უნგრელ ჰომოფობ პოლიტიკოსს 25-კაციან ორგიაზე დასწრების გამო გადადგომა მოუწია
ფოტო: Official Publication
უნგრეთის მმართველი პარტიის წევრმა პოლიტიკოსმა, რომელმაც ევროპარლამენტარის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, განაცხადა, რომ იგი ბრიუსელში მდებარე იმ სახლში იმყოფებოდა წვეულებაზე, სადაც კარანტინის წესების დარღვევის გამო პოლიცია შეიჭრა.
იოჟეფ საიერმა, რომელიც პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ულტრამემარჯვენე პარტიის ერთ-ერთი მთავარი წევრია, პირველ დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მან პოლიციასთან ითანამშრომლა.
განცხადებაში მოხსენიებული წვეულება 27 ნოემბერს იმართებოდა ბრიუსელის ერთ-ერთ შენობაში, სადაც გეი ბარია განთავსებული. ბელგიური მედიაგამოცემების ცნობით, ეს იყო დახურული "სექს-წვეულება", რომელშიც მხოლოდ კაცები, მათ შორის დიპლომატები და ევროპარლამენტარები, მონაწილეობდნენ.
"ვესწრებოდი", — ლაკონიურად აღნიშნავს საიერი განცხადებაში და არ ახსენებს"სექს-წვეულებას".
ასევე პირველ დეკემბერს გამოქვეყნებულ პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამვლელმა კაცი შენიშნა, რომელიც "საწვიმარი მილის გასწვრივ გარბოდა", ხელები კი სისხლიანი ჰქონდა. განცხადების მიხედვით, კაცი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საიერი ყოფილა, სავარაუდოდ, გაქცევისას დაშავდა. ასევე აღნიშნულია, რომ "მის ზურგჩანთაში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს", მოგვიანებით კი, სახლში მიყვანისას მისი იდენტიფიცირება დიპლომატიური პასპორტით მოხდა.
უნგრულ მედიაში გავრცელებული პოლიტიკოსის განცხადება მიუთითებს, რომ 59 წლის საიერმა პოლიციისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო სახლში მიყვანისას. იგი ასევე დასძენს, რომ ნარკოტიკული საშუალებები არ გამოუყენებია, ზურგჩანთაში პოლიციის ნაპოვნ ექსტაზზე კი ამბობს, რომ "არაფერი იცოდა".
საიერის თქმით, იგი შეკრებების შეზღუდვის დარღვევას ნანობს. იგი "არასწორ ნაბიჯს" "უკიდურესად პიროვნულად" აფასებს და იმედოვნებს, რომ იგი არ აისახება წლების განმავლობაში სამშობლოსადმი გაწეული მისი სამსახურის რეპუტაციაზე.
"ჩემგან უპასუხისმგებლო საქციელი იყო", — ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი რეაგირების მისაღებად მზადაა. ამასთან, მას თანამდებობის დატოვებაც მოუწია, მიზეზად კი ყოველდღიური პოლიტიკით მიღებულ "უდიდეს ემოციურ წნეხს" ასახელებს.
"მხარი დაუჭირე ადამიანის უფლებებს", — აქტივისტი ბუდაპეშტის პრაიდზე 2015 წელს.
ფოტო: EPA / BOGLARKA BODNAR
საიერი ევროპარლამენტარის თანამდებობას უნგრეთის ევროკავშირში შესვლის შემდეგ იკავებს. იგი ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატი იყო 2019 წლამდე.
უნგრეთში მმართველი ფიდესის პარტია კი "კონსერვატიულ-ქრისტიანულ" ღირებულებებზე დაფუძნებული კანონპროექტების შექმნას განაგრძობს. წლეულს, მთავრობის მოთხოვნით, ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს დაბადებისას განსაზღვრული სქესის საპირისპიროს დოკუმენტებში მითითება აეკრძალათ, ცოტა ხნის წინ კი იგივე პარტიამ მოითხოვა ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების მიერ შვილის აყვანის აკრძალვა.
ყველაფერ ამისდა მიუხედავად, საიერმა, რომელიც ქორწინებას ქალის და კაცის კავშირად მიიჩნევს, განაცხადა, რომ კვლავ რჩება ორბანის პოლიტიკის მხარდამჭერი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები