ოპოზიციის წინადადება ხელისუფლებას — ფორმულა სავარაუდო დოკუმენტს ავრცელებს
ფოტო: Element5 Digital / Pexels
ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი დოდკუმენტი წარუდგინა, სადაც 4 პუნქტადაა გაწერილი მოთხოვნები:
- პოლიტიკური პატიმრები
უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს;
- საპარლამენტო არჩევნები
1 ვარიანტი — ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;
2 ვარიანტი — პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით — უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. პასუხის ვარიანტები: დიახ და არა;
იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით;
- საარჩევნო სისტემა
ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით
თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით
- საარჩევნო ადმინისტრაცია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ;
საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები;
საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს 2020 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებით (თავმჯდომარეები იქნებიან გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე). როგორც ალტერნატივა, შეიძლება განხილული იქნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახალხო დამცველის მიერ 5 წევრის ნომინირება;
ცესკო გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც გულისხმობს მინიმუმ 8 წევრის უმრავლესობას;
მკაფიოდ უნდა გაიწეროს ხმების გადათვლის საფუძვლები და წესები. ყველა დაუბალანსებელი ოქმი გადათვლის ავტომატური წინაპირობა უნდა გახდეს, თუ არსებობს დაინტერესებული მხარის მოთხოვნა;
უბნები, რომელშიც აღმოჩნდება, რომ ურნაში მეტი ბიულეტენია, ვიდრე მისული ამომრჩევლების რაოდენობა, ავტომატურად უნდა გადაითვალოს კომისიის მიერ. დისბალანსის დადასტურების შემთხვევაში, უბნების შედეგები უნდა გაუქმდეს და ასეთ უბნებში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები;
ბიულეტენების გატანა საარჩევნო უბნიდან უნდა აიკრძალოს (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა). ბიულეტენს უნდა ჰქონდეს ე.წ. RFID სტიკერი, ხოლო უბნების შესასვლელებში ამავე სტიკერის დეტექტორები, რაც გამორიცხავს, უბანზე საარჩევნო პროცესის დროს ბიულეტენის გამოტანა-შეტანას;
ხმის მიცემა შესაძლებელი უნდა გახდეს მხოლოდ ელექტრო ჩიპიანი პირადობის მოწმობის მეშვეობით. პირადობის მოწმობები უნდა დარიგდეს სახელმწიფოს მიერ უფასოდ, მათ შორის, ემიგრანტებზე;
უნდა დაინერგოს ელექტრონული კენჭისყრის ელემენტები, როგორებიცაა ელექტრონული ხმის მიცემის მანქანების გამოყენება;
უნდა მოხდეს თითის ანაბეჭდების ამოსაცნობი სისტემის გამოყენება ე.წ. კარუსელის გამოსარიცხად;
უნდა აიკრძალოს ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონით შესვლა
კომისიას არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გააძევოს პარტიის წარმომადგენელი უბნიდან. პარტიას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეცვალოს თავისი წარმომადგენელი ნებისმიერ დროს (წარმომადგენლები წინასწარ უნდა იყვნენ ნომინირებული პარტიების მიმართ);
ყველა უბნიდან უნდა ხდებოდეს უწყვეტი პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია. კამერა #1 უნდა იღებდეს უბნის პერიმეტრს; კამერა #2 — საარჩევნო უბანს; კამერა #3 — დათვლის პროცესს. კომისიის წევრები ვალდებული უნდა იყონ თითოეული ბიულეტენი მიუშვირონ კამერას დათვლისას. ბიულეტენების დათვლის უწყვეტ ვიდეოში უნდა ჩანდეს, თუ რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო;
უნდა აიკრძალოს საარჩევნო დღეს საარჩევნო უბნების ირგვლივ ადამიანების შეკრება (მაგალითად, არანაკლებ 100 მეტრის რადიუსით);
გამკაცრდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის წესები და მოვიდეს შესაბამისობაში ეუთო/ოდირის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. საჯარო მოხელეებს აკრძალული უნდა ჰქონდეთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა;
საარჩევნო დავების განხილვის წესი უნდა შეიცვალოს:
ვარიანტი 1. საარჩევნო დავებისთვის იქმნება საგანგებო ნაფიცი მსაჯულების ჯგუფი, რომლებიც ინიშნება პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ (76 ხმა), ოპოზიციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით;
ვარიანტი 2. იქმნება დროებითი საარჩევნო სასამართლოები, რომლებშიც მოსამართლეები ინიშნება სახალხო დამცველის წარდგინებით პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ (76 ხმა), ოპოზიციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები