გირჩი ცერცვაძის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავს: რატომ არ გამოიყენეთ ინფორმაციის არგადაცემის უფლება?
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
პოლიტიკური პარტია გირჩი უკრაინაში დაკავებული ქართველი ჯარისკაცის გია ცერცვაძის თემაზე განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოთხოვნებით მიმართავს.
გირჩის თქმით, ინტერპოლის წევრი სახელმწიფოები ინფორმაციებს ნებაყოფლობით საფუძველზე ცვლიან, რაც საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისთვის ხელთ არსებული ინფორმაციის სავალდებულო გაცვლას არ ითვალისწინებს.
"ინტერპოლის ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ "ინტერპოლის წევრი სახელმწიფოები ინფორმაციას ცვლიან ინტერპოლის არხების საშუალებით ნებაყოფლობით საფუძველზე", ხოლო შსს-ს მიერ მითითებული ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისთვის ხელთ არსებული ინფორმაციის სავალდებულო გაცვლას არ ითვალისწინებს" - აცხადებს გირჩი.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება, თუმცა, მათი თქმით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.
"ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას" - განგვიცხადეს შსს-ში.
გირჩი ხელისუფლებას მიმართავს, გაატაროს ყველა ზომები, რომ საქართველოს მოქალაქე და ჯარისკაცი გია ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ცერცვაძის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.
გირჩი ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, რომ ყველა მისი ნაბიჯი იყოს საჯარო, რათა საზოგადოებას მიეცეს ხელისუფლების ქმედებებზე თვალყურის დევნების შესაძლებლობა.
გთავაზობთ პარტიის განცხადებას სრულად.
მიმდინარე წლის 22 იანვარს რუსთავი ორის ეთერში გასულ სიუჟეტში "განწირული ჯარისკაცი" საუბარია საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძეზე, რომელიც აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილეა და რომელიც უკანასკნელ ხანებში მოხალისედ იბრძოდა უკრაინაში რუსული მხარის წინააღმდეგ.
სიუჟეტის მიხედვით ირკვევა, რომ ა.წ. 15 იანვარს რუსეთის მხარის მოთხოვნით გია ცერცვაძე უკრაინულმა მხარემ დააკავა ინტერპოლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უკრაინულ სასამართლოს, საქმის მასალებთან ერთად, აღმოაჩნდა გია ცერცვაძის შესახებ არსებული ყველა პასპორტის მონაცემი და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც მხოლოდ ქართულ მხარეს შეიძლება ჰქონოდა.
რუსთავი 2-ის კითხვაზე, როგორ მოხვდა ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სამართალდამცველების ხელში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში წერია, რომ "ინტერპოლის მონაცემთა გაცვლის პროცედურებისა და წესების" თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია ძებნილი პიროვნების შესახებ.
ინტერპოლის ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ "ინტერპოლის წევრი სახელმწიფოები ინფორმაციას ცვლიან ინტერპოლის არხების საშუალებით ნებაყოფლობით საფუძველზე", ხოლო შსს-ს მიერ მითითებული ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისთვის ხელთ არსებული ინფორმაციის სავალდებულო გაცვლას არ ითვალისწინებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით:
- მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება, თუ როდის გადასცა ინფორმაცია რუსულ მხარეს, რუსეთში საქმის აღძვრის მომენტისთვის თუ ინტერპოლის მიერ ძებნის გამოცხადების შემდეგ? თუ ოფიცერი გია ცერცვაძე უკვე იძებნებოდა ინტერპოლის მიერ იმ მომენტისთვის, როდესაც მან გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, მესაზღვრეებს იგი არ უნდა გაეტარებინათ.
- ასევე, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საუბარია აფხაზეთისა და 2008 წლის ომების მონაწილე სამხედრო პირზე, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის დახმარებას უწევდა უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს რუსეთთან ბრძოლაში, ხელისუფლებამ განმარტოს რატომ არ გამოიყენეს ქართულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ინტერპოლის წესების შესაბამისად ინფორმაციის არგადაცემის უფლება?
- მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა არ მოხდეს საქართველოს მოქალაქის გადაცემა რუსეთისთვის, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ყველა ეს ნაბიჯი უნდა იყოს საჯარო, რათა საზოგადოებას მიეცეს ხელისუფლების ქმედებებზე თვალყურის დევნების შესაძლებლობა.
ქართველი ჯარისკაცი, გია ცერცვაძე, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით აფხაზეთის ომში, ასევე 2008 წელს, რუსეთის თავდასხმისას, საქართველოსთვის იბრძოდა, 1 კვირის წინ უკრაინაში დააპატიმრეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსეთიდან უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.
დაკავებულის ოჯახის წევრები ტელეკომპანიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ ქართველი სამხედროს პერსონალური ინფორმაცია რუსეთს შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს, რადგან ჯარისკაცზე ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ხელში იყო.
აღნიშნულ თემაზე რუსთავი 2-თან კომენტირებისას, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ქართველ სამხედროსთვის ამა თუ იმ ომში ბრძოლა ინდულგენციას არ წარმოადგენს და "ასეთი ტიპის" დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის მიმართ მართლმსაჯულება მკაცრი უნდა იყოს, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები