გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ ანტიგენის ტესტებით — სად შეგიძლიათ ტესტის გაკეთება
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ჩაიტარონ ანტიგენის სწრაფი ტესტი. ის განმარტავს, რომ ამ ტესტის ჩატარებისას ნაკლები დაბრკოლებებია და არ არის სავალდებულო ოჯახის ექიმის მიმართვა, თუკი გამოხატულია სიმპტომები. მისივე თქმით, ტესტის ჩატარება შესაძლებელია პოლიკლინიკებსა და სტაციონარულ დაწესებულებებში.
"მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ფართოთ ისარგებლონ ამ შეთავაზებით, მათთვის კიდევ უფრო მეტად გაიოლდება და ხელმისაწვდომი გახდება ტესტირება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვსს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები — ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი ან სხვა იშვიათი სიმპტომები, ყნოსვის და გემონების დაკარგვა და ა.შ. — შეუძლია, რომ დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიკლინიკებს და სხვა სტაციონარულ დაწესებულებებს და ჩაუტარდებათ ტესტირება.
ამ ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მსუბუქდება სამედიცინო დაწესებულებისთვის და მოქალაქისთვის. ანუ სავალდებულო აღარ იქნება ოჯახის ექიმის გადამისამართება. შესაძლოა, ოჯახის ექიმმა გადაამისამართოს, ან თვითდინებით მივიდნენ კლინიკებში", — განაცხადა მან.
გამყრელიძის განმარტებით, თუ ტესტის პასუხი დადებითია, სასურველია ჩატარდეს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, ან ისარგებლონ იმ ე.წ. სამახსოვროთი, რომელსაც ადგილზე გადასცემენ და სადაც განმარტებულია რეკომენდაციები.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ანტიგენის ტესტს მაღალი მგრძნობელობა და სარწმუნო შედეგი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ აქვს, ამიტომ უსიმპტომო პირებისთვის მისი ჩატარება რეკომენდირებული არ არის.
"წინასწარ ისიც ვიცით რა მახასიათებლები აქვს ტესტს, ამიტომ ტესტი ყველაზე მგრნობიარე და სარწმუნო არის სიმპტომიან პირებში. როდესაც ადამიანს სიმპტომი არ აქვს და ინტერესის გამო სურს სწრაფი ანტიგენ ტესტის ჩატარება, რა თქმა უნდა, არ არის ინფორმატიული და ამას არცერთ შემთხვევაში არ ვურჩევთ", — განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ანტიგენის ტესტი ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაში ჩატარდება და აქცენტი იქნება დიდ ქალაქებზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი.
2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებას აფართოებს და ეს ტესტი ჩაუტარდება ყველას, ვინც სტაციონარში მოხვდება, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა კორონავირუსის სიმპტომები. პანდემიის დასაწყისში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამ ტესტებს სკეპტიკურად უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის PCR ტესტით უნდა გადამოწმდეს, რაც არც დროს ზოგავს და არც რესურს. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეათე თვეზე მიდგომა შეიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ანტიგენზე დამყარებული ტესტის შედეგის აღიარებისა და გადამოწმების მეთოდი შეიცვალა და ამიერიდან ამ ტესტის პასუხი საბოლოოდ მიიჩნევა, თუ მას ექიმი არ დააყენებს ეჭვქვეშ. კერძოდ, გამყრელიძე განმარტავს, რომ ანტიგენის ტესტი PCR-ზე მხოლოდ ორ შემთხვევაში გადამოწმდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები