იმედი მაქვს, როცა მოლაპარაკებაზე შევალ, დამხვდება საკუთარი ბუნაგიდან გამომძვრალი ივანიშვილი — ნათელაშვილი
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებათა ფორმატში საიდუმლო არაფერია და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ივანიშვილი დახვდება.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, როცა მოლაპარაკებაზე შევალ, დამხვდება საკუთარი ბუნაგიდან გამომძვრალი ივანიშვილი, რომელიც გუშინ მოვიწვიეთ მოლაპარაკებაზე. ის ხომ პარტიის ლიდერია, მოვიდეს, როგორც ჩვენ. არაფერი საიდუმლო ამ მოლაპარაკებათა ფორმატში არ არის, რაც შესაძლოა, ჩვენ არ ვიცოდეთ. ივანიშვილი გვთავაზობს, დავთანხმდეთ, საარჩევნო რეფორმასა და კოსმეტიკურ ცვლილებებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ. სამაგიეროდ, მოითხოვს, მისი კრიმინალური ბანდა, პარლამენტად წოდებული 2024 წლამდე დარჩეს ხელისუფლების უმაღლეს მმართველად. მოლაპარაკებები, შესაძლოა, იყოს გახანგრძლივებულიც, მაგრამ არ დამთავრდება, სანამ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. 11-ში მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და მის იმავე დღეს გარდაცვალებას", — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გუშინ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ელჩებს შუამდგომლობა მოსთხოვა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეოთხე რაუნდზე პირადად გამოცხადდეს.
"ვინაიდან ამ ქვეყანაში, საუბედუროდ, ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი — ოლიგარქი ივანიშვილი და არა მისი პარტია ან პარტიის ლიდერები, ოპოზიცია ან ელჩები, ამიტომ მოვითხოვე, მეოთხე რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი პირადად გამოცხადდეს და პირადად გაგვცეს პასუხი იმ პრობლემებზე, რომელიც აქ წყდება", — განაცხადა მან.
აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავენ, რათა პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს და კრიზისი, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა, განიმუხტოს.
31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.
დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს. ამ დროისთვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შესვლას არ აპირებენ და თუ ვინმე აპირებს, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობაა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები