ჯერ სახლში და მერეც სახლში... როგორ დავგეგმოთ წლევანდელი ახალი წელი?
ფოტო: გრანდელექტრონიქსი
წელს ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი ახალი წლის ღამე გვექნება. "ჯერ სახლში და მერე — ვნახოთ" — ამ ახალ წელს აშკარად აღარ იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები 31 დეკემბრის ღამეს მოხსნილი იქნება, ვირუსი არსად გამქრალა, ასე რომ, დიდი ალბათობით, ჩვენი, ყველას, საახალწლო გეგმები სახლში დარჩენით შემოიფარგლება.
და, გამომდინარე იქედან, რომ მთელი დღესასწაული სახლში უნდა მოვიწყოთ, მგონი, ღირს, ძალები და შესაძლებლობები სამზარეულოში გამოვცადოთ, იქნებ, უფროსებზე უკეთაც კი გამოგვდის საახალწლო სადღესასწაულო სუფრის გაშლა, თუნდაც ერთ პერსონაზე.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საახალწლო სუფრის მომზადება უფრო და უფრო მარტივდება: მაგალითად, საცივისათვის ნიგვზის გატარება კომბაინში სხვადასხვა სანელებლებთან ერთად; რობო-მიქსერით ჰაეროვანი და ფაფუკი კრემის ამოყვანა და სახაჭაპურე ცომის მოზელა; გოჭის ხორცის შეწვა აეროგრილზე თუ მულტისახარში ქვაბით 2 კერძის ერთდროულად მომზადება.
საცივი
თუკი საახალწლო სუფრას პირველად ამზადებ, შენი მენიუს სიის თავში აუცილებლად გეწერება საცივი. ამისთვის დაგჭირდება 500 გრამი ნიგოზი, 5-7 კბილი ნიორი, ხმელი სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, წიწაკა, მარილი და 1 თავი ხახვი. ხახვის გარდა ყველაფერი ერთიანად დააბლენდერე კომბაინში, ხახვი კი — მოშუშე და ისე შეურიე დაბლენდერებულ მასას. ცალკე — ინდაური (ან ქათამი) მოხარშე. ბულიონში გახსენი შეზავებული ნიგოზი კეფირის კონსისტენციის მიღებამდე და წამოადუღე. ამისთვის, დაახლოებით 30 წუთი დაგეხარჯება (თუ არ ჩავთვლით ინდაურის მოხარშვის დროს).
გოჭი
პირველ რიგში, გოჭის ხორცი დაჭერი სასურველი ზომის ნაჭრებად. აჯიკა და პომიდვრის წვენი აურიე ერთმანეთში და გოჭის ნაჭრები კარგად ამოავლე მასში. შემდეგ დაალაგე აეროგრილზე და შებრაწე. ხორცის მოსამზადებლად დაახლოებით 10 წუთია საჭირო, დანარჩენ საქმეს კი აეროგრილი შეასრულებს.
ტოლმა
გადავიდეთ კიდევ ერთ მთავარ ცხელ კერძზე — ტოლმაზე. მისი მომზადებისათვის ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი დრო დაგეხარჯება, იმიტომ, რომ კომბოსტოს თითოეულ ფურცელში ხორცის გადახვევა ნამდვილად შრომატევადი საქმეა. თუმცა, თუკი ეს კერძი ძალიან გიყვარს, მაინც ღირს დროის გამოყოფა მის მოსამზადებლად. (თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ გოჭსა და საცივზე, მინიმუმ, ერთი საათი მაინც გაქვს დაზოგილი). მოკლედ, წინასწარ შეზავებულ 500 გრამ ფარშს კარგად უნდა გადავურიოთ ნახევარი ჭიქა ნახევრადმოხარშული ბრინჯი და შევკმაზოთ. წინასწარ მოწალული კომბოსტო გავაგრილოთ და ფრთხილად მოვაცალოთ ფურცლები, შემდეგ კი თითოეულ მათგანში ხორცი გადავახვიოთ. ტოლმები ჩავალაგოთ მულტისახარშ ქვაბში, დავამატოთ პომიდვრის წვენი და ჩავრთოთ (ასე ქვაბის, თეფშისა და ქვის უცნაურ და სასაცილო კომბინაციასაც ავირიდებთ თავიდან).
სალათები
რაც შეეხება იმ სალათებსა და ფხალეულს (რომელთა ჭამასაც, ძირითადად, მას შემდეგ ვიწყებთ, რაც გოჭის ხორცსა და საცივს მოვიბეზრებთ), მათი მომზადება იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა: უბრალოდ და მარტივად, ყველანაირ ბოსტნეულს ვყრით მულტისახარშ ქვაბში ან აეროგრილზე, რის შემდეგაც მხოლოდ ისღა დაგვრჩება, დავჭრათ და მაიონეზით ან სხვა, უფრო ჯანსაღი დრესინგით შევაზავოთ.
მოკლედ, თუკი საახალწლო სუფრისათვის სამზადისის წარმოდგენა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ნაკლებად გაშინებთ, შეგიძლიათ ტექნიკის მაღაზიათა ქსელ, "გრანდ ელექტრონიქსის" ვებგვერდს ესტუმროთ, რომელიც 24/7-ის განმავლობაში მუშაობს. რაც შეეხება საკურიერო სერვისს, ის დეკემბრის ჩათვლით უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით და, რაც მთავარია, ნებისმიერ შენაძენზე ვრცელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები