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული კონვენციის თანახმად, უკრაინამ სავჩენკოს განაჩენი უნდა აღიაროს და სასჯელის აღსრულების გარანტია უნდა გასცეს. თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სავჩენკო რუსეთ-უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, უკრაინას უფლება არ ექნება სავჩენკო პატიმრობაში ჰყავდეს, რადგან ის მის, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატის იმუნიტეტს, აღიარებს (რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ იმუნიტეტს არ ცნობს, Ukrinform).
მისი თქმით, სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცესის პოტენციური საფრთხე მხოლოდ მის ხანგრძლივობაშია. პოლოზოვის განმარტებით, პროცედურების რომელიმე ეტაპზე დროში გაწელვის შემთხვევაში, სავჩენკო შიმშილობის გამოცხადების უფლებას იტოვებს იმისთვის, რომ როგორც რუსი, ისე უკრაინელი ჩინოვნიკების მუშაობა დააჩქაროს:
"დაცვის მხარე ასეთი სცენარის განვითარების წინააღმდეგია. თუმცა, სავჩენკო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. სიტუაციაზე ზემოქმედების ეს ერთადერთი გზა მის პირობებში შედის".
აღნიშნულთან დაკავშირებით Kommersant-ის ჟურნალისტი სავჩენკოს მეორე ადვოკატს, მარკ ფეიგინსაც ესაუბრა და შეახსენა, რომ რუსეთი სავჩენკოს გაცვლაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ უკრაინელი მფრინავი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სასჯელს მოიხდიდა, რაზეც ფეიგინმა უპასუხა:
"განა არ იცის რუსეთმა, რომ სავჩენკო დეპუტატი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატი და უკრაინის გმირია? თუ წარმოგიდგენიათ ასეთი ადამიანის მიერ სასჯელის მოხდა? მითუმეტეს, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ყველა უკრაინაში დარწმუნებულია, რომ ის უდანაშაულოა, რაზეც მეტყველებს სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებიც. თუმცა, გადაწყვეტილება არის ისეთი, როგორიც არის. ამიტომ, უკრაინა, ასეთ გარანტიებს სუფთა ნამუსით იძლევა, ხოლო რა მოხდება შემდეგ, ეს პროცესუალური საკითხია".
ფეიგინის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იძლევა იმის გარანტიას, რომ სამშობლოში სავჩენკო სასჯელს მოიხდის, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თუნდაც იმიტომ, რომ სავჩენკოს ზემოაღნიშნული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატის იმუნიტეტი აქვს.
გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, სავჩენკოს როგორც ამნისტირება, ისე შეწყალება შეუძლია, რაც სავსებით კანონიერი ქმედება იქნება და ამის შესახებ რუსეთს არ შეიძლება პრეტენზიები ჰქონდეს.
რუსულმა მხარემ ნადეჟდა სავჩენკო 2014 წელს წელს დააკავა და ბრალად რუსი ჟურნალისტების, იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოსინის, მკვლელობა დასდო. ამ დროის განმავლობაში სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მის ირგვლივ განვითარებული პროცესებს პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი განმარტებით, 2014 წლის ივნისში აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ შეიპყრეს, რაც რუსი ჟურნალისტები უკვე დახოცილები იყვნენ.
რუსულმა მხარემ სავჩენკო დამნაშავედ ცნო და 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები