5 სერიალი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და ამის გამო ორმაგად საინტერესოა
ხანდახან სერიალებს რეალობისგან გასაქცევად ვუყურებთ: იქ, სადაც დრაკონები დაფრინავენ, ან / და გიკი ბავშვები ალტერნატიული განზომილების საიდუმლოებს იძიებენ, ჩვენი საყოფაცხოვრებო პრობლემები ნამდვილად ვერ მოგვაგნებენ. თუმცა ცხოვრებაში ისეთი მომენტებიც დგება, როცა რაღაც ხელშესახებისა და რეალურის ნახვა გვინდა და ასეთ დროს წარწერა "დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე" გულს სულ სხვანაირად გვიჩქარებს.
დღეს იმ 5 საოცარ ისტორიაზე ვისაუბრებთ, რომელიც 5 საოცარ სერიალს დაედო საფუძვლად:
1. The Act (2019)
ფოტო: Hulu / HBO
The Act დედაშვილის, დი დისა და ჯიპსი როუზ ბლანჩარდის ისტორიას გვიყვება. ერთი შეხედვით, დი დი ბლანჩარდი არაჩვეულებრივი მშობელი იყო: დაუღალავად ზრუნავდა სასიკვდილო დაავადებით შეპყრობილ შვილზე და ცდილობდა, მისთვის არაფერი მოეკლო, თუმცა მას შემდეგ, რაც ის საკუთარმა შვილმა მოკლა, აღმოჩნდა, რომ გოგონა არც არასდროს ყოფილა ავად.
სულ რაღაც 8 ეპიზოდში სერიალის შემქმნელებმა ამ შემზარავი საიდუმლოს ყველა ნიუანსი გვაჩვენეს.
2. When They See Us (2019)
When They See Us ხუთი შავკანიანი მოზარდის ისტორიაა, რომელთაც სასამართლო თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებას ედავება.
ნამდვილი ამბავი კი ასეთია: 1989 წელს, გვიან ღამით, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 28 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას სხეულზე გაუპატიურების კვალი ემჩნეოდა, ხოლო თავის ქალა ორ ადგილას ჰქონდა გატეხილი. ქალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ახერხებდა კომუნიკაციას და საშინელი ღამის შესახებ ვერაფერს იხსენებდა, თუმცა დეტექტივები ამ დროისთვის უკვე მუშაობდნენ საკუთარ ვერსიაზე. მათი აზრით, ეს დანაშაული ხუთმა შავკანიანმა მოზარდმა ჩაიდინა.
შეუნიღბავი რასიზმისა და გულგრილობის გამო პოლიციელებს ნამდვილი საშიში დამნაშავე უყურადღებოდ დარჩათ, ეს საქმე კი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესად იქცა.
სერიალში ნაჩვენებია დონალდ ტრამპის კომენტარიც, სადაც ის სიტყვით გამოსვლის დროს ბიჭების სიკვდილით დასჯაზე საუბრობს.
3. American Crime Story (2016)
რაიან მერფის ეს პროექტი ორი დამოუკიდებელი სეზონისგან შედგება და ორი გახმაურებული მკვლელობის შესახებ გვიყვება. პირველი სეზონი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, ო.ჯეი სიმპსონის შესახებაა, რომელსაც სასამართლო ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაში სდებს ბრალს, მეორე სეზონი კი ჯანი ვერსაჩეს შესახებ გვიამბობს, რომელიც საკუთარი სახლის კიბეებზე მოკლა ენდრიუ ქიუნენენმა. ფიქრობთ, რომელი უკეთესია? მარტივად გეტყვით, რომ ო.ჯეის პროცესი უნდა ნახოთ. ეს იმდენად გახმაურებული საქმე იყო აშშ-ის ისტორიაში, რომ თავის დროზევე იქცა სატელევიზიო შოუდ, წლების შემდეგ კი კარდაშიანების იმპერიის შექმნა განაპირობა (ო.ჯეის ადვოკატი, რობერტ კარდაშიანი ცნობილი კარდაშიანების მამაა).
4. Feud: Bette and Joan (2017)
ფოტო: SILVER SCREEN COLLECTION / GETTY IMAGES / KURT ISWARIENKO / FX
რაიან მერფის კიდევ ერთი მინი დრამა 60-იანების ჰოლივუდში გვამოგზაურებს და ამერიკული კინოს ორი ლეგენდარული ქალის – ბეტი დევისისა და ჯოან კროუფორდის მტრობაზე გვიყვება. დაპირისპირება ჰორორის – What happened to baby Jane გადასაღებ მოედანზე ვითარდებოდა.
რეალურ ცხოვრებაში ამბიციური ვარსკვლავები ყველაფრისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს: მამაკაცისთვის, როლებისთვის და ჯილდოებისთვის, მათი თითქმის კარიკატურული ზიზღი კი ჰოლივუდის მოარულ ლეგენდად იქცა.
5. Chernobyl (2019)
რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი არაფერი იქნებოდა, ჩერნობილის გარეშე. HBO-ს განუმეორებელი სერიალი გასული საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფის, ჩერნობილის ყველა მხარეს გვაჩვენებს: აფეთქებიდან დაწყებული, მისი მიჩქმალვის მცდელობებით დასრულებული. მაყურებელი მოვლენებს სამი პერსპექტივით ეცნობა, პირველი - უშუალოდ სადგურზე მომუშავე ადამიანები, მეორე - სამთავრობო სხდომები და მესამე - მოქალაქის მიერ დანახული ამბავი, რომელსაც სადგურზე მისული მეხანძრის მეუღლის - ლუდმილა იგნატენკოს თვალით ვხედავთ.
არაჩვეულებრივი მსახიობები, საოცარი კადრები და მუსიკა, რომელიც ძვლებში აღწევს (Pun intended) – თუ ეს სერიალი ჯერ კიდევ არ გინახავთ, რას ელოდებით?
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები