დღეს ვინც იყო პიონერთა სასახლის ეზოში მისული, ისინი ხალხს ატყუებენ — ელისაშვილი ოპოზიციაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პარტიების მიერ დღეს შეკრება და მანდატებზე უარის სათქმელ განცხადებაზე ხელმოწერა იყო ხალხის მოტყუება.
"ჩემთვის პოლიტიკოსები იყოფიან ასე — არის ხალხი, რომელიც იტყუება, არის ხალხი, რომელიც არ იტყუება. დღეს ვინც იყო პიონერთა სასახლის ეზოში მისული, ისინი ხალხს ატყუებენ. შე დალოცვილო, თან იძახი, მოლაპარაკებებში ვმონაწილეობო, თან იძახი, მანდატებზე უარს ვიტყვიო. იქ კიდე მემორანდუმს აწერენ ხელს, სადაც წერია, რომ ჩვენ ვამბობთ მანდატებზე უარს. უგულავა, ბოკერია, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე რომელ მანდატებზე იძახიან უარს, ასე ხალხის აბუჩად აგდება შეიძლება? ეს არის სირცხვილი და ხალხის მოტყუება, რაც მოაწყვეს", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეკრებილი არიან, საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ამის შესახებ განცხადებას ხელს საჯაროდ აწერენ.
ოპოზიციური პარტიებიდან ადგილზე არ არის ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მემორანდუმი არის სამი ნაწილისგან შემდგარი და შემდეგი შინაარსის:
"პირველი არის ხელმოწერილი დოკუმენტი იმ დეპუტატების მიერ, რომლებიც დე-ფაქტო შესული არიან პარლამენტში, ანუ მათ მოაწერეს ხელი, რომ ისინი უარს აცხადებენ დეპუტატის მანდატზე, მეორე ეს გახლავთ, ასევე დე-ფაქტო პარლამენტში შესული პარტიების ხელმძღვანელი პირების ხელმოწერა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, მესამე არის სრულიად ოპოზიციური სპექტრის, როგორც ფორმალურად ბარიერგადალახული, ასევე, ფორმალურად ბარიერგადაულახავი პარტიების ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, სოლიდარობას ვუცხადებთ და ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს".
რა წერია ოპოზიციის საერთო განცხადებაში
პოლიტიკური პარტიების განცხადება საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით
პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს-ს შედეგების მიხედვით, გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართელის ხალხის ნებას. შესაბამისად მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენ მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები.
შეკრებილი ოპოზიცია სიტყვით გამოდის და საუბრობს, არჩევნების გაყალბებასა და დღეს პარლამენტში შეკრებილი ერთპარტიული სხდომის შესახებ. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ამ დროისთვის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები