IDFI: გადაწყვეტილებების საჯაროობისთვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჯარო ინტერესს
ფოტო: On.ge
კანონმდებლობა მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს პერსონალური მონაცემების დაცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის ინტერესთან შედარებით, - ამის შესახებ ისაუბრეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით გამართულ დასკვნით პრეზენტაციაზე.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჯარო ინტერესს ზოგიერთი საქმის შემთხვევაში და არ ასაჯაროებს ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, IDFI-ში აღნიშნავენ, რომ სასამართლოები არ გასცემენ ყოფილ მაღალ თანამდებობის პირთა შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს და საერთო სასამართლოებში, სავარაუდოდ, კვლავ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შეთანხმებული შაბლონური ფორმები.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, IDFI-მ შეისწავლა სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებების გაცემის პრაქტიკა.
IDFI კანონისა და დემოკრატიისა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი (კანადა) ტობი მენდელის რეკომენდაციებსაც ავრცელებს საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. უცვლელი სახით გთავაზობთ ტობი მენდელის რეკომენდაციებს:
- დაცვის საგანი არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და არა პერსონალური მონაცემები (ორი სრულიად განსხვავებული მიზანი და მასშტაბი);
- საერთაშორისო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებულია სპეციალური კრიტერიუმები, რომლებიც ამ ორი ინტერესის დაბალანსებას ემსახურება;
- აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები უპირატესობას ანიჭებენ ღიაობის ინტერესს, იმ შემთხვევებში როდესაც აშკარაა, რომ ინფორმაციის გასაჯაროება ხელს შეუწყობს საჯარო დებატების წარმართვას ამა თუ იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე;
- იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო პროცესი არის ღია ან/და სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ თითქმის შეუძლებელია გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის დასაბუთება;
- სასამართლო პროცესები იშვიათად ცხადდება დახურულად მხარეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოტივით (გამონაკლისია მცირეწლოვანთა ინტერესები);
- დაუშვებელია მთლიანი გადაწყვეტილების საიდუმლოდ გამოცხადება - მხოლოდ შესაბამისი ნაწილების (მაგ., ბავშვების შემთხვევაში ინიციალების გამოყენება);
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ინტერესი ვერ ექნებათ კომპანიებს (მათ ეხებათ სხვა, მაგალითად - კომერციული საიდუმლოების დაცვის ინტერესი);
IDFI პროექტს 2016 წლის ივლისიდან ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით. პროგრამა დაფინანსებულია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები