102 წლის ქალმა, რომელიც კიბოს გადაურჩა, უკვე მეორედ დაამარცხა COVID-19
ფოტო: North Westchester Restorative Therapy & Nursing Center
ანჯელინა ფრიდმანი ნამდვილი მებრძოლია.
როცა პატარა იყო, ის 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიას გადაურჩა. ცხოვრების განმავლობაში მან დაამარცხა კიბო, შინაგანი სისხლდენა და სეფსისი. აპრილში მან კორონავირუსსაც მოუღო ბოლო — ვირუსს, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 1,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ახლა 102 წლის ნიუ-იორკის მცხოვრებმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი შვილის, ჯოან მეროლას, თქმით, ის კორონავირუსის მეორე დიაგნოზს გადაურჩა.
"ჩემი უძლეველი დედის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა", — თქვა მეროლამ დედის ხელმეორედ განოჯანმრთელების შემდეგ.
ფრიდმანის პირველი დიაგნოზი მარტში დაისვა, როდესაც ის უმნიშვნელო სამედიცინო პროცედურისთვის იყო საავადმყოფოში. დაბრუნებისას მისი ტესტის პასუხი დადებითი იყო.
იმ დროს მან საავადმყოფოში ერთი კვირა გაატარა, სანამ საკუთარ ოთახში იზოლაციაში დაბრუნდებოდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მას ტემპერატურა ხან მაღალი ჰქონდა, ხან ნორმის ფარგლებში, საბოლოოდ კი, 20 აპრილს, მან ვირუსი დაამარცხა და ტესტის პასუხიც უარყოფითი მოვიდა.
ოქტომბრის მიწურულს მეროლას მოხუცებულთა თავშესაფრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ "მას ისევ დაუდგინდა COVID-19".
"მას სიმპტომები ჰქონდა — სიცხე, მშრალი ხველა. ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა გრიპიც ჰქონოდა", — თქვა მეროლამ.
იქიდან გამომდინარე, რომ თავშესაფრის სულ უფრო და უფრო მეტი თანამშრომელი და რეზიდენტი ხდებოდა ავადა, მეროლამ თქვა, რომ შედარებით ხანდაზმული რეზიდენტები იზოლაციაში გადაიყვანეს. ის ყოველდღიურ განახლებებს იღებდა დედის მდგომარეობის შესახებ, სანამ 17 ნოემბერს არ მიიღო საბოლოო პასუხი — ფრიდმანის ტესტმა უარყოფითი აჩვენა, ანუ მან მეორედ დაამარცხა კორონავირუსი.
ფრიდმანი იზოლაციიდან გამოიყვანეს და თავის ჩვეულ ოთახში დააბრუნეს. მართალია, მას სმენა დიდწილად დაკარგული აქვს, მხედველობა კი — ძალიან გაუარესებული, მაგრამ ის სიცოცხლით მაინც ტკბება.
ფოტო: North Westchester Restorative Therapy & Nursing Center
ფრიდმანის ენთუზიაზმს წინ არაერთი სირთულე უძღოდა.
1918 წელს ანჯელინა იმ გემზე დაიბადა, რომელსაც იმიგრანტები იტალიიდან ნიუ-იორკში გადაჰყავდა. ეს 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიის შუაში ხდებოდა. სავარაუდოდ, ბავშვს გრიპი არ შეხებია.
დედამისი მშობიარობისას გარდაიცვალა, ანჯელინაზე კი მისი ორი და ზრუნავდა, სანამ ნიუ-იორკში, ბრუკლინში, მცხოვრებ მამასთან არ ჩააღწიეს.
მეროლას დედა და მამა კიბოს ერთდროულად ებრძოდნენ, თუმცა მამამისი გარდაიცვალა. ფრიდმანი 11 შვილიდან ერთ-ერთი იყო და ის ერთადერთია, ვინც დღემდე გადარჩა.
ფრიდმანი დღესაც კი გარშემომყოფებისთვის ბედნიერებისა და გართობის წყაროა. მას ძალიან უყვარს ქსოვა და მნახველებისთვის ბევრ სხვადასხვა რამეს ქსოვს ხოლმე. 101-ე იუბილეზე მას დიდი წვუელება მოუწყეს, წინა წელს კი გამოსაშვები საღამოს დედოფალიც გახდა.
"ის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი არ არის, ვინც კოვიდი დაამარცხა, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, ვინც ეს ორჯერ მოახერხა", — თქვა მეროლამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები