ქვრივმა წავებმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და უკვე ერთად ცხოვრობენ
ფოტო: Cornish Seal Sanctuary
სექტემბრის მიწურულს ინგლისში მდებარე კორნუელური სელაპების თავშესაფარმა განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი ბინადარი, წავი, სახელად ჰარისი, "თავს დაკარგულად" გრძნობდა: მას პარტნიორი მოულოდნელად დაეღუპა. ეს ამბავი ხუმრობა არ გეგონოთ, წავები მონოგამები არიან და ხშირად მთელი ცხოვრება ერთ პარტნიორთან ერთად თანაცხოვრობენ, ამიტომაც, ცხადია, მსგავსი ტრაგედია წავი ჰარისისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.
სწორედ ამ მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად თავშესაფარმა ინტერნეტში ჰარისისთვის პარტნიორის ძიება დაიწყო: "ძალიან მზრუნველი ვარ, მიყვარს ჩახუტება და კარგი მსმენელიც ვარ. ისე მეყვარები, როგორც არცერთ წავს ამ ქვეყანაზე!", — ვკითხულობთ ჰარისის აღწერაში, რომლითაც ის მისთვის შესაფერის პარტნიორს ეძებდა.
ფოტო: Cornish Seal Sanctuary
ასეთი საოცნებო დაპირებების შემდეგ, ცხადია, შესაბამისი კანდიდატის გამოჩენამაც არ დააყოვნა: აღმოჩნდა, რომ ინგლისში, ქალაქ სკარბოროში მდებარე ასევე ზღვის ცხოველების თავშესაფარში ცხოვრობს წავი, სახელად პამპკინი, რომელსაც ჰარისის მსგავსად პარტნიორი დაეღუპა და თავს მარტოსულად გრძნობდა.
როგორც ჩანდა, ამ ორი წავის ბედი ჯერ კიდევ ზეცაში გადაწყდა! თავშესაფრებსაც სხვა რაღა დარჩენოდათ: სარისკო იყო, მაგრამ ჰარისმა 400 მილი იმოგზაურა და პამპკინს ჩააკითხა.
სულ რამდენიმე დღის წინ ამ ემოციური ისტორიის გასაოცარი გაგრძელების შესახებ გავიგეთ: გამოვლილი საერთო მწუხარების მიუხედავად, ჰარისმა და პამპკინმა იპოვეს ძალა, რომ ერთმანეთისთვის გულის კარი გაეხსნათ!
ფოტო: SEA LIFE Scarborough / Facebook
როგორც თავშესაფრიდან იუწყებიან, წავების "პაემნები" წარმატებული აღმოჩნდა: მათ ერთმანეთს გაუგეს და არც მოფერებაზე უთქვამთ უარი.
ფოტო: SEA LIFE Scarborough
ამის შესახებ თავად ჰარისმაც "აცნობა" თავის თავშესაფარს:
"მინდოდა გცოდნოდათ, რომ უსაფრთხოდ ჩავაღწიე სკარბოროს თავშესაფარში და პამპკინთან ყველაფერი კარგად მიდის. ესეც ჩვენი რამდენიმე ფოტო, თუ როგორ ვეწყობი ახალ ბინაში..." — ვკითხულობთ ჰარისის წერილში.
ფოტო: Cornish Seal Sanctuary
რადგანაც ეს წყვილი უკვე განუყრელი გახდა და მათ ვეღარავინ დააშორებს, ჰარისი სკარბოროში მდებარე თავშესაფარში პამპკინთან ერთად იცხოვრებს.
"ძალიან მოგვენატრება, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჰარისმა და პამპკინმა გამოიარეს, ეს სრულყოფილი ზღაპრული დასასრულია მათთვის, რომ სიყვარული კვლავ იპოვეს", — აცხადებენ ჰარისის მშობლიურ კორნუელური სელაპების თავშესაფარში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები