ინდოელი მასწავლებელი უსახლკარო ბავშვებს ხიდის ქვეშ უფასოდ ასწავლის
ფოტო: Ahmer Khan
ინდოეთში უსახლკარო ბავშვებს განათლებასთან ხელმისაწვდომობის უდიდესი პრობლემა აქვთ, თუმცა ვისაც სწავლა სურს, მისთვის 45 წლის რაჯეშ შარმა არსებობს, რომელიც ბავშვებს ხიდის ქვეშ უფასო გაკვეთილებს უტარებს.
მართალია შარმა ვერც სკოლის ატესტატებს გასცემს და ვერც დიპლომებს, თუმცა მისი გაკვეთილები ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც საბაზისო განათლების მიღება სურს.
ინდოელი მამაკაცისთვის ინსპირაცია მისი განვლილი ცხოვრება აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, შარმას თავად მოუწია კოლეჯის მიტოვება ფინანსური პრობლემების გამო. ის ფიქრობს, რომ განათლების მიღება არ უნდა იყოს სოციალურ ფენასა და შემოსავლებზე დამოკიდებული, ამიტომ ცდილობს საკუთარი შრომით დაეხმაროს მათ, ვინც სკოლებში ვერ ახერხებს სიარულს.
რაჯეში გაკვეთილებს ყოველდღე დილის 9 საათიდან 12 საათამდე ატარებს და მეცადინეობებს 200-მდე მიუსაფარი ბავშვი ესწრება. სასწავლო კურიკულუმიც მის მიერ შედგენილია და როგორ თვითონ ამბობს, მხოლოდ იმ საგნებს ასწავლის, რაც ბავშვებს რეალურად გამოადგებათ ცხოვრებაში.
ინგლისური, ინდური ენა, მეცნიერება, მათემატიკა, ისტორია და გეოგრაფია. ეს იმ საგნების ჩამონათვალია, რომელსაც რაჯეში ბავშვებს ყოველდღე უტარებს.
გაკვეთილები ძალიან უშუალო გარემოში ტარდება. მოწაფეები და მასწავლებელი ხიდის ქვეშ იკრიბებიან, გზაზე ჩამოსხდებიან და ასე იწყება გაკვეთილის პროცესი. მათ არ აქვთ არც სპეციალური მერხები და სკამები.
როგორც ჩანს, მთავრობას რაჯეშის სკოლის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია, თუმცა კეთილი ადამიანები შემოწირულობებით ეხმარებიან გმირ მასწავლებელს. ისინი წიგნებს, რვეულებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საჭმელსა და სხვადასხვა ნივთებს ჩუქნიან რაჯეშს, რომელიც მოსწავლეებს ყველაფერს თანაბრად უნაწილებს.
შაბათობით მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ფეხბურთს, კრიკეტს, ბადმინტონს და სხვადასხვა თამაშებს თამაშობენ.
მოსწავლეები აღფრთოვანებულები არიან რაჯეშით და მისი სწავლების მეთოდით, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს ისე გამოხატონ თავიანთი სათქმელი, როგორც მათთვის იქნება კომფორტული.
მაგალითად, 15 წლის მოწაფე აღნიშნავს, რომ მისი მასწავლებელი საშუალებას აძლევს ხატოს ყველაფერი, რაც მოესურვება და სწორედ ამის მიხედვით აფასებს მას.
ბავშვები ყოველდღიურად 2 და მეტ კილომეტრს ფეხით გადიან, რათა რაჯეშის გაკვეთილებს დაესწრონ.
თავად რაჯეში გაკვეთილების შემდეგ თავის სურსათის მაღაზიაში ბრუნდება და 10 საათამდე დაუღლელად მუშაობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში





კომენტარები