აშშ-ში ქალი გეი შვილის შვილის სუროგატი დედა გახდა
ფოტო: Ariel Panowicz PANOWICZ
61 წლის ნებრასკელმა ქალმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა მას შემდეგ, რაც ის თავისი შვილისა და მისი ქმრის სუროგატი გახდა.
სესილ ელეჯმა საკუთარი შვილის, მეთიუ ელეჯის, და მისი ქმრის, ელიოტ დოგერტის, გოგონა 9 თვე მუცლით ატარა და წინა კვირაში გააჩინა.
სესილმა თქვა, რომ წყვილს ეს მაშინ შესთავაზა, როცა მათ პირველად თქვეს, რომ ოჯახის შექმნა სურდათ.
"რა თქმა უნდა, ყველას გაეცინა", — უთხრა სესილმა BBC-ს.
სესილის თქმით, რომელიც მაშინ 59 წლის იყო, მისი შემოთავაზება თავდაპირველად ოჯახში ხუმრობასავით დარჩა და არა — რეალურ გამოსავლად.
"ეს, უბრალოდ, ძალიან ლამაზ სენტიმეტს ჰგავდა მისი მხრიდან. ის ძალიან უანგარო ქალია", — თქვა ელიოტმა.
მაგრამ როდესაც მეთიუმ და ელიოტმა, რომელიც ომაჰაში სესილთან და მის ქმართან ახლოს ცხოვრობენ, ბავშვის ყოლის ვარიანტების განხილვა დაიწყეს, ექიმმა მათ უთხრა, რომ ეს ვარიანტი ნამდვილად განსახილველი იყო.
ფოტო: Ariel Panowicz
სესილს გაესაუბრნენ და ტესტირებები გაუკეთეს, რომელთაგან თითოეულმაც სუროგაციის შესაძლებლობა დაადასტურა.
"საკუთარ ჯანმრთელობაზე ძალიან ვზრუნავ. არავითარი მიზეზი არ არსებობდა იმაში ეჭვის შესატანად, რომ ბავშვის მუცლით ტარება შემიძლია", — თქვა მან.
სპერმის დონორი სესილის შვილი, მეთიუ, გახდა, კვერცხუჯრედის კი — ელიოტის და ლეა.
ელიოტმა, რომელიც პარიკმახერად მუშაობს, თქვა, რომ, მართალია, ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის ხელოვნური განაყოფიერება უკანასკნელი გზაა, მაგრამ მათთვის ეს ბიოლოგიური შვილის ყოლის "ერთადერთი იმედი" იყო.
"ყოველთვის ვიცოდით, რომ უნიკალურები უნდა ვყოფილიყავით და არასტანდარტულად გვეფიქრა", — დაამატა მეთიუმ, რომელიც საჯარო სკოლის მასწავლებელია.
ფოტო: Ariel Panowicz
სესილის თქმით, ფეხმძიმობამ მშვიდად ჩაიარა. თავის სამ შვილზე წინა ორსულობებთან შედარებით ჩვეული სიმპტომები, უბრალოდ, "ცოტათი გაძლიერდა".
მეტიც, მისი ასაკის ყველაზე აშკარა ინდიკატორმა ემბრიონის იმპლანტაციიდან ერთი კვირის შემდეგ იჩინა თავი, როდესაც მეთიუმ და ელიოტმა სახლში ორსულობის ტესტი მოიტანეს, რათა გაეგოთ, რამდენად წარმატებით მიდიოდა პროცესი.
"გვითხრეს, რომ ეს არ გვექნა, მაგრამ ბიჭები ვერ ითმენდნენ", — სიცილით თქვა სესილმა.
სესილმა ტესტს შეხედა და იმედგაცრუებულმა თქვა, რომ პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ როდესაც მეთიუ მის დასამშვიდებლად მივიდა, მან ისეთი რამ შეამჩნია, რაც სესილს არ დაუნახავს: მეორე ვარდისფერი ხაზი ტესტზე, რაც ორსულობას ადასტურებდა.
"ძალიან ბედნიერი მომენტი იყო", — თქვა მეთიუმ და დედამისის ცუდ მხედველობაზე იხუმრა.
"არაფრის დანახვა არ შეუძლია, მაგრამ ბავშვის გაჩენას მოახერხებს", — იხსენებს სესილი მეთიუსა და ელიოტის სიტყვებს.
სესილის თქმით, ორსულობაზე გამოხმაურება დიდწილად დადებითი იყო, რასაც მცირეოდენი "შოკის ფაქტორი" მოყვა, განსაკუთრებით მისი სხვა ორი შვილის, მეთიუს დედმამიშვილების, მხრიდან.
"როცა ყველამ დაინახა დიდი სურათი, მერე მათი მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნობდი", — თქვა მან.
მიუხედავად ამისა, ფეხმძიმობამ ნებრასკაში ლგბტ ოჯახების მიმართ დისკრიმინაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარკერი გამოკვეთა. მართალია, აშშ-ის ამ შტატში ერთისა და იმავე სქესის მქონე წყვილების ქორწინება 2015 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონიერი გახდა, ნებრასკაში არ არის კანონები, რომლებიც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს. 2017 წლამდე შტატში ათწლეულების წინანდელი აკრძალვა არსებობდა ჰომოსექსუალური წყვილებისთვის შვილის აყვანაზე.
სესილმა თქვა, რომ ის წარუმატებლად ებრძოდა თავის სადაზღვევო კომპანიას, რომელიც მის ჯანმრთელობის ხარჯებს დაფარავდა, ბავშვი რომ მისი ყოფილიყო. გარდა ამისა, იმ კანონის მიხედვით, რომელიც ბავშვის გამჩენს დედად ასახელებს, პატარა უმა ლუიზას დაბადების მოწმობაში სესილი და მეთიუ არიან შეყვანილები, ელიოტი კი — არა.
"ეს, უბრალოდ, ერთი პატარა, მიკრომაგალითია იმ რაღაცების, რაც წინაღობებს გვიქმნის", — თქვა მეთიუმ.
მეთიუ მედიაში პირველად ოთხი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც ის სკოლიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სკოლის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ ის და ელიოტი დაქორწინებას აპირებდნენ.
ფოტო: Ariel Panowicz
მეთიუს მიმართ ასეთმა მოპყრობამ მის ახლობლებში პროტესტი გამოიწვია და მშობლებმა და ყოფილმა და იმჟამინდელმა მოსწავლეებმა ონლაინ-პეტიცია შექმნეს, რომელიც "ბატონი ელეჯისა და მომავალი პერსონალის მიმართ სამსახურეობრივი დისკრიმინაციის შეწყვეტას" მოითხოვდა.
პეტიციამ, რომელიც ახლა დასრულებულია, 102 995 მხარდამჭერი მოაგროვა.
სესილის თქმით, მათი ოჯახი, როგორც წესი, პირად საკითხებზე საჯაროდ არასდროს საუბრობს, თუმცა მათ გადაწყვიტეს, ეს ამბავი ხალხისთვის გაეზიარებინათ, რათა დაუპირისპირდნენ ლგბტ ინდივიდებისა და ოჯახების მიმართ "მტრულ" დამოკიდებულებას და აჩვენონ, რომ "იმედი ყოველთვის არსებობს".
"ნელ-ნელა ვსწავლობ, რომ ეს საკუთარ თავზე არ უნდა მივიღო", — ამბობს მეთიუ მის და მისი ოჯახის მიმართ არსებულ უარყოფით გამოხმაურებებზე. "დღის ბოლოს ჩვენ გვყავს ოჯახი, ჩვენ გვყავს მეგობრები და ჩვენ გვყავს უზარმაზარი თემი, რომელიც მხარს გვიჭერს".
ფოტო: Ariel Panowicz
პატარა უმას დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ სესილმა თქვა, რომ ის და მისი შვილიშვილი თავს კარგად გრძნობდნენ.
"ეს პატარა გოგონა იმდენი სითბოთია გარშემოტყმული, ის ძალიან მზრუნველ ოჯახში გაიზრდება. ეს ასე უნდა მომხდარიყო", — თქვა სესილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები