ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა — TI-ს კვლევა პარლამენტის გამოწვევებზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს (TI) პარლამენტის მიღწევებსა და გამოწვევებზე კვლევის თანახმად, საპარლამენტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა და პარლამენტის საქმიანობის ღიაობა კვლავ გამოწვევაა.
"მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის გაუმჯობესებისათვის, კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება, რაც საპარლამენტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მოქალაქეთა ჩართულობასა და პარლამენტის საქმიანობის ღიაობას უკავშირდება", — აცხადებენ TI-ში.
2015 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ღია პარლამენტის შესახებ და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 2015 წლის დეკემბერში საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭო. საპარლამენტო საბჭოს დასახული მიზნების მხარდასაჭერად შეიქმნა მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. TI-ს ინფორმაციით, მისი დაარსებიდან დღემდე საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფს შემუშავებული აქვს 3 სამოქმედო გეგმა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2015 წლიდან საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით:
- საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო ეთიკის კოდექსი;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შემუშავდა გეგმა და განხორციელდა პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირება, უსინათლო და მცირემხედველთათვის შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია;
- გაუმჯობესდა კანონპროექტის განმარტებითი ბარათის სტანდარტი;
- მნიშვნელოვნად გაფართოვდა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა;
- პარლამენტის ვებგვერდზე კანონპროექტის განხილვისას პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებები ხილვად ფორმატში ქვეყნდება, ასევე, პარლამენტის ვებგვერზე ქვეყნდება პლენარული სხდომების აუდიო ჩანაწერები.
TI-ში აღნიშნავენ, რომ წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს დღემდე ექმნებათ დაბრკოლებები, როგორც ჩართულობის, ისე საპარლამენტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით:
- საანგარიშო პერიოდში პარლამენტის თბილისის შენობაში შესვლის უფლება არაერთხელ შეეზღუდათ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს;
- პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, ეთიკის საბჭო ამ დრომდე ყველა წევრით არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, საბჭო ვერ განიხილავს საჩივრებს დეპუტატების მიერ ეთიკური კოდექსის ნორმების სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. ამდენად ფორმალურად ეთიკის კოდექსი არსებობს, თუმცა მისი განხორციელება პრაქტიკაში არ ხდება;
- საქართველოს პარლამენტი ხშირად აფერხებს საჯარო ინფორმაციის მოწოდებას, არის შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი ინფორმაცია არ არის დროული და სრული.
ორგანიზაცია შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს გასცემს:
- პარლამენტში დროულად და სრულად დაკომპლექტდეს ეთიკის საბჭო, რათა დამტკიცებულ ეთიკის კოდექსსა და მასში გათვალისწინებულ სანქციებს მიეცეთ ქმედითი ხასიათი და რეალიზების საშუალება;
- ეთიკის კოდექსის არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში რეაგირების ეფექტური მექანიზმების არ არსებობა. ეთიკური ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ეთიკის საბჭო ეთიკის კოდექსის დამრღვევ დეპუტატს მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით მიმართავს;
- საქართველოს პარლამენტმა უნდა გაამარტივოს შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურა, მოქალაქეებს საშვის გარეშე, უსაფრთხოების შემოწმების გავლით უნდა შეეძლოთ პარლამენტის შენობაში მოხვედრა.
საქართველოს პარლამენტის მიღწევები და გამოწვევები ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის დღიდან დღემდეა შეფასებული.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები